განხილვა:სანსკრიტული ლიტერატურა

თემის დამატება
ამ გვერდზე განხილვები არ არის.

სანსკრიტული ლიტერატურა რამდენად შეიძლება ჩავთვალოთ შუა საუკუნეების ლიტერატურად? შუა საუკუნეები, მგონი, ევროპის ისტორიის ნაწილს გულისხმობს, ხომ? მგონი კატეგორია არასწორია. Deu. 11:25, 1 თებერვალი 2014 (UTC)

ამ გვერდს კატეგორია:სანსკრიტული ლიტერატურას გარდა სხვა კატეგორია არც სჭირდება--შოთა [UT] 11:28, 1 თებერვალი 2014 (UTC)
ეგ გასაგებია. თვითონ ეგ კატეგორია რამდენად უნდა მოხვდეს შუა საუკუნეების ლიტერატურაში? მარტო ევროპას მოვიცავთ, ხომ? Deu. 11:30, 1 თებერვალი 2014 (UTC)

შუა საუკუნეები არ ვიცი მარტო ევროპას მოიცავს თუ არა, მაგრამ აქ სხვა კონტინენტებიცაა. რაც შეეხება მაგ კატეგორიას, რუსულში, ინგლისურში და გერმანულში მივყევი და არსად ერთიანდება შუა საუკუნეებში--შოთა [UT] 11:37, 1 თებერვალი 2014 (UTC)

მხოლოდ აქ არის მითითებული კატეგორია ანტიკური ენები, რომელიც შემდეგ ანტიკურ ისტორიაში ერთიანდება. შუა საუკუნეები არსადაა--შოთა [UT] 11:38, 1 თებერვალი 2014 (UTC)
გერმანულ სტატიაში Mittelalter შესავალშივე წერია, რომ შუა საუკუნეები ეს ევროპის ისტორიის ნაწილია. ერთი განყოფილება აქვთ „იაპონური შუა საუკუნეები“, სადაც აღნიშნულია, რომ ეს სულ სხვა მოვლენაა და იაპონიის ისტორიის ნაწილია. გადავხედე გერმანულ ვიკიპედიაში კატეგორიებს და იქ შუა საუკუნეები მთლიანად ევროპასთანაა დაკავშირებული, თუ არ ჩავთვლით ახლო აღმოსავლურ ქრისტიანულ გამონაკლისებს — სომხეთს, საქართველოს, სირიას, იერუსალიმს და ა. შ. ეს გამონაკლისები ალბათ უფრო დაკავშირებულია ევროპის, როგორც კულტურული რეგიონის ცნებასთან და არა ევროპის გეოგრაფიულ გაგებასთან. აქედან გამომდინარე სანსკრიტული ლიტერატურის ადგილი არ უნდა იყოს შუა საუკუნეებში. საკითხავია ახლო აღმოსავლეთი რამდენად მოთავსდება შუა საუკუნეებში... კიდევ გადავხედავ სხვა ვიკიპედიებში. Deu. 11:48, 1 თებერვალი 2014 (UTC)
იმედია, ჩვენი პროექტის სხვა მონაწილენი მაინც შემოიხედავენ :). მე როგორც მივხვდი, შუა საუკუნეები ზოგადად ევროპის ისტორიის ნაწილია (ასეა ინგლისურ და გერმანულ ვიკიპედიაშიც განმარტებული). ეს ევროპა მოიცავს თუ არა ახლო აღმოსავლეთს, შეიძლება ამაზე დავა, მაგრამ ინდოეთის ისტორია რომ არანაირად არაა შუა საუკუნეების ისტორია, ეს ცხადია. ასე რომ, სანსკრიტული ლიტერატურის ადგილი არაა შუა საუკუნეებში. შეგვიძლია განვიხილოთ შაჰნამე და აბუ ნუვასი. Deu. 09:51, 4 თებერვალი 2014 (UTC)
ორი დღეც დავუცადოთ სხვებს და თუ არაფერი მოხდა, ამოვიღებ კატეგორიას. Deu. 09:52, 4 თებერვალი 2014 (UTC)

სათავეს იღებს ძველი და ახალი წელთაღრიცხვის მიჯნაზე ძველ ინდოეთში — ანუ აქ საუბარია ზუსტად ამ საუკუნეების გარდატეხაზე. როგორ შეიძლება ეს შუა საუკუნეებში ჩაითვალოს? არანაირად. --ბექალაბაძე Coat of Arms of Labadze.jpeg 16:09, 4 თებერვალი 2014 (UTC)

აქვე, ერთი რამ გაუგებარია ჩემთვის. ინგლისური სტატიის კატეგორიზაციაში მოქცეულია 'medieval poetry'. არ ვიცი, ალბათ დასაზუსტებელია საუკუნეები, ქსე-ში ხომ არ წერია შეცდომით?--ბექალაბაძე Coat of Arms of Labadze.jpeg 16:12, 4 თებერვალი 2014 (UTC)
შოთას დადებულ ლინკზე, საუბარი იყო მონღოლთა შემოსევებზე, საიდანაც ნათლად სჩანს, რომ ინდოეთი განეკუთვნება შუა საუკუნეებს + ჩინეთითურთ.--ბექალაბაძე Coat of Arms of Labadze.jpeg 16:14, 4 თებერვალი 2014 (UTC)
მანდ რუსები ცდებიან :). სხვა დიდ ვიკიპედიებში (რომლებსაც მე უფრო ვენდობი, ვიდრე რუსულს), შუა საუკუნეები ევროპული ისტორიაა მხოლოდ. მოკლედ, მე ვიპოვე გერმანულენოვანი ნაშრომი: Asien im Mittelalter (აზია შუა საუკუნეებში), რომლის შესავალიც ასეთი შინაარსისაა: შუა საუკუნეების დეფინიცია და ქრონოლოგია აზიის ისტორიაში საკამათოა. მარქსისტული ლიტერატურა ევროპულ მიდგომებს ავრცელებდა მთელს მსოფლიოზე და, შესაბამისად უარყოფდა იმ ნაშრომებს, რომლებიც შუა საუკუნეებს მხოლოდ ევროპის ისტორიის ნაწილად განიხილავდნენ. თუმცა, შემდეგ ნათქვამია, რომ ყველა შემთხვევაში ურთიერთგავლენა იგრძნობა და აზიის გარკვეულ ნაწილთან დაკავშირებითაც შეიძლება ვისაუბროთ შუა საუკუნეებზე, განსაკუთრებით სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიაზე (ინდოეთი, ჩინეთი, იაპონია...). თუმცა მსგავსია, მაგრამ მაინც ევროპის შუა საუკუნეებისაგან განსხვავებული სხვა მოვლენაა ეს მსოფლიო ისტორიაში და ამიტომ მგონია, რომ აზიასთან დაკავშირებული თემები უნდა ამოვყაროთ კატეგორიებიდან (ჯერ ერთი იმიტომ, რომ სადავოა, მეორეც იმიტომ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შუა საუკუნეები სხვა რამეა). რას იტყვით? Deu. 08:54, 5 თებერვალი 2014 (UTC)
მაშ, არ ვარ წინააღმდეგი. თუ უმრავლესობა ამას ქადაგებს :). ე.ი. ამოვშალოთ. თუ ცალკე შევქმნით, მაგ; 'სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის შუა საუკუნეებს' ესეც არ იქნება ურიგო.--ბექალაბაძე Coat of Arms of Labadze.jpeg 09:03, 5 თებერვალი 2014 (UTC)
ამ განხილვიდან, აგრეთვე ამ და ამ განხილვებიდან გამომდინარე, ჩვენ შუა საუკუნეების კატეგორიებში მოვათავსებთ მხოლოდ ევროპასთან დაკავშირებულ თემებს. ამ სტატიებსა და კატეგორიებს კი ამოვიღებ კატეგორიებიდან. მადლობა, Deu. 12:58, 8 თებერვალი 2014 (UTC)
გვერდ „სანსკრიტული ლიტერატურა“-ზე დაბრუნება.