განხილვა:საგდუხტი

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Giorgy

უფრო სრულადაც შეიძლებოდა ამის დაწერა, მაგალითად: 449 წელს გარდაიცვალა მირდატ მეფე, ვახტანგი მაშინ 7 წლის იყო. მძიმე დღეში ჩავარდა დაქვრივებული საგდუხტ დედოფალი. მამა მისი ბარზაბოდი, ბარდავის ერისთავი, მაზდეანი იყო, სპარსულ პოლიტიკაზე იდგა, საქრისტიანოს მტრობდა და სიძე-ხელმწიფის მიმართაც გულში ფარულ სიძულვილს ინახავდა. საგდუხტმა კარგად იცოდა მშობლის ხასიათი,ბოროტი განზრახვა შეუტყო, დაასწრო და თვითონ ეახლა მამას ბარდავში. საგდუხტმა ატრებულმა სთხოვა ბარზაბოდს, რომ არ გაემაზდიანებინა ვახტანგი. ბარზაბოდმა შეიწყალაც საგდუხტი, მაგრამ დიდი საფასურის სანაცვლოდ, მცხეთაში უნდა დამჯდარიყვნენ მოგვები და ხალხსაც თვითონ უნდა აერიჩია სჯული. დედოფალს სხვა გზა არ ჰქონდა და დათანხმდა. მცხეთაში მოსულ მოგვთა უმაღლესი ქურუმი იყო ბინქარან, რომელმაც უამრავი ქართველი ქრისტიანი აცდუნა და გაამაზდიანა. ქრისტიანული სამწყოს მეთაურიც სპარსეთის მსტოვარი იყო მცხეთაში, ეპიკოპოსი მობიდან გარეგნულად მართლმადიდებელი, შიგნიდან მაზდიანი და ყოველგვარი ქართულის შეფარვით მოძულე. მცირე ხნის შემდეგ ზედეზედ დაიხოცნენ ბარდავის ერისთავი ბარზაბოდ, სპასპეტი საურმაგი და ეპიკოპოსი მობიდან. საგდუხტ დედოფალმა დრო იხელთა და კონსტანტინოპოლიდან გამოიწვია მიქაელ მღვდელი,რომელიც ეპისკოპოსად დასვა მცხეთაში. მიქაელი საკმაოდ ენერგიული კაცი გამოდგა და ძალიან მძაფრად წინაღუდგა ბინქარანს. მაგრამ სპარსული პოლიტიკა მაინც მძლავრობდა მცხეთაში. --Giorgy განხილვაწვლილი 10:44, 17 ივლისი 2010 (UTC)პასუხი

გვერდ „საგდუხტი“-ზე დაბრუნება.