განხილვა:უმაღლესი ლიგა 2011—2012

ბოლო კომენტარი: 11 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა BRUTE თემაში გამარჯვებული

სანდრო, წარსულში უნდა ეწეროს? მე ხომ იცი, ვერ ვერკვევი, მაგრამ შენი ბოლო ცვლილებებით ვეჭვობ, რომ ეს სეზონი დაწყებულია (თანაც 2011 წელიც მიილია). აქედან გამომდინარე, შესავალში მონაწილეობას მიიღებს თუ იღებს? Deu განხილვა 18:16, 14 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

და ზოგადად, სტატიის ტექსტურ მცირე ნაწილში თხრობის დრო ხომ არაა ზოგან უკვე შესაცვლელი? :) Deu განხილვა 18:17, 14 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი, სწორი შენიშვნაა, ამიტომ გასწორდა. – BruTe () 18:19, 14 დეკემბერი 2011 (UTC)პასუხი

გამარჯვებული რედაქტირება

რუსთავის მეტალურგმა არ გაიმარჯვა? შესავალში მე-2 და ცხრილში მე-4 ადგილზე რატომაა? Deu. 17:03, 21 მაისი 2012 (UTC)პასუხი

აღმასკომმა ზესტაფონი დაასახელა, როგორც ყველაზე მეტი გამარჯვების მქონე, თუ რაღაც ასეთი. ტელევიზორს ვუყურებდი ამწუთას. თუმცა, საბოლოოდ ერთ კვირაში გაირკვევა. — G.G. 17:17, 21 მაისი 2012 (UTC)პასუხი
დათო, მეოთხე ადგილზე პირველი ეტაპის შემდეგ იყო, ანუ დეკემბერში. მეორე ეტაპის შემდეგ კი ზესტაფონსა და მეტალურგს თანაბარი ქულები დაუგროვდათ და ორივე ჩემპიონობას იჩემებდა, ზერელედ მიღებული რეგლამენტის გამო. დღეს აღმასკომის სხდომა გაიმართა და ზესტაფონი გამოაცხადეს გამარჯვებულად. – BruTe () 17:29, 21 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ჰოო, მე კიდე ვამაყობდი უკვე  . ისე, ეგენი რომ ჩაიწეროს სტატიაში, კარგი იქნება :) Deu. 17:31, 21 მაისი 2012 (UTC)პასუხი
ჰო, ვაპირებდი დაწერას და დავამატებ უახლოეს ხანებში. – BruTe () 17:34, 21 მაისი 2012 (UTC)პასუხი
გვერდ „უმაღლესი ლიგა 2011—2012“-ზე დაბრუნება.