განხილვა:რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ (1991)

(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ყოფილ „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ რუსეთ-საქართველოს 1991 წლის 23 მარტის მოლაპარაკება)
ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F

სტატია ეხება საკუთრივ მოლაპარაკებას -- როგორც ცალკე თემას. მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოლაპარაკებები და ხელშეკრულებები ვიკიპედიის ტიპობრივი სტატიებია...

გასაგებია, მაგრამ სათაური მგონი ამგვარი უნდა იყოს: რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ (1991), რადგან მოლაპარაკებაში პირველია – ვის შორის? და მერე – რის შესახებ?, ხოლო თარიღი იმ შემთხვევაში თუ არსებობს რამდენიმე მოლაპარაკება ამ ორ ქვეყანას შორის (იხ. მაგალითები:პარიზის ზავი, ვერსალის საზავო ხელშეკრულება (1919), ბერლინის ხელშეკრულება, 1878 პატივისცემით --Rastrelli F 12:09, 21 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
(მომხრე) - ალ-ო     @ 14:44, 21 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

სტატიის დასათაურების შეცვლას ვეთანხმები --ბპგ 21:03, 21 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

არადალაგებული სტატიაა, ეპითეტები ზედემტია ("მოღალატე" კია ბოლშევიკური მთავრობა ვიცით, მაგრამ ენციკლოპედიაა თუ ბლოგი??). ჩემი აზრით წასაშლელია, ან მხოლოდ იმ შეთანხმების პუნქტები დასატოვი (+წყარო), და შესაბამისი სახელი შესარჩევი სტატიისთვის მაგ: "ყაზბეგის ხელშეკრულება 1991"... დანარჩენი ისტორიული ცნობები, უნდა გადავიდეს სამხრეთ ოსეთის შესახებ სტატიაზე..zZz msg 22:34, 21 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

კი -- როცა დაამატებთ სტატიას (ქართულ) ბოლშევიზმზე, ბოლშევიკებზე და იმ დაწერთ რომ ისინი მოღალატეები იყვნენ -- მერე ამ სტატიაშიც ბოლშევიკურ მთავრობის ტერმინზე შესაბამისი ლინკი გააკეთეთ და აქ შეფასება მოღალატური მოსპეთ :) -- მანამდე კი ასე აჯობებს -- მიაწერეთ სტატიას რომ მიკერძოებულია და ასე შემდეგ... --ბპგ 01:37, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ზაურს, ასე, არ შეიძლება! ადამიანი რომელიც წაიკითხავს რაიმე ფაქტის შეფასებას ,(ზოგადად ყველგან და მით უფრო ენციკლოპედიაში) უნდა იცოდეს მაინც ვის მიერ არის გაკეთებული ესა თუ ის შეფასება, მსგავსად ავტორის მიერვე შემოთავაზებული– "ნეზავისიმაია გაზეტას" ინფორმაციისა, რომელსაც ასევე ესაჭიროება წყარო. სხვაგვარად მომხმარებელი შეცდომაში შედის. ჩემი ღრმა რწმენით ენციკლოპედია შეფასებას საერთოდ არ უნდა აკეთებდეს, მაგრამ თუ ვიკის მედიურობას გავითვალისწინებთ, ეს საკითხი იხსნება. ამიტომაც აუცილებელი ხდება წყაროს მითითება. --Rastrelli F 07:19, 22 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „რუსეთ-საქართველოს მოლაპარაკება „სამხრეთ ოსეთის“ შესახებ (1991)“-ზე დაბრუნება.