განხილვა:ჟან ნიკოლა არტიურ რემბო
ქართულად მართებულია:ჟან ნიკოლა არტიურ(ართიურ) რემბო. Zangala 22:36, 18 მაისი 2006 (UTC)
- Arthur - ართიური რატომაა? ფრანგულში ეგ u ცოტა რბილია, მაგრამ იუ ნამდვილად არაა, და მითუმეტეს ქართულში ამ სახელს ასე ვერ დავამახინჯებთ. Alsandro 22:47, 18 მაისი 2006 (UTC)
ვწერ, რაც წერია "უცხო პირთა სახელების ორთოგრაფიულ ლექსიკონში" - თბილისი, 1989. ფრანგული U - იუ: Dumas - დიუმა, Camus - კამიუ, Duvalier - დიუვალიე, Dubois - დიუბუა. იმავე ლექსიკონში წერია th-ტ: Arthur - არტიური, Barthoe - ბარტუ, Thorez - ტორეზი, Thibaud-ტიბო, მაგრამ Berthollet - ბერთოლე, Theophile - თეოფილ-ი, Theodor - თეოდორ-ი. ხოლო თ-ს ე. ი. ართიური - ასე წერია ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, 1984, ტ. 8 გვ. 352. Zangala 08:29, 19 მაისი 2006 (UTC)
- ამ პიროვნების სახელი ამგვარად დაწერილი ჰქონდა მომხმ. linguistus-ს სტატიაში "სიმბოლიზმი" (დასაწყისში ჩამონათვალში), შესაბამისად სტატია იმ ბმულიდან შევქმენი. კარგი იქნებოდა თუ მასაც ჰკითხავდი. Alsandro 09:55, 19 მაისი 2006 (UTC)
ფრანგულ ენაში მისი სახელი ასე წარმოითქმის "არტuრ", სადაც ეს ბგერა u, არც იუ–ა და არც უ, სადღაც შუაშია რუსულ ю-სა და იუ–ს შორის. ეს თანხმოვანი ქართულ ენაზე ხან იუ–დ გადმოდის, ხან უ–დ გააჩნია როგორ ჯდება ის ქართულ კეთილხმოვნებაში. რემბოს სახელი არტურ–ად რომ წავიკითხოთ, მაშინ Artour უნდა ეწეროს ფრანგულში. თუმცა მიუხედავად ამისა მე ამას არ ვეთანხმები და ზედმეტად პურისტული შეხედულება მგონია მავანი ენათმეცნიერისა, ვინაიდან: 1) ეს სახელი ფრანგულ და ინგლისურ ენებში ერთნაირად იწერება და განსხვავება მხოლოდ მათ წარმოთქმაშია. ინგლისელი და ამერიკელი პიროვნებები, ვისაც კი Arthur ჰქვია ყველა ართურ–ად მოიხსენიება ქართულში (მაგ. კონან–დოილი, ართურ). 2) მე ჯერ არ მინახავს ფრანგული ენის სპეციალისტი ვინც, რემბოს ართიურ–ად მოიხსენებს. 3) თ – ფრანგულ ენაში არ არსებობს. ეს კეთილხმოვნების ამბავია ზოგ შემთხვევაში, როდესაც პორტოს–ი ფორთოს–ად გადმოდის, მიუხედავად იმისა რომ არც ფ და არც თ ფრანგულში არ არის. აქ ეს კეთილხმოვნება სრულიად ზედმეტია. არსებობს წესები, მაგრამ ზოგჯერ დამკვიდრებული ტერმინი (იქნება ეს სახელი, გვარი, თუ რაიმე ცნება), უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე 50 წლის შედმეგ შემუშავებული წესი. ასე რომ მე არტურ–ის მომხრე ვარ, მიუხედავად იმისა რომ ვიცი – სწორი ფორმა ართიურ–ია (ბგერების შესაბამისობის შემუშავებული წესების მიხედვით). ამ სახელით გააცნეს არტურ რემბო ქართველებს ცისფერყანწელებმა 1900–იანი წლების დასაწყისში, როდესაც ვალერიან გაფრინდაშვილმა სონეტების სერია დაწერა "ოფელიები" (რემბოს წაბაძვით). (იგივე შემთხვევა გვაქვს გიობელს–თან, მეორე მსოფლიო ომის წყალობით, იმდენად ხშირად ისმოდა რუსულ მასმედიურ წყაროებში მისი გვარი რუსულად, რომ რაც არ უნდა ვამტკიცოთ რომ ეს ადამიანი გიობელსია, 5 მილიონი ქართველის ყურში ის მაინც გებელსი იქნება მანამდე, სანამ ყველა ქართულ ენოვან წყაროებში არ შეცვლიან ამ გვარს). ართიური – ახლოსაც კი არ არიუს არტურ რემბოს სახელის წარმოთქმასთან ფრანგულში. განსხვავება არტურ–სა და Arthur–ს შორის ერთი ნახევარხმოვანია, რომელიც ჩემი აზრით უფრო ნაკლებადმნიშვნელოვანია, ვიდრე რაღაც წესი, გამონაკლისების გარეშე (აქ რემბო ჩემი აზრით ამ წესისაგან გამონაკლისი შემთხვევაა). Th- სულ მუდამ რომ თ–დ გადმოდიოდეს ქართულში, მაშინ ტიბოს გვარი თიბო იქნებოდა, თუმცა... ასე რომ მე არტურ რემბოდ ვიცნობ ამ პოეტს და სადაც კი რამე წამიკითხავს მასზე ქართულად თუ რომელიმე სხვა ენაზე ის ყველგან არტურ რემბოა. ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში არტიურ რემბო (თუმცა როგორც ავღნიშნე ზემოთ ხმოვანი u ქართულში ხან უ–დ გადმოდის და ხან იუ–დ, არ გვაქვს ასეთი ლაბიალური ხმოვანი ქართველებს)
ისევ სათაური
რედაქტირებაჟან ნიკოლა ართიურ რემბო – ქსე, ტ. 8, გვ. 352, თბ., 1984 – ბრუტ (გ) 11:03, 17 მარტი 2010 (UTC)
- გეთანხმები, ოღონდ სათაურში დაიწეროს მხოლოდ ართიურ რემბო. აგრეთვე უნდა გაკეთდეს გადამისამართება არტიურ რემბოდანაც - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ, 293, 1989. იქნებ არტიურზე გაკეთდეს რადგან უფრო მოგვიანებით არის შედგენილი ლექსიკონი (1989 წელი) ვიდრე ქსე.ცანგალა (გ) 21:46, 18 მარტი 2010 (UTC)
- ანუ ჟან ნიკოლა არტიურ რემბო? – ბრუტ (გ) 12:55, 20 მარტი 2010 (UTC)
- ძირითადი სტატიის სათაური იყოს არტიურ რემბო, ხოლო დანარჩენები გადამისამართდეს. თუ გსურს ჟან ნიკოლა არტიურ რემბო - გადაამისამრთე. — ცანგალა (გ) 22:16, 20 მარტი 2010 (UTC)
- გაკეთდა – ბრუტ (გ) 09:54, 23 მარტი 2010 (UTC)
- ძირითადი სტატიის სათაური იყოს არტიურ რემბო, ხოლო დანარჩენები გადამისამართდეს. თუ გსურს ჟან ნიკოლა არტიურ რემბო - გადაამისამრთე. — ცანგალა (გ) 22:16, 20 მარტი 2010 (UTC)
- ანუ ჟან ნიკოლა არტიურ რემბო? – ბრუტ (გ) 12:55, 20 მარტი 2010 (UTC)