განხილვა:სამხრეთი კავკასია

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Rastrelli F

მთავარი სტატია ჯობია იყოს ამიერკავკასია ე. ი. გადამისამართება შეიცვალოს.--ცანგალა () 10:05, 6 დეკემბერი 2007 (UTC) უნდა დარჩეს.--ცანგალა () 18:45, 6 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

მე ვფიქრობ რომ უნდა იყოს ამიერკავკასია მთავარი, ჯერ ერთი ეს ტერმინია ჩვენთან გავრცელებული 90% მაინც, ვიდრე სამხრეთ კავკასია, მეორეც არავინ აკრეფს (100% დარწმუნებული ვარ :)) ძიებაში – სამხრეთი კავკასია, და მესამე ჩვენც და რუსებიც, იმდენად რამდენადაც ვმკვიდრობთ კავკასიის აქეთ–იქეთ, ჩვენეულ სახელს ვეძახით: რუსები Закавказье (ანუ იმათთვის იმიერკავკასია) და ჩვენ – კი იცით რასაც. ეს, ევროპელისთვისაა (და სხვებისთვისაც) უბრალოდ სამხრეთი კავკასია, რადგან არც იმიერ ცხოვრობს და არც ამიერ :) --Rastrelli F.B. 08:33, 16 მარტი 2008 (UTC)პასუხი
რატომ არის სამხრეთი კავკასია და არა სამხრეთ კავკასია--ანტონიო 09:19, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
რასტრელის ვეთანხმები. - ალ-ო     @ 09:23, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ალბათ ხედავთ რომ მეც რასტრელის აზრზე ვიყავი, მაგრამ ... შეკითხვის გარეშე გადამისამართებას ნამდვილად არ დავაბრუნებდი უკან (აღარ მახსოვს რა წყაროს დავეყრდენი ან ვის შევეკითხე). საქართველოს პოლიტოლოგიის ინსტიტუტი - ეს გვერდი ახლა ვნახე გუგლში. სსრკ-ის პერიოდში აქეთ საქართველო და იქით რუსეთი იყო. თუ რუსეთში დგახარ Закавказье არის, ხოლო თუ საქართველოში ამიერკავკასია. За - არის ამიერ, ხოლო Пред- იმიერ. შეუსაბამობა ხდება. აი მაგალითად გერმანიაში თუ დგახარ რომელი უნდა თქვა? რუსეთის მხრიდან თუ საქართველოს მხრიდან? ამიტომ ახლა რუკას დავხედეთ და თურმე სამხრეთი კავკასიაა.--ცანგალა () 21:41, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

არა, ცანგალა, რასტრელი ზუსტად ამაზე ამბობდა. გერმანელისთვის ნამდვილად არის სამხრეთი კავკასია, იმიტომ, რომ მის მეზობლად არ მდებარეობს. ჩვენთვის და რუსებისთვის კი სხვაგვარადაა, ვინაიდან კავკასიის სხვადასხვა მხარეს ვმდებარეობთ. რუსეთისთვის სამხრეთი კავკასია არის იმიერკავკასია (ზაკავკაზიე), ქართველებისთვის კი ამიერკავკასია. - ალ-ო     @ 22:47, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
ჩვენ ერთმანეთს არ ვეწინააღმდეგებით, როდესაც ვსაუბრობთ იმიერკავკასია (ზაკავკაზიე), ქართველებისთვის კი ამიერკავკასია. За - არის ამიერ, ხოლო Пред- იმიერ. შეუსაბამობა ხდება - ეს მიწერია ზემოთ, მაგრამ იგივეს ვგულისხმობ რაც შენ დაწერე. ე. ი. ჩვენ (რუსეთი, საქართველო) სიტყვები კი არ ვთარგმნეთ, არამედ მდებარეობით ვუწოდებთ. ორივე თავისი პოზიციიდან. აი ეს უკვე გერმანელებისთვის ხდება შეუსაბამობა. რუსული სიტყვა (ზაკავკაზიე), რომ თარგმნა გამოდის იმიერკავკასია, ხოლო ქართული ამიერკავკასია რომ თარგმნა გამოდის რუსული იმიერკავკასია(პრედკავკაზიე). ამიტომ არც რუსული და არც ქართული. რუკაზე სამხრეთი კავკასია. და შეიძლება აქედან გამომდინარე ქართულშიც გაჩნდა სამხეთი კავკასია. რასაკვირველია ეს პრობლემა მხოლოდ გერმანელებში არ არის. ვიღიმი. მე მაინც მგონია, რომ ძირითადი უნდა იყოს სტატია სამხრეთი კავკასია. აუცილებლად გადამისამართებით ამიერკავკასიიდან.-ცანგალა () 23:10, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი
За არის იმიერ, ხოლო Пред- - ამიერ. "სამხრეთი კავკასია" არის გეოგრაფიულად ნეიტრალური სახელი. ა.

ხოდა მეც მაგას ვლაპარაკეობ. За არის იმიერ (თარგმანი), ხოლო Закавказье - ამიერკავკასია და არა იმიერკავკასია (ფაქტობრივად). ამას ვეძახი შეუსაბამობას. რადგან პოზიციებით ვსაუბრობთ ე. ი. საქართველოს პოზოციიდან ამიერკავკასია, ხოლო რუსეთის პოზიციიდან Закавказье. თუ ვთარგმნით მაშინ Закавказье უნდა იყოს იმიერკავკასია. მაგრამ აქ თარგმანი კი არ არის არამედ პოზიცია, მდებარეობა. --ცანგალა () 10:01, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ჩვენ, სადაც ვცხოვრობთ, იმ ადგილის ტერმინის თარგმნა არ გვჭირდება. ჩვენთვის ყოველთვის ამიერკავკასია იქნება, სხვამ რაც არ უნდა უწოდოს. ისევე, როგორც საქართველოს სახელს არ შევცვლით, მეზობლებმა რაც არ უნდა გვიწოდონ. ა.

რუსეთი კი ბატონო მეზობელია. ჩვენ მეზობლის გამო კი არ ვცვლით სამხრეთ კავკასიაზე, არამედ ევროპისა და აშშ-ის გამო, რომლებიც მეზობლები არ არიან, რომ გაუგებრობა არ იყოს. იმიტომ იყო 2007 წელს როდესაც ამიერკავკასიაზე გადამისამართება გავაკეთე უკან დავაბრუნე სამხრეთ კავკასიაზე. საქართველოს სახელს კი ნამდვილად არ შევცვლით.--ცანგალა () 11:33, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალა, შენი არგუმენტი არასაკმარისი საფუძველია და ამიტომ ვკამათობ. შენი ლოგიკით ჩვენ საქართველოც უნდა გადავამისამართოთ გეორგიაზე, იმიტომ, რომ ამერიკის და ევროპისთვის ასე ვართ ცნობილი. ა.

ვერ შევთნხმდით მოკლედ გადატანაზე? ვფიქრობ საკმარისი არგუმენტები დაიწერა ამიერკავკასიის სასარგებლოდ. — Rastrelli F 18:09, 4 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

მოსახლეობა

რედაქტირება

უკაცრავად,საქართველოს მოსახლეობა როდის იყო ბოლოს 5,250 000 ადამიანი? მგონი,ასეთი გადაჭარბებაც არ შეილება... --Georgier 09:05, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ეს სტატია 2005 წელს დაიწერა. მაშინ თვლიდნენ, რომ საქართველოში მოსახლეობა 5 მილიონს აჭარბებდა (ყველა საერთაშორისო ანგარიშში ასე იყო). გასასწორებელია. - ალ-ო      @ 09:10, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


ააა,კარგი.ეხლა ალბათ,საქართველოს მოსახლეობა 4 000 000–მდეა...უპს,სხვა ენოვან ვიკიპედიებყე 4 600 000 მოსახლე წერია... --Georgier 09:11, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

სტატია „სამხრეთი კავკასია“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
კავკასიური სახლისა და სურამის ვიკი-კლუბის
თანამშრომლობის ფარგლებში.
გვერდ „სამხრეთი კავკასია“-ზე დაბრუნება.