განხილვა:პტოლემე

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zolokin თემაში განხილვა გრძელდება

განხილვა

რედაქტირება

რატომ პტოლრმე? Πτολεμαίος – პტოლემეოსი. ბერძნულად იგივენაირად იწერებოდა ეგვიპტის დინასტიის სახელი, რომელსაც ქართულად პტოლემეოსი (გამიგია ასევე პტოლემაიოსი, რომელიც შეცდომაა ალბათ) ჰქვია. — დათო პასუხი 16:19, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მეც პტოლემეოსი ვიცოდი ვიცოდი, მაგრამ რა ვქნა წყაროში, რომლითაც ვხელმძღვანელობდი ასე ეწერა :)) ინგლისურშიც ასეა და რუსულშიც en:Ptolemy, ru:Клавдий Птолемей --ბრუტ () 16:22, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ბერძნულად სწორედ პტოლემოს იკითხება. გაქვს წყარო სადაც პტოლემეოსია? -- იორგი(საუბარი) 16:22, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ბერძნული კითხვა იცი? მასე არ იკითხება. αί – ეს არის დაახლოებით ე. თუ გერმანული კითხვა იცი, ეს არის გერმანული ä, რომელიც ქართული ე–ს თითქმის ანალოგია. είμαι – იმ, ამ წუთას ეს გამახსენდა. (ინგლისურ ან გერმანულ ვიქსიკონში თუ ნახავ ამ სიტყვას, იქ ალბათ მისი გამოთქმაც იქნება IPA-ი დაწერილი). — დათო პასუხი 16:31, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ბერძნულად კითხვა საბედნიეროდ ვიცი. უარეს შემთხვევაში არ ვიტყოდი. იკითხება ზუსტად айос.-- იორგი(საუბარი) 16:35, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

P.S. იმე გამონაკლისია.-- იორგი(საუბარი) 16:37, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მე მასე არ ვიცი და კითხვაც კარგად ვიცი. კარგი, მაშინ თვითონ მოვძებნი ვიქსიკონში მაგალითებს, სადაც ეგ კომბინაციაა გამოყენებული და IPA-ც მითითებული აქვს. — დათო პასუხი 16:38, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

რისთვისაა საჭრო ძებნა ვერ მივხვდი. თუ არ ვცდები შენს მიერ მიწოდებული ვარიანტი არის პტოლემეუსი. მემგონი ჯობია მისთვის წყარო იპოვო. :)-- იორგი(საუბარი) 16:41, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ცანგალას ქსე-ს რომ დაველოდოთ?--TEMURI RAJAVI 16:45, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ქსე-ს გარდა სხვა ლიტერატურაც არსებობს - როლანდ თოფჩიშვილი, ქართველთა ეთნიკური ისტორია და საქართველოს ისტორიულ-ეთნოგრაფიული მხარეები, მოსე ჯანაშვილი, ჟამი ძიებისა და განსჯისა, თბილისი, გამომცემლობა „საარი“ 2006. პტოლემე.-- იორგი(საუბარი) 16:47, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

el:wikt:είμαι - იმე, el:wikt:αισθάνομαι - ესთანომე, el:wikt:παιάνας - პეანას, el:wikt:παιδί - პედი (ყველას მითითებული აქვს საერთაშორისო ფონეტიკური ანბანი (ΔΦΑ)). მეტი, თუ გინდა ისწავლო ბერძნული კითხვა, თვითონ ნახე და ნუ მეკამათები :) პ. ს. ასე იკითხება ორიგინალში, ვფიქრობ ქართულშიც ასე უნდა გადმოდიოდეს. დაველოდოთ ქსე–ს. — დათო პასუხი 16:48, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მე არ ვთქვი რომ არ არსებობს, მაგრამ სხვა ლიტერატურა თუ გაქვთ ამაზე კარგი არაფერია, --TEMURI RAJAVI 16:48, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ა) ბერძნული ვიცი. ბ) კითხვაც მეცოდინება. ც) ლიტერატურა დავწერე. დამატებით შემიძლია ვნახო.-- იორგი(საუბარი) 16:49, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ღმერთო ჩემო, ნუ დაჭამთ ერთმანეთი. მეც ვიცი კითხვა აქედან რა. ტრაბახს ჯობია სხვა ლიტერატურასაც დაველოდოდთ!!!--TEMURI RAJAVI 16:51, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეიძლება იყოს პტოლემე. ამაზე არ ვკამათობ. პტოლემ', იმიტომ რომ ეს არის Πτολεμαίος–ის ფუძე – Πτολεμαί (ბევრ ენაშო –ოს ბოლოსართი ჩამოშორებული აქვს.). მაგრამ, შენ როგორც ამბობ, αί – ა არისო, მაშინ უნდა გამოდიოდეს პტოლემ და არა პტოლემ. პტოლემა–ს კი არც ერთი წყარო არ წერს. ასე რომ, ბერძნული კითხვა ისწავლე ჯერ და მერე სემეკამათე. — დათო პასუხი 16:53, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

დათო, მაინტერესებს თუ იყავი საბერძნეთში? მემგონი არა. ასე რომ ვინ იცის და ვინ არა სხვა საკითხია. ჯობია ლიტერატურა მოძებნე.-- იორგი(საუბარი) 16:57, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

კარგი, მასე იყოს. ვთქვათ αί – ეს არის . მაშინ მითხარი რატომაა პტოლემე და რატომ არაა პტოლემა? ენის ცოდნისთვის არაა საჭირო მოგზაურობა, არც თურქული ვიცი და არც პოლონური, მიხედავად იმისა რომ ორივეგან ნამყოფი ვარ. ალსანდროს ვთხოვ, ეს უაზრო განხილვა წაშალოს. დაველოდოთ ქსე–ს. მანამდე ორივე გავჩუმდეთ (მარტო იმ კითხვაზე მიპასუხე). — დათო პასუხი 17:00, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

წაშლის წინააღმდეგი ვარ. წყაროები მოვიყვანე. შენი ჯერია. პ.ს. რაღაც ბერძნები არ მეუბნებოდნენ რომ ცუდად ვკითხულობდი ან ველაპარაკებოდი. -- იორგი(საუბარი) 17:03, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

წყაროები არ წაიშლება. მაგ წყაროების მიხედვით არის პტოლემ (და არა პტოლემა). დაველოდოთ ქსე–საც. ალსანდროს ვთხოვ წაშალოს არაფრისმომტანი პოლემიკა და არა წყაროები, მე წყაროს ვერ მოვიყვან. de:Griechisches Alphabet#Klassische Zeichen – მანამდე ამ ცხრილს დახედე (αι = e). — დათო პასუხი 17:08, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

1) კამათის დაწყება წყაროების გარეშე?

2) ბერძნული ვინ უკეთ იცის შენი განსასჯელი ნამდვილად არ არის.

3) პტოლემას მე არ ვამტკიცებდი. შენ წამოიწყე ყოველივე ეს. მესამე, მე ვიცავ პტოლემე სახელს. სხვა სახელის წყაროები არის? არა, კამათი მორჩა.-- იორგი(საუბარი) 17:11, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

დავით, ერთი შენიშვნა: თუ გგონია, რომ მარტო შენ იცი ბერძნული კითხვა და ამაში ძლიერი ხარ, ცდები. არა მარტო შენ იცი კითხვა. --TEMURI RAJAVI 17:16, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

კარგით, საკმარისია გეყოფათ, აქ ჩვენ ვიხილავთ რომელია სტატიის სახელის მართებული ფორმა და არა იმას ვინ უფრო კარგად იცის ბერძნული --ბრუტ () 17:18, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

გიორგი, შენსავე თავს ეწინააღმდეგები :)) ამტკიცებ, რომ αι კომბინაცია იკითხება როგორც ა, და ამავე დროს პტოლემეს იცავ :)) შენი ვერ გავიგე... მე არცერთს ვიცავ და არც მეორეს. არსებობს ამ სახელის მეორე ვერსია, პტოლემეოს, რომელიც ეგვიპტელ ფარაონებს ერქვათ. ეჭვი შემეპარა ამასაც იგივე ხომ არ ერქვა, რადგან ბერძნულად ორივე ართნაირად იწერება. :)) შენ კი ჯერ ერთს მიმტკიცებ, მერე მეორეზე ხტები... მე არ ვიცი რომელია, პტოლემე თუ პტოლემეოსი, მაგრამ ვიცი დანამდვილებით რომ არც პტოლემაა და არც პტოლემაოსი, როგორც შენ კამათის დასაწყისში თქვი. მორჩა აქ შევწყვიტოთ კამათი. — დათო პასუხი 17:20, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ეს უკვე დემაგოგიაა. მე არ მითქვამს, რომ პტოლემაოსია. თავიდანვე ვიცავდი ფორმას "პტოლემე", როლის წინააღმდეგ შენ ამხედრდი. მორჩა. მე ჩემი ვთქვი. -- იორგი(საუბარი) 17:22, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

დამცინი? გადახედე განხილვის დასაწყის, სადაც ამტკიცებ რომ ეს იკითხება როგორც პტოლემაოს, და მერე რუსული ასოებითაც მიუთითე "აიოს". კარგად წაიკითხე. მე არსად ავმხედრებულვარ პტოლემეს წინააღმდეგ. — დათო პასუხი 17:25, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შენ წაიკითხე. ვინ ცის დასცინის საკითხავია.

 
„ გაქვს წყარო სადაც პტოლემეოსია?“

თუ არა გეთაყვა დაწყნარდი და აღიარე, რომ ეს სათაური სწორია.-- იორგი(საუბარი) 17:26, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ვაიმე! რა ვაღიარო? სადმე უარვყავი რომ ვაღიარო? ბერძნულად სწორედ პტოლემოს იკითხება, იკითხება ზუსტად айос – მე ამაზე დაგიწყე კამათი და არა ამჟამინდელი სათაურის სისწორეზე. — დათო პასუხი 17:30, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მაშნ კამათი დამთავრდა და მშვიდი განხილვის თარგი ამოვიღე. Finito.-- იორგი(საუბარი) 17:33, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შევაჯამოთ

რედაქტირება

არ ვიცი რას ფიქრობს გიორგი, მაგრამ ჩემთვის კონსენსუსი მიღწეულია. ორივე ვფიქრობთ, რომ პტოლემე სწორია. თუმცა, მე ეჭვი მეპარება იმაში, რომ შეიძლება სწორი ფორმა იყოს პტოლემეოსი. გიორგის მითითებული წყაროებით პტოლემეა. ქსე–საც დაველოდებით. თუ იქაც პტოლემეა, სათაურს დავტოვებთ. საკამათო აღარაფერია. — დათო პასუხი 17:36, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

შეჯამებას ვემხრობი. სწორია პტოლემე.-- იორგი(საუბარი) 17:39, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მორჩა ეხლა და ვსიო. თორემ ამ თარგებს ({{ვანდალი}}) ჩაგისვამთ ეხლა ორივეს!!!! დაჭამეს რა ერთმანეთი.... უფ...--TEMURI RAJAVI 17:39, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ღირსები კი ვართ:)-- იორგი(საუბარი) 17:40, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ნეკი ნეკისა... :)))) — დათო პასუხი 17:41, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ატეხეს აქ ბოშათა ბანაკი სლავურ ბაზრობაზე--TEMURI RAJAVI 17:42, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ამ ერთი ამბავს არ ჯობდა საერთოდ არ დამეწერა ეს სამწინადადებიანი სტატია?   --ბრუტ () 17:51, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

ტიტუ, სანდრო... წე-წე-წე... ანუ შენ ყოფილხარ Виновник Тожества  . მთავარი ისაა,რ ომ ცვენ სტატიას უფრო პატარას ვწერთ ვიდრე განხილვას,  , ამიტომაც მიყვარს ჩვენი ვიკი.  --TEMURI RAJAVI 17:54, 25 სექტემბერი 2009 (UTC)--TEMURI RAJAVI 17:54, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

მეც მიყვარს, მაგრამ უფრო მეყვარებოდა პირიქით რო ყოფილიყო   --ბრუტ () 17:57, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

თქვენ წარმოიდგინეთ, ამდენი რო სტატიაში დაგვეწერა, რა კაი სტატია დადგებოდა   შეიძლება რჩეულ სტატიადაც გაგვეტანა   --ბრუტ () 18:03, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი
აქ რაც წერია სტატიაში გადავიტანოთ და კანდიდატად დავასახელოდ, იქნებ არავინ შემჩნევს       --TEMURI RAJAVI 19:37, 25 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

პტოლემეოს IVდათო პასუხი 06:49, 26 სექტემბერი 2009 (UTC)პასუხი

განხილვა გრძელდება

რედაქტირება

არაა მარტივი თემა:

  1. ბერძნულის წაკითხვა: პირველ რიგში, რაც შეეხება ბერძნულს: ესა თუ ის სიტყვა თუმცა ერთნაირად იწერებოდა ყველა დროს, მაგარმ სხვანაირად იკითხებოდა ძველი ბერძნულის დროს, სხვანაირად იკითხებოდა ბიზანტიური ბერძნული დროს და სხვანაირად იკითხება თანამედროვე ბერძნულში (უფრო ახლოსაა ბიზანტიური და თანამედროვე წაკითხვა, ვიდრე ძვ. ბერძნული და ბიზანტიური). ძველ ბერძნულად საკუთარი სახელი Πτολεμαίος წაიკითხებოდა, როგორც "პტოლემაიოს", ბიზანტიურ ბერძნულში – "პტოლემეოს". ასე რომ როცა იმაზე ვდაობთ, როგორ იკითხება ესა თუ ის სიტყვა ბერძნულში, უპირველესად უნდა განვსაზღვროთ, რომელი პერიოდის წერილობით ძეგლზე ვლაპარაკობთ, თუ საკუთარი სახელია, უნდა განისაზღვროს, თუ რომელ პერიოდში ცხოვრობდა ეს პიროვნება.
  2. ლექსიკონი: ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი (შემდგ. კონა გიგინეიშვილი, რედ. ივ. გიგინეიშვილი, აკ. ურუშაძე და მიხ. ჭაბაშვილი, თბ., 1985) – აქ დასახელებულია 11 Πτολεμαίος–ი, მათ შორის Πτολεμαίος Κλαύδιος–ი და ყველა 11–ვე გადმოტანილია, როგორც პტოლემე (გვ. 86). ახლა ვნახოთ, რითი ხსნიან ასეთ მიდგომას ლექსიკონის ავტორი და რედაქტორები:
 
ιος–ზე დაბოლოებები: პირთა სახელები: აპოლონიოს–ი, ასკლეპიოს–ი, დარიოს–ი, პოლიბიოს–ი, მარდონიოს–ი, ჰელიოს–ი, ლაიოს–ი, ჰესიქიოს–ი, პანკრატიოს–ი ... მაგრამ რჩება ტრადიციით დამკვიდრებული მსაზღვრელებიანი ფორმები, ისე როგორც ჩვეულებრივ წარმოდგენილია ძველ ქართულ ძეგლებში: ევსები კესარიელი, ათანასე ალექსანდრიელი, ანასტასი სინელი, ანასტასი მონაზონი და სხვ.(გვ. 14)“

აქედან გამომდინარე, რადგან Κλαύδιος მიჩნეულია Πτολεμαίος–ის მსაზღვრელად, ამ უკანასკნელს ჩამოაშორეს დაბოლოება ιος და მივიღეთ პტოლემე კლავდიოსი. მაგრამ, ჩემთვის გაურკვეველია, რომელ ძველ ქართულ ძეგლშია ნახსენები პტოლემე კლავდიოსი და რატომაა იგი ტრადიციით დამკვიდრებული? ქვემოთ ვნახავთ, რომ ძველი ქართული ტრადიციით სწორედ პტოლემეოსია დამკვიდრებული.

  1. ქართული გამოცემა: პტოლემაიოსის (მე ამ ფორმას ვარჩევ) თხზულების ის ნაწილი, რომელიც საქართველოს და კავკასიას ეხება, თარგმნა ნოდარ ლომოურმა 1955 წელს და გამოაქვეყნა თანდართული კომენტარებით. მის წიგნს სათაურად აქვს: კლავდიოს პტოლემაიოსი, “გეოგრაფიული სახელმძღვანელო”, ცნობები საქართველოს შესახებ (“მასალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისათვის”, ნარკ. 32, თბ., 1955). მართალია, წინა განხილვის შემდეგ თითქმის 1 წელი გავიდა და განხილვის მონაწილენი დაჟინებით ითხოვდნენ ქსე–ს მონაცემებს, მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არავინ გამოჩნდა ღვთისნიერი, რომელიც გვეტყოდა ქსე–ში რა წერია. მე არ ვარ დარწმუნებული, მაგრამ შესაძლოა ქსე–ში სტატია სწორედ ნოდარ ლომოურს ეკუთვნოდეს და იქაც მას კლავდიოს პტოლემაიოსი ერქვას, თუ სხვაა ავტორი, არ გამოვრიცხავს არც პტოლემე კლავდიოსი–ს ვარიანტს.
  2. ძველი ქართული ტრადიცია: ახლა ვნახოთ რას გებნება ძველ ქართულში დამკვიდრებული ტრადიცია. ძვ. ქართ. ბიბლიაში გვაქვს ფორმა პტოლემეოს (ესთერი 11:1); იგივე ფორმაა 16–ჯერ იპოლიტე რომაელის ქრონიკის ძვ. ქართ. თრგმანში (იხ. შატბერდის კრებული, გვ. 200), ეპიფანე კვიპრელის თხზულების – საზომთათჳს და საწყაულთა – ძვ. ქართ. თარგმანში (იხ. Les versions g‚orgiennes d'piphane de Chypre, Trait‚ des poids et des mesures, ‚dit‚ par Michel-Jean van Esbroeck, Louvain 1984, Corpus Scriptorum Christianorum Orientalium, 460 / Scriptores iberici, 19 / p. 11, 12, 13, 15). აქვე არის ამ სახელის ნათესაობითი ბრინვის ფორმებიც – პტოლემეოსის, პტოლემეოსისა. ფორმა პტოლემეოს დასტურდება ასევე დავით აღმაშენებლის ცხოვრებაში (ქართლის ცხოვრება, ტ. 1, თბ., 1955, გვ. 347). სამაგიეროდ მე საკმაოდ სკრუპულოზური ძიების მიუხედავად ვერსად დავადასტურე ძვ. ქართულ ტრადიციაში ფორმა პტოლემე–ს არსებობა (ჩემი ჯადოსნური პროგრამა მაძლევს საშუალებას მოვძებნო სიტყვა ძვ. ქართული ენის 200–ზე მეტ ძეგლში.)
  3. ჩემი აზრი: სანამ მისი უდიდებულესობა ქსე გამოჩნდებოდეს, თავს უფლებას მივცემ, გამოვთქვა ჩემი აზრი. ა) მიუხედავად იმისა, რომ ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი უპირატესობას აძლევს ფორმას – პტოლემე, იგი არ ჯდება იმ კრიტერიუმებში, რომლის მიხედვითაც ლექსიკონის ავტორმა იხელმძღვანელა, კერძოდ, ფორმა პტოლემე არათუ დამკვიდრებულია ძველ ქართულ ტრადიციაში, არამედ ძვ. ქართ. ენის ძეგლები საერთოდ არ იცნობენ ამ ფორმას. მაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ეს ფორმა (პტოლემე) ნახმარი ჰქონდეს, რომელიმე qarTvel ავტორს (ან ავტორებს) XIX საუკუნეში და ლექსიკონის შემდგენელმა ეს ჩათვალა შეცდომით ძვ. ქართულ ტრადიციად; ბ) პტოლემეოსის თხზულება ქართულად, როგორც ზემოთ ითქვა, ძვ. ბერძნულიდან თარგმნა ნ. ლომოურმა და მას უწოდა კლავდიოს პტოლემაიოსი. შესაბამისად, ქართულ სამეცნიერო მიმოქცევაში მას უფრო იცნობენ პტოლემაიოს–ად და ასევეა მითიტებული ბიბლიოგრაფიებში და არა პტოლემედ. აქედან გმომდინარე, ყველა, ვინც საკითხით არის დაინტერესებული ძიებას დაიწყებს არა პტოლემე–ზე, არამედ პტოლემაიოს–ზე. ჩემი აზრია, რომ უპირატესობა უნდა მიენიჭოს პტოლემაიოს–ს. მაგალითისთვის იხილეთ "საქართველოს ისტორიის ნარკვევები", ტ. 1.
  4. პტოლემაიოს–ი თუ ძველი ქართული ტრადიციის პტოლემეოს–ი? როგორც ზემოთ ითქვა, ანტიკურ ხანაში ეს სახელი იკითხებოდა, როგორც პტოლემაიოს. ბიზანტიურ ხანაში წაიკითხებოდა პტოლემეოს და რადგან ძველი ქართული ძეგლები, სადაც ეს სახელია ნახსენები, განეკუთვნებიან ბიზანტიურ ხანას, ამიტომაც იქ გვაქვს ყველგან ბიზანტიური ფორმა პტოლემეოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღნიშნავს ელინისტური და ადრეანტიკური (ძვ. წ. IV-I სს.) ხანის დინასტიურ სახელს. ამიტომ, რადგან სახელი პტოლემაიოსი არასდროს ყოფილა ფართოდ გავრცელებული საქართველოში (განსხვავებით ევსებისგან, ათანასესგან და სხვ.) მას ვერ მივიჩნევთ (ვერანაირი ფორმით) ქართულ მეტყველებაში დამკვიდრებულად. შესაბამისად, ჩემი აზრით უპირატესობა უნდა მიენიჭოს ნოდარ ლომოურის მიერ არჩეულ ანტიკურ ფორმას პტოლემაიოს, რადგან ეს პიროვნება ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ანტიკურ პერიოდში (ახ. წ. II ს.) და მის დროს მისი სახელიც სწორედ ასე იკითხებოდა.--Zolokin განხილვაწვლილი 20:24, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

P.S. - ქსე! შენა და შენ შემდგენლებს მოგეცათ ჩემი ცოდვა.--Zolokin განხილვაწვლილი 20:24, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

პტოლემე - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 282, თბ., 1989, აგრეთვე ქსე, ტ., 8 გვ. 224, თბ., 1984. --ცანგალა () 20:36, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ არ წაიკითხეთ რაც ზემოთ დავწერე.--Zolokin განხილვაწვლილი 20:40, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ყურადღებით წავიკითხე, აგრეთვე საერთაშორისო ბმულებსაც გადავხედე.--ცანგალა () 21:03, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

და რას გითხრეს საერთაშორისო ბმულებმა? დაგვეხმარნენ რამეში?--Zolokin განხილვაწვლილი 21:19, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ქსე, ტ., 8 გვ. 224, თბ., 1984 – აქ სტატიას რა ქვია? – კლავდიუს პტოლემე? თუ – პტოლემე კლავდიუსი? და კიდევ: ვინ არის ავტორი ამ სტატიისა?--Zolokin განხილვაწვლილი 21:43, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

და კიდევ: სტატიის ბოლოს ლიტერატურაში თუ არის მითითებული ნ. ლომოურის წიგნი და რა სახელწოდებით?--Zolokin განხილვაწვლილი 21:45, 21 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

  • [[de:Claudius Ptolemäus]], [[en:Ptolemy]], [[es:Claudio Ptolomeo]],[[fr:Ptolémée]], [[fy:Ptolemaeus]], [[ga:Tolamaes]], [[gd:Ptolomaidh]], [[gl:Ptolomeo]], [[hu:Klaudiosz Ptolemaiosz]], [[it:Claudio Tolomeo]], [[jv:Claudius Ptolemaeus]], [[ku:Ptolemeus]], [[lt:Klaudijus Ptolemėjus]], [[lv:Ptolemajs]], [[nl:Claudius Ptolemaeus]], [[nn:Klaudios Ptolemaios]], [[pt:Ptolemeu]], [[ro:Ptolemeu]], [[ru:Клавдий Птолемей]] და სხვა როგორც ვხედავთ ყველა ენა თავის სალიტერატურო ნორმებს იყენებს. აქედან გამომდინარე ქართულმა სალიტერატურო ენამ თავისი შესატყვისი ნორმა შექმნა.
  • ქსე მითითებულ გვერდზე წერია პტოლემე (Ptolemaios) კლავდიოს;
  • სტატიის ბოლოს ავტორი არ არის მითითებული წერია მხოლოდ ლიტერატურა:Паннекук А., История астрономии М., 1966; Перель Ю. Г. Развитие представлений о Вселенной 2 изд. М., 1962--ცანგალა () 08:33, 22 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
  • მადლობა, Zangala. ძალიან უცნაურია რომ ლომოურის თარგმანი არ არის მითითებული ლიტერატურაში. თუ ავტორის გვარი არ აქვს მიწერილი, ე. ი. სპეციალისტის მიერ არ არის დაწერილი ეგ სტატია.
  • ქართულმა სალიტერატურო ენამ თავისი შესატყვისი ნორმა შექმნა – კარგით რა, თუ ღმერთი გწამთ, თუ Ειρηναίος Λουγδούνου არის ირინეოს ლიონელი, რატომ არ არის Πτολεμαίος Κλαύδιοςპტოლემაიოს (ან პტოლემეოს) კლავდიოსი? ან პირიქით, თუ პტოლემეა ნორმა, მაშინ რატომ არ არის ირინე ლიონელი. სად ხედავთ აქ თანმიმდევრობას, რომელიც ქართული ენის ნორმების დაცვისას უნდა გვქონდეს?
  • ახლა ვნახოთ ხმარების სიხშირე: პტოლემაიოსი გვაქვს საქართველოს ისტორიის ნარკვევებში (ტ. 1) 11–ჯერ (აქ ბიბლიოგრაფიას არ ვთვლი, როგორც ვთქვი ქართულ თარგმანშია პტოლემაიოსი და წიგნიც ხშირადაა მითითებული. საუბარი მაქვს მხოლოდ ტექსტზე); არცერთხელ – პტოლემე. საქართველოს ისტორიის ნარკვევებში (ტ. 2) – პტოლემაიოსი 2–ჯერ, პტოლემე – არცერთხელ. მარიამ ლორთქიფანიძე, აფხაზები და აფხაზეთიგამომცემლობა «განათლება», თბილისი-1990: 2–ჯერ პტოლემაიოსი, არცერთხელ – პტოლემე. ავთანდილ სონღულაშვილი, აფხაზი თუ აფსუა? // ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი, თბ., 2007: 1–ჯერ პტოლემაიოსი, არცერთხელ – პტოლემე. ვიკტორ ნოზაძე, ვ ე ფხისტყაოსანის ვარსკვლავთმეტყველება, გამოცემა ავთანდილ მერაბაშვილისა, სანტიაგო დე ჩილე, 1 9 5 7: 16–ჯერ პტოლემაიოსი, არცერთხელ – პტოლემე და ა. შ. აქ კიდევ შეგახსენებთ, რომ ნოდარ ლომოურის წიგნს (ქართულად ერთადერთი თარგმანი დღემდე), ფქვია კლავდიოს პტოლემაიოსის "გეოგრაფიის სახელმძღვანელო". აქვე დავამატებ იმას, რომ არც ძველ ქართულშ გვაქვს პტოლემე, ყველგვან გვაქვს "პტოლემეოს", რაც იმაზე მეტყველებს, რომ ტრადიციულად სწორედ ეს მეორე ფორმა უნდა ჩაითვალოს. --Zolokin განხილვაწვლილი 11:15, 22 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
„თუ ავტორის გვარი არ აქვს მიწერილი, ე. ი. სპეციალისტის მიერ არ არის დაწერილი ეგ სტატია“ - აქ ვერ დაგეთანხმებით.
ახლა სხვა საკითხი: პატარა ინფორმაცია მაქვს ხელთ (ბერძნულიდან და ლათინურიდა მომდინარე სიტყვათა დაწერილობა ქართულში). დიფთონგები αι და ει:
დიფთონგები αι და ει საშუალ ბერძნულში, რომლის ფორმების გავლენით შემოდიოდა ქართულში ბერძნული და ლათინური სიტყვები, მონოფთონგებად იქცნენ (αι=ე და ει =ი). გარდა ამისა, ლათინურმაც ისინი მიახლოებით ე-თი (ae) და ი-თი (i ზოგჯერ e) გადმოსცა. ქართულში უნდა დადასტურდეს αι და ει დიფთონგების შემცველ სიტყვათა ე-თი და ი-თი გადმოცემა; მაშასადამე დარჩება: αι - ესოპე, ესქილე და ει არისტიდე, ევკლიდე.
საინტერესოა ბერძნულიდან და ლათინურიდა მომდინარე სიტყვათა დაწერილობა ქართულში - რამე ცვლილებები თუ არის შეტანილი. უბრალოდ ვიკიპედია ნორმებს ვერ შეცვლის, თუ იგი სპეციალისტებმა არ შეცვალეს. it:Claudio Tolomeo - ამანაც დამაინტერესა, თუ როგორი ფორმა აქვთ იტალიელებს.
ეს ამ თემას არ ეხება, მაგრამ საინტერესოა ზ თუ ძ? ქართულში (სამეცნიერო ტერმონოლოგიაში) გვხვდებოდა ორნაირი ფორმები: ზოოლოგია ძოოლოგია, ზოოტექნიკა და ძოოტექნიკა და სხვა. აქ ზ-თი და ძ-თი გადმოცემული იყო ბერძნული ζ (იმედი მაქვს შეცდომით არ დავწერე) (ლათ. z: zoologia). ძველ ბერძნულში ζ-ს გამოთქმა მართლაც უახლოვდებოდა ქართული ძ -ს გამოთქმას, ხოლო შემდეგ ხანებში როგორც ბერძნულში, ისე ლათინურში, მისი გამოთქმა დაემთხვა ზ-ს გამოთქმას. ეს უკანასკნელი გამოთქმა დაედვა საფუძვლად z-ს გადმოცემას ჯერ კიდევ ძველ ქართულში (ზაქარია, ზევსი, ზენონი და სხვა). იგივე გამოთქმა და შესაბამისი დაწერილობა გაბატონდა ევროპულ ენებში (რუსულში, ფრანგულში, ინგლისუში). ამის გამო ბერძნულიდან და ლათინურიდან მომდინარე სიტყვებში z-ს გადმოსაცემად უნდა იხმარებოდეს ზ და არა ძ.ცანგალა () 12:37, 22 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
„თუ ავტორის გვარი არ აქვს მიწერილი, ე. ი. სპეციალისტის მიერ არ არის დაწერილი ეგ სტატია“ - აქ ვერ დაგეთანხმებით – მოგიწევთ რომ დამეთანხმოთ და გეტყვით, თუ რატომ. როდესაც ქსე–ში სტატიას წერს სპეციალისტი, იმ სტატიასთან დაკავშირებული საკითხის უშუალო მცოდნე, ეს ორიგინალური სტატიაა – ასეთ სტატიას ჰყავს ავტორი და გვარიც მიეწერება. როდესაც ეს სტატია გადმოღებულია სხვა რომელიმე წყაროდან საკითხის უშუალოდ არმცოდნის მიერ (მაგ. БСЭ, ან ახვა რომელიმე ენციკლოპედია), მაშინ მას არ აქვს საავტორო უფლება და არც მისი გვარი მიეწერება. დარწმუნებული ვარ, რომ ქართლის ტექსტი შექმნილია БСЭ–ს მიხედვით (ინტერნეტში არსებობს БСЭ–ს ინეტრნეტ ვერსია და გადაამოწმეთ). სახელიც რუსულის მიხედვითაა გაკეთებული და არავითარი კავშირი მას ქართულ ტრადიციასთან არ აქვს. კლავდიოს პტოლემაიოსის გეოგრაფიის საუკეთესო მცოდნე დღეს საქართველოში არის ნოდარ ლომოური, მაგრამ რადგან პტოლემაიოსი მხოლოდ გეოგრაფი არ იყო, ეტყობა ამის გამო ქსე–ს მესვეურებმა სტატიაც ვინმე სხვას შეადგენინეს და არა ლომოურს.
αι და ει დიფთონგებზე ზოგადად მართალი ხართ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, ანუ სიტყვაში Πτολεμαίος, αι უბრალოდ დიფთონგი არ არის. აქ ι არის ბერძნული სახელობითი ბრუნვის ერთ–ერთი ნიშნის (მხ. რცხ., მამრ. სქ.) – ιος შემადგენელი ნაწილი, ისევე, როგორც სახელებში: აპოლონიოს, ასკლეპიოს, დარიოს, პოლიბიოს და სხვა. Πτολεμαίος–თან უფრო ახლო მაგალითი: ბერძნულში გვაქვს სახელი Λάιος (თებეს მეფე, ოიდიპოსის მამა) და იგი ქართულში გადმოდის როგორც – ლაიოს–ი და არა "ლეოს–ი"(იხ. ბერძნული და რომაული საკუთარი სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1985, გვ. 60). რატომ, იმიტომ რომ აქაც ιος არის სახ. ბრუნვის დაბოლოება. ამიტომ, უნდა გაირჩეს αι გვაქვს ფუძის შიგნით, როგორც დიფთონგი, თუ სიტყვის დაბოლოებაში, როგორც ბრუნვის ნიშანი.თქვენ მიერ მითითებულ მაგალითებში (ესოპე, ესქილე) αι სიტყვის თავშია და ფუძის ნაწილს წარმოადგენს. მგონი გარკვევით ავხსენი.
ზ თუ ძ? – ძველი ბერძნული ζ ძალიან ადრე გადავიდა –ში, შესაძლოა გვიანანტიკურ ხანაში, მაგრამ უკვე ადრეული ბიზანტიური ხანიდან იგი უეჭველად გადმოიცემოდა, როგორც . აქედან არის, რომ ქართულში ყველა შემთხვევაში გვაქვს .--Zolokin განხილვაწვლილი 17:00, 22 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „პტოლემე“-ზე დაბრუნება.