განხილვა:ოფურჩხეთი

ოფურჩხეთი — სოფელი საქართველოში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: გუმათი, ნამოხვანი, ჟონეთი, ჯიმასტარო). მდებარეობს მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე, ოსეთის სამხედრო გზაზე. ზღვის დონიდან 300-350 მეტრი, წყალტუბოდან 25, ქუთაისიდან 15 კილომეტრი. ოფურჩხეთს კვეთს „ქუთაისი-ალპანა-მამისონის“ ცენტრალლური საავტომობილო გზის მაგისტრალი.

თქმულების თანახმად, სოფლის მკვიდრნი ტყეში ფიჩხებს აგროვებდნენ და მათ მოფიჩხეებს ეძახდნენ, ასე გაჩნდა სიტყვა ოფიჩხეთი-ოფურჩხეთი. 1926 წლისთვის ოფურჩხეთის თემი შედგებოდა შვიდი სოფლისგან და მისი მოსახლეობა შეადგენდა 3685 ადამიანს, ხოლო ფართობი 85,7 კმ2-ს.

ოფურჩხეთში ჩამოედინება: მდინარე რიონი, საკალმახე, რიდვისა და ქარჩხოულის ღელეები, ასევე იაშვილისა და ცხრათავას წყაროები.

ოფურჩხეთში არის მე-18 საუკუნეში აგებული წმინდა გიორგისა და 2014 წელს აგებული თამარ მეფის სახელობის მოქმედი ეკლესიები.

აღდგომიდან მეორე კვირა დღეს, სოფელში აღინიშნება დღესასწაული „ქაშვეთობა“, ასევე ყოველი წლის 14 მაისს „თამარობა“

ოფურჩხეთის მოსახლეობა ეწევა მესაქონლეობას, მეჩაიეობას, მესიმინდეობას, მეფუტკრეობას, მევენახეობას.

ოფურჩხეთის ჩაი განთქმულია მისი გემოთი და უნიკალური თვისებებით.

სოფელში მოქმედებს საჯარო სკოლა, საბავშო ბაგა-ბაღი. სამედიცინო ამბულატორია, ბიბლიოთეკა სპორტული მოედანი და პოლიციის განყოფილება.არის გრანიტის საბადო. ჰავა რბილია, ზამთარი ზომიერად ცივია, ხოლო ზაფხული ― ცხელი და ნოტიო. ოფურჩხეთი ელექტროფიცირებულია, წყალმომარაგება ადგილობრივი წყაროებიდან სათაო ნაგებობებით, ადგილობრივი ჭებიდან ხდება. სოფელში არის უსადენო ინტერნეტის ქსელი.

გვერდ „ოფურჩხეთი“-ზე დაბრუნება.