განხილვა:სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი

ბოლო კომენტარი: 12 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik

თავის დროზე — არ მომწონს ეს სიტყვები, თუმცა უკეთესი ვერ მოვიფიქრე. — დავით პასუხი 11:01, 8 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი

წყაროს თანახმად, დამკვირვებლის სტატუსი არ ჰქონდათ, არამედ აქვთ და აქვთ არა ლიტვასა და ლატვიას, არამედ ლატვიასა და ესტონეთს. :) – BruTe () 07:05, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
მადლობა, ჩასწორდა :). — დავით პასუხი 07:13, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
კი მანდ მასე წერია, რომ აქვთ, მაგრამ ეგ ხომ არქივია და შენახულია ვებ-გვერდი 2001 წლის 9 აგვისტოს მდგომარეობით (ქვეყნებთან დაკავშირებით, გეთანხმები), ახლანდელ გვერდზე კი ამასთან დაკავშირებით საერთოდ არაფერი წერია. პატარა „გამოძიება“ ჩავატარე და 2002 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ აღნიშნულ ფორმატში აღარ გვაქვს ინფო. ახლანდელი ფორმატით იწყება 2004 წლის 1 სექტემბრიდან. 2002 წელს მზადდება საიტის განახლებული ვერსია რომლის 2002 წლის 4 აგვისტოს ვერსიაში, ამ ფორმატით, უკანასკნელადაა დაფიქსირებული, რომ ლატვიასა და ესტონეთს დამკვირვებლის სტატუსი აქვთ. 2002 წლის 10 ოქტომბრის ვერსიაში უკვე აღარ ჩანს ეგ წინადადება. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, ლატვიამ და ესტონეთმა დამკვირვებლის სტატუსი დაკარგეს 2002 წლის 7 ოქტომბრიდან იმავე წლის 10 ოქტომბრამდე შუალედში.—G.G. 11:15, 9 სექტემბერი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტი“-ზე დაბრუნება.