განხილვა:საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია

ბოლო კომენტარი: 8 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Surprizi თემაში ქვესათაურები

სახელწოდება

რედაქტირება

ვფიქრობ, რომ ეს სტატია გადატანილ უნდა იქნეს სათაურზე „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია“. ჯერ ერთი, სათაურში მოხსენიებული არ არის საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობის შესახებ და, მეორეც, საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლში ეკლესია მოხსენიებულია, როგორც „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესია“ (მ.9., პ.1. — „სახელმწიფო ... აღიარებს საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებლური ეკლესიის როლს საქართველოს ისტორიაში და მის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსგან“). ეს სახელწოდება ასევე მოხსენიებული საპატრიარქოს ვებ-გვერდზე. [1]

რას აზრის ხართ ამაზე? — Nodar kherkheulidze განხილვაწვლილი 14:13, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ვეთანხმები ნოდარს, თან საკმარისი წყაროებიცაა მოყვანილი ახალი სათაურის სისწორის დასამტკიცებლად. --მიხეილ () 18:22, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

გმადლობთ. და ვინ არის უფლებამოსილი სტატიის გადატანაზე?— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:33, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ჯერ გადატანაზე ფიქრი ცოტა ნაადრევია, სხვა მომხმარებლებმაც გამოთქვან თავიანთი აზრი. --მიხეილ () 18:36, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

ეგ, რა თქმა უნდა, უბრალოდ დამაინტერესა.— Nodar Kherkheulidze განხილვაწვლილი 18:40, 15 მაისი 2011 (UTC)პასუხი

სტატიას სახელწოდება აქვს შესაცვლელი. Nodar Kherkheulidze განხილვა 14:45, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი
ახლავე შევუცვლი. :) — GIO→13 () 16:40, 25 ნოემბერი 2011 (UTC)პასუხი

"თბილისის წმინდა სამების საკათედრო ტაძარი - მთავარი მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარია საქართველოში" – ეს არაა სწორი, ერთ–ერთი მაინც რომ ეწეროს კიდევ, ჰო, მაგრამ ასე არა, საქართველოში მტავარი მართლმადიდებლური ტაძარი სვეტიცხოველია – პატრიარქებიც მანდ ეკურთხებიან და მირონსაც იქ ხარშავენ.--ოდიშარი განხილვაწვლილი 12:50, 4 მარტი 2012 (UTC)პასუხი


გვერდი კიდევ გადავიტანე, რადგან წინა გადატანისას დავუშვით შეცდომა, უფრო სწორად, მე დავუშვი შეცდომა ზემოთ ციტატის მოყვანისას და გიორგიც გადატანისას მენდო. შეცდომა იყო შემდეგი: სახელწოდებაში „მართლმადიდებლურის“ ნაცვლად „მართლმადიდებელი“ უნდა ყოფილიყო (იხილეთ: კონსტიტუციური შეთანხმება). შეცდომა გამოსცორებულია, ბოდიშს ვიხდი უყურადღებობისთვის. Nodar Kherkheulidze განხილვა 17:34, 30 აგვისტო 2012 (UTC)პასუხი

სახელი კუალად

რედაქტირება

სახელწოდების შეცვლა მოხდა არასწორად. ეკლესიის დასახელებაში სიტყვა ავტოკეფალურის გამოყენება იგივეა, რაც სახელმწიფოს დასახელებაში სიტყვა დამოუკიდებელი (მაგალითად, საქართველოს შესახებ სტატიას რომ დავარქვათ საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა, ხომ სასაცილოა, არა?). საქმე ისაა, რომ მართლმადიდებელ-კათოლიკე თვითმწყემს ეკლესიათა დიფტიქში ავტოკეფალური ეკლესიები მოიხსენიება ყოველგვარი მსაზღვრელის გარეშე: კონსტანტინოპოლის მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესია, ალექსანდრიის მართლმადიდებელი ეკლესია, ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესია და ა. შ. აღსანიშნავია, რომ ეს ყველა სამოციქულო ეკლესიებია და არცერთი მათგანი მართლმადიდებლურ სამყაროში დასახელებისას არ შეიცავს არც სიტყვა სამოციქულოს და არც ავტოკეფალურს (თუმცა, სამოციქულოს ზოგჯერ მაინც ამბობენ, ენას გააჩნია). ეკლესიის ნაცვლად ბიზანტიური სტილის ეკლესიები საპატრიარქოს ან მთავარსაეპისკოპოსოს ამბობენ, თუმცა ჩვენთან ეკლესიაა დამკვიდრებული. დიფტიქში წინ ზედსართავს უმატებენ მხოლოდ იმ ეკლესიებს, რომლებიც არ არიან ავტოკეფალურნი, ასეთებს წინ დაერთვის სიტყვა ავტონომიური, მაგალითად იაპონიის ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესია. საქართველოს ეკლესია დიფტიქში მოიხსენიება, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი [სამოციქულო] ეკლესია. სიტყვა სამოციქულო შეიძლება იყოს, შეიძლება არა. ამას გარდა, ამ სტატიის დასახელება უნდა განისაზღვროს არა საქართველოს სახელმწიფო კანონმდებლობის საფუძველზე, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური ეკლესიის კანონთა მიხედვით. ის ფაქტი, რომ საქართველოს სახელმწიფო ამ დასახელებით მოიხსენიებს ეკლესიას, არაა საინტერესო მაშინ, როდესაც საქართველოს ეკლესია არის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ ადმინისტრაციული ერთეული და მისი დასახელება დიფტიქში არის საქართველოს მართლმადიდებელი [სამოციქულო] ეკლესია, ანდა საქართველოს მართლმადიდებელი საპატრიარქო. Deu. 10:14, 19 აპრილი 2013 (UTC)პასუხი

ქვესათაურები

რედაქტირება

ქვესათაურები "საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 1977-2002 წლებში" ეს და ამის მსგავსები წავშალე, რადგანაც ვერ დავაკავშირე ვერ ც ეს ანუ რა დასრულდა 2002 წელს.... და რატომ იყო ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ პერიოდები 1918-1921, 1922-1977. იმედია არავინ მიწყენთ. ლოგიკური გამიჯვნა და დაყოფა უაზრობა იყო. ამიტომ ერ თი ქვესათაურის ქვეშ გავაერთიანე.--Surprizi განხილვაწვლილი 05:10, 22 ივლისი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“-ზე დაბრუნება.