განხილვა:რადიო პროგრესი
სათაურზე რას იტყვით? ასე უნდა იყოს? — მიხეილ (მომწერე) 06:12, 5 აგვისტო 2011 (UTC)
ოფიციალური სახელი როგორიც არის, ალბათ ეგრე უნდა იყოს. ანუ როგორც ახსენებენ ეთერსა და პრესაში. ანუ არის ვარიანტი, რომ იყოს პროგრესი (რადიო)? — BH განხილვაწვლილი 06:24, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- რამე რომ იყოს, ამის ავტორს პირდაპირ აქვს გადმოკოპირებული ტექსტი რადიოს ვებ-გვერდიდან. ანუ, ერთი მხრივ, საავტორო უფლებებია დარღვეული, მაგრამ სათაური სწორია, რადგან იქ ეგრე წერია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:33, 5 აგვისტო 2011 (UTC)
მცირე ფანტაზიით, ვფიქრობ, შეიძლება გადაკეთდეს ტექსტი. სულ ოდნავ ცვლილება სჭირდება და იქნება განსხვავება საიტის ვერსიისგან. ქართულ რადიოებზე ცოტა გვიწერია და დასაკარგი სტატია არ უნდა იყოს.— BH განხილვაწვლილი 06:37, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- გავასწორე უკვე. ზოგი უაზრო წინადადება ამოვაკელი (სასაცილოა და საიტზეც ეგრე წერია), შიდა ბმულები გავუკეთე. ისე მაგ დროს უფრო თავისუფლად უნდა შეიძლებოდეს სტატიის გადმოწერა, რადგან ეგეთი რაღაცები წიგნში არ წერია. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:41, 5 აგვისტო 2011 (UTC)
უი მეც გამისწორებია. ბოდიში, ნოდარ. იქნებ გადახედო და ამოიღო მაინც ან ჩემი ნაწერი თუ რამე ზედმეტია, ისიც ამოყარო. — BH განხილვაწვლილი 06:42, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- არა, არაუშავს, კარგია. კიდევ შევხედავ. — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:44, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- ისე, აი, „არ დაიდარდოს“ ვიკიპედიაში ჰქვია „არ დაიდარდო (რადიოსადგური)“. ამასაც „პროგრესი (რადიოსადგური)“ ხომ არ დავარქვათ? — Nodar Kherkheulidze განხილვა 06:59, 5 აგვისტო 2011 (UTC)
ჩვენთვისაც რაღაც დამაბრკოლებელი ფაქტორებია. არ დაიდარდოსაც ორნაირად ახსენებენ, ვერ გაიგებ, რომელია სწორი. საერთოდ კი ალბათ, აჯობებს, შემუშავდეს სტანდარტი. დამაბრკოლებელი არის მაგალითად, ოფიციალური სახელი ’პირველი რადიო’ - ამ სადგურს არავინ უწოდებს ’პირველს’, ყველა ამბობს ’პირველი რადიო’. — BH განხილვაწვლილი 07:05, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- მაქსიმალურად ვერიდოთ ფრჩხილების გამოყენებას. თუ აუცილებელი არაა, არ გამოვიყენოთ.—G.G. 07:11, 5 აგვისტო 2011 (UTC)
- ხო და იყოს მაშინ როგორც არის. კარგადაც ჟღერს. — Nodar Kherkheulidze განხილვა 07:17, 5 აგვისტო 2011 (UTC)