განხილვა:პროტესტანტიზმი
ჩემი აზრით ეს სტატია უნდა დაუბრუნდეს - 12:23, 12 აპრილი 2011 - ის მდგომარეობას. ადმინისტრატორების გამკვირვებია - ყველგან გადამოწმებად წყაროს ითხოვენ და სად ნახეს ამ თემაში ასეთი რამ?
მითუმეტეს, რომ სტატიის რამდენიმე ნაწილში - "პროტესტანტული ევანგელისტური მოძღვრება"; "მოციქულთა რწმენის სიბოლო"; "ნიკეის რწმენის სიბოლო"; "ათანასეს რწმენის სიმბოლო"; ძალზედ უნცაური ინფორმაცია წერია, რაც არანაირ თანხმობაში არ მოდის ეკლესიის ისტორიაში ცნობილ ფაქტებთან.მაგალითად:
1) მოციქულთა რწმენის სიმბოლო, ასეთი სახელწოდების რწმენის გადმოცემა არ არსებობს, არსებობს მხოლოდ „დიდაქე“ - მოძღვრება თორმეტი მოციქულისა, მაგრამ საეჭვია ჩვენი ავტორი ამას გულისხმობდეს, რადგან დიდაქეს ტექსტი საერთოდ არ ემთხვევა მოცემულ ტექსტს – შეგიძლიათ თავად გადაამოწმოთ http://orthodoxy.ge/tserili/didaqe.htm
2. ნიკეა კონსტანტინოპოლის სარწმუნოების სიმბოლო
ჩვენი სტატიის ავტორი ძალზედ უცნაურ ტექსტს გვთავაზობს:
ნიკეის სიმბოლო
სტატიაში წერია:
გვწამს ერთი ღმერთი - მამა ყოვლისმპყრობელი, შემომქმედი ყოველი ხილულისა და უხილავისა. და ერთი უფალი იესო ქრისტე, ძე ღმერთისა, დაბადებული მამისაგან, ანუ მისი არსისაგან. ღმერთი - ღმერთისაგან, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამის თანაარსი, (ჰომოუსიოს), რომლისგანაც წარმოიშვა ყოველივე, როგორც ზეცაში, ასევე მიწაზე. ჩვენთვის და ჩვენი დახსნისათვის მოვლენილი. ხორცშესხმული და განკაცებული, დატანჯული და მესამე დღეს აღმდგარი. ამაღლებული ზეცაში და მომავალი, ცოცხლებისა და მკვდრების გასასამართლებლად. და სულიწმინდა. წმინდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია გადასცემს ანათემას (შეჩვენებას), ყველას, ვინც იტყვის: იყო დრო, როცა ის არ იყო (ლაპარაკია იესოზე) და ის არ იყო მანმადე, სანამ დაიბადებოდა. და მათ ვინც დაიწყებს მტკიცებას, რომ ის მამის თანააარსი არ არის, ან, რომ ის არ არის მუდმივი და ცვალებადია.”
ორიგინალური ტექსტის "ოფიციალური" ქართული თარგმანი:
გვწამს ერთი ღმერთი, მამა, ყოვლისმპყრობელი, შემოქმედი ცისა და მიწისა, ხილულთა ყოველთა და უხილავთა; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღვთისა მხოლოდშობილი, მამისგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღვთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არა ქმნილი, თანაარსი მამისა, რომლის მიერ ყოველივე შეიქმნა. რომელიც ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხონებისათვის გარდამოხდა ცათაგან, და ხორცი შეისხა სულიწმიდისა და მარიამ ქალწულისგან, და განკაცდა. და ჯვარს-ეცვა ჩვენთვის პონტოელი პილატეს დროს და ევნო და დაეფლა. და აღდგა მესამე დღეს, წერილთა თანახმად. და აღვიდა ცათა მიმართ, და მჯდომარეა მამის მარჯვნივ. და კვალად მომავალია დიდებით, განსჯად ცოცხალთა და მკუდართა, რომლის სუფევისა არ იქნება დასასრული. და სულიწმიდა. ხოლო რომლებიც ამბობენ, რომ “იყო, როდესაც არ იყო”, და რომ “შობამდე არ იყო”, და რომ არაარსთაგან შეიქმნა ანდა ამბობენ, რომ არსებობს იგი სხვა ჰიპოსტასისგან ან არსებისგან, ან კიდევ, რომ ცვალებადია ან გარდაქმნადი ძე ღვთისა, ამათ შეაჩვენებს კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია.
მრწამსის კონსტანტინოპოლის კრებაზე მიღებული საბოლოო სახე
სტატიაში წერია: გვწამს ერთი უფალი იესო ქრისტე, მხოლოდშობილი მამისაგან საუკუნეთა უწინ, ნათელი - ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი - ჭეშმარიტი ღმერთისაგან, დაბადებული არა შექმნილი, მამასთან თანაარსი, (ჰომოოუსიოს), მისგან წარმოიშვა ყოველივე. ჩვენთვის და ჩვენი ხსნისათვის ჩამოვიდა იგი ზეციდან, ხორცი შეისხა სულიწმინდისაგან და ქალწულ მარიამისაგან და გახდა კაცი, პონტოელი პილატეს დროს იქნა ჯვარცმული ჩვენი გულისათვის, იტანჯა და დამარხული იქნა. მესამე დღეს ის აღდგა წერილის მიხედვით და ამაღლდა ზეცაში. ის ზის მამის მარჯვნივ და მოვა კვლავ დიდებით, რომ გაასამართლოს ცოცხლები და მკვდრები, მის მეფობას არ ექნება დასასრული. და სულიწმინდა უფალი მაცოცხლებელი, გამომავალი მამისაგან (და ძისაგან დასვლეთის ეკლესიები). მამასთან და ძესთან ერთად ის ღირსია თაყვანისცემისა და ქებადიდებისა. ის ლაპარაკობს წინასწარმეტყველების მეშვეობით; და მხოლოდ ერთ, წმინდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიაში. ჩვენ ვაღიარებთ ერთ ნათლობას ცოდვების მისატევებლად, ჩვენ ველოდებით მკვდრეთით აღდგომას და საუკუნო სიცოცხლის დადგომას. ამინ.
ქართული თარგმანი:
მრწამს ერთი ღმერთი, მამაჲ, ყოვლისა-მპყრობელი, შემოქმედი ცათა და ქუეყანისაჲ, ხილულთა ყოველთა და არა ხილულთაჲ; და ერთი უფალი იესუ ქრისტე, ძე ღმრთისა მხოლოდშობილი, მამისაგან შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა. ნათელი ნათლისაგან, ღმერთი ჭეშმარიტი ღმრთისაგან ჭეშმარიტისა, შობილი და არაქმნილი, თანაარსი მამისაჲ, რომლისაგან ყოველი შეიქმნა. რომელი ჩუენთვის, კაცთათჳს და ჩუენისა ცხოვრებისათჳს გარდამოჴდა ზეცით, და ჴორცნი შეისხნა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისა, და განკაცნა. - და ჯუარს-ეცვა ჩუენთჳს პონტოელისა პილატეს ზე და ივნო, და დაეფლა. და აღდგა მესამესა დღესა მსგავსად წერილისა. და ამაღლდა ზეცად, და მჯდომარე არს მარჯვენით მამისა. და კუალად მომავალ არს დიდებით, განსჯად ცხოველთა და მკუდართა, რომლისა სუფევისა არა არს დასასრულ. და სული წმიდაჲ, უფალი და ცხოველსმყოფელი, რომელი მამისაგან გამოვალს, მამისა თანა და ძისა თანა თაყუანის-იცემების და იდიდების, რომელი იტყოდა წინაჲსწარმეტყუელთა მიერ. ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია. აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა. მოველი აღდგომასა მკუდრეთით. და ცხოვრებასა მერმისსა მის საუკუნესასა, ამინ.
ჩემს მიერ მითითებული ტექსტის ნამდვილობა, შეგიძლიათ გადაამოწმოთ აქ:
3. ათანასეს რწმენის სიმბოლო
ასეთი რამ პირველად მესმის. დავიწყოთ იქიდან, რომ არათუ მრწამსი, არამედ თავად ათანასეს ვინაობაა ბუნდოვანი. ტექსტში წერია რომ ათანასე კაპდოკიელი იყო... არადა იმ პერიოდში ერთადერთი ათანასეა ცნობილი, რომელიც ალექსანდრიის პატრიარქი იყო...
ამიტომაც ვფიქრობ, რომ ამ სტატიის აღნიშნული ნაწილი უნდა წაიშალოს...--ოდიშარი განხილვაწვლილი 22:33, 17 თებერვალი 2012 (UTC)