განხილვა:ფსიქე (მითოლოგია)

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Leovizza
  1. ქსე–ს გამოცემის წელიც რომ მიეთითოს კარგი იქნება.
  2. სექცია ნოველა გაუგებარია რას გულისხმობს, რომელ ნოველავს, ვისი ავტორობით, გარდა ამისა სექციის გამოყოფის ნიშანი არაა შესაბამისი. ამას გულისხმობს ვიკიფიცირების მოთხოვნა.--Zolokin განხილვაწვლილი 18:25, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
  1. ეს სტატია შექმნილია ქსეს მიხედვით და თუ არ მოგწონს, შეგიძლია გააუმჯობესო, ანდაც ქსეს უჩივლო, ან რაც მოგესურვება, ის ქნა, ოღონდ არა ამ სტატიის გვერდზე.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:32, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

ქსე–ში არ არის აღნიშნული კონკრეტულად რა ნოველაზეა საუბარი?--Zolokin განხილვაწვლილი 18:33, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

აღნიშნული რომ ყოფილიყო, აქაც იქნებოდა. ამდენ კამათს შეგიძლია, გადაამოწმო.--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 18:38, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

გადავამოწმე, ახლა გასაგებია რა ნოველაზეა საუბარი. შესაბამისი შესწორებაც შევიტანე.--Zolokin განხილვაწვლილი 19:40, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
აბა, იპოვე ნოველის ავტორი?--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:41, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
რა თქმა უნდა – ლუციუს აპულეიუსი.--Zolokin განხილვაწვლილი 19:46, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
მერე, ასე არ ჯობდა? სანამ კამათს დამიწყებდი და ბრალს დამდებდი ავტორის უგულვებელყოფაში, გადაგემოწმებინა ჯერ და მერე მოგეცა შენიშვნა. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:49, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
შენიშვნა არ მომიცია, რადგან ნოველა დამოუკიდებელ სექციად იყო გამოყოფილი, შეუძლებელი იყო მიხვედრა, რომ წინა სექციაში მითითებული ავტორის თხზულებაზე იყო საუბარი. ახლა, როდესაც გაერტიანდა სექცია და უშუალოდ მიება წინა წინადადებას, მკითხველს აღარ გაუჭირდება მთლიანობაში სტატიის აღქმა.--Zolokin განხილვაწვლილი 19:52, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

- მკითხველს არ მგონია, გასჭირვებოდა აღქმა. ის, რომ შენ გაგიჭირდა, ეს უკვე ცუდია, მაგრამ შენი თავი ყველა მკითხველიც ნუ გეგონება. ისე ძალიან რთული მისია გიკისრია, ვიკიში სულ ისეთი სტატიებია, სადაც არავითარი წყარო არ არის და ვიკიფიცირებაც ბევრს სჭირდება, მარტო მაგ საქმეს ვერ მოერევი. --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 19:58, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

სექცია რომ ასე დაწყებულიყო: "ლუციუს აპულეიუსის ნოველა ...." და ა. შ. არც მე გამიჭირდებოდა. მარტო არც მიფიქრია ვიკიპედიის "გაწყაროვება" ან ვიკიფიცირება. ალბათ ყველა ავტორი, რომელიც ახალ სტატიას ქმნის, წყაროს რომ უთიტებდეს, ეს პრობლემაც მოიხსნება.--Zolokin განხილვაწვლილი 20:04, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
სრულიად გეთანხმები, ყველა ავტორი რომ ნორმალურად და შეცდომების გარეშე წერდეს, მართლაც არ იქნებოდა ურიგო და ენციკლოპედია ენციკლოპედიას ემგვანებოდა. სექციის დაწყების შენეული ვერსიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ, მერწმუნე, მე ყველას სურვილებს ვერ ამოვიცნობ და ისე ვერ შევქმნი სტატიას, რომ ვიფიქრო, აი ამას და ამას ასე მოეწონებოდა და მოდი ასე დავიწყებ-მეთქი. თუმცა, მე ამაში ორიგინალური არ ვარ, ყველა ასე იქცევა. ყველა ყველას მოსაწონი ვერ იქნება--ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:09, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
ხომ აღარ მემდურით? ხომ დარწმუნდით, რომ არავითარი პირადული თქვენ მიმართ არ მამოძრავებდა? მთავარი ესაა, დანარჩენს ყველაფერს ეშველება.--Zolokin განხილვაწვლილი 20:17, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
არა, დამდურება რა საკადრისია, უბრალოდ, რაც გასარკვევი იყო, უნდა გარკვეულიყო. პირადული ყოველთვის ვიკიპედიის მიღმა უნდა დავტოვოთ, დანარჩენი კი მოგვარებადია ;) . --ლევან ინასარიძე განხილვაწვლილი 20:21, 24 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „ფსიქე (მითოლოგია)“-ზე დაბრუნება.