განხილვა:ქრისტეფორე I
გამარჯობა. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ სტატია მინიმუმ სამ წინადადებას უნდა შეიცავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი წაშლის კანდიდატი გახდება. - Island (გ) ასეთი შეტყობინება მივიღე მე ჩემი "ვიკიმოღვაწეობის" პირველივე დღეს. ამ სტატიაში სულ ორი წინადადებაა და მიუხედავად იმისა, რომ იგი 2005 წელს შეიქმნა, ამ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მისი შინაარსის გამდიდრებაზე არავის უზრუნია, მხოლოდ – ფორმალურ მხარეზე (კატეგორიები და ა. შ.). მაგრამ, არც არავის წაუშლია. რისი მომცემია ასეთი სტატია? სად არის წყაროები? ლიტერატურა?--Zolokin განხილვაწვლილი 01:44, 23 ივნისი 2010 (UTC)
წყარო ქსე? --Zolokin განხილვაწვლილი 01:46, 23 ივნისი 2010 (UTC)
აბა ახლა შეადარეთ ძველი სტატია და ეს ბოლო ვერსია. როდესაც იდეოლოგიაზე, რელიგიაზე, სასულიერო პირებზე და მსგავს თემებზე ვწერთ, სრულიად მიუღებელია ერთადერთ წყაროდ გამოვიყენოთ ქსე (სჯობს საერთოდ არ გამოვიყენოთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის აუცილებლობა ან სხვა გამოსავალი არ არის). დღესდღეობით საქართველოს ეკლესიის მეთაურებზე ყველაზე სრულყოფილი ინფორმაცია შეკრებილია ჩემს მიერ მითითებულ ლიტერატურაში – "საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქები, რ. მეტრეველის რედაქციით, თბ., ნეკერი, 2000". ნახეთ, შეადარეთ ქართულ ვიკიპედიაში არსებულ სტატიებს და დარწმუნდებით. --Zolokin განხილვაწვლილი 02:43, 23 ივნისი 2010 (UTC)
- დიახ, მინიმუმ სამი წინადადება. ეს არის ქართული ვიკიპედიის წესი.
„სჯობს საერთოდ არ გამოვიყენოთ, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ამის აუცილებლობა ან სხვა გამოსავალი არ არის“
|
ზუსტად ეს შემთხვევა იყო 2005 წელს - სხვა გამოსავალი არ იყო. ამჟამადაც არის იმდენი შემთხვევა როდესაც ქსე-ეს უნდა დავეყრდნოთ. თუნდაც ქართული სალიტერატურო ენის ნორმების გამოყენებისთვის. სამწუხაროდ ეს ინსტიტუტი საქართველოში მოკვდა ან ძალზე სუსტია. ასე რომ ქსე კიდევ დიდხანს დარჩება ის ენციკლოპედია, სადაც უნდა ჩავიხედოთ. ისე კომენტარები არ არის საჭირო. მომხმარებლები ისედაც ხედავენ სტატია როგორი იყო და როგორი გახდა. ეს სტატიის ისტორიაშიც ნათლივ ჩანს. არ არის იმის თქმა საჭირო „აი ნახე როგორ განვავრცე“. ასეთი კიდევ მრავალი სტატია შეგხვდება რომელსაც გაუმჯობესება სჭირდება. 2005 წელს რამდენი მომხმარებელი და როგორ არსებობდა ქართული ვიკიპედია - ეს სამწუხაროდ არავის აინტერესებს და მართალიც არის. გავა კვლავ დიდი დრო და კიდევ შეიცვლება ეს სტატია. მე კი ქსე-ზე უკეთესი სრული ენციკლოპედია ჯერ არ შემხვედრია საქართველოში. მასში რ. მეტრეველსაც აქვს დიდი ღვაწლი მიღებული. გისურვებთ წარმატებებს. ცანგალა (გ) 10:15, 24 ივნისი 2010 (UTC)
სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი თუ მართო აღმოსავლეთ საქართველოს?--თეკა განხილვაწვლილი 10:37, 24 ივნისი 2010 (UTC)
ქრისტეფორე I იყო მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, როგორც ეს წერია სტატიის დასაწყისშივე. --Zolokin განხილვაწვლილი 11:29, 24 ივნისი 2010 (UTC) ლიტერატურა და წყარო მითითებულია, შეგიძლიათ გადაამოწმოთ. --Zolokin განხილვაწვლილი 11:31, 24 ივნისი 2010 (UTC)
მაშინ თარგიდანაა ამოსაღები--თემური განხილვა როდესაც თვენმა საათმა აჩვენა: 14:20, 24 ივნისი 2010 (UTC)
ეგ თარგი მე არ ჩამისვამს. გააჩნია რას გულისხმობდა ამ თარგის შემქმნელი, თუ "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები" გულისხმობს არა მხოლოდ ერთიანი საქართველოს ეკლესიის, არამედ ზოგადად, სამეფოს დაშლის შემდეგ მეთაურებსაც (აღმოსავლეთი, აფხაზეთ–დასავლეთ საქართველო), და ასევე მცხეთის კათოლიკოსებსაც, მაშინ დარჩეს და თუ თარგის შემქმნელი თვლის, რომ მხოლოდ ერთიან საქართველოს ეხება, მაშინ ამოსაღებია. თქვენ უფრო გამოცდილი ხართ ასეთ საკითხებში, გადაწყვიტეთ და დაგეთანხმებით.--Zolokin განხილვაწვლილი 14:46, 24 ივნისი 2010 (UTC)