განხილვა:მიზოგინია

ბოლო კომენტარი: 18 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro

მისოჯინია დაუშვებელია ქართულად რომ იყოს, ვინაიდან: არსებობს ტერმინები მიზანთროპია, გინეკოლოგია... ეს ორი ტერმინი უკვე საკმარისია დასკვნების გასაკეთებლად 1) პრეფიქსი "მიზ" – აქ "ზ" უნდა იყოს ვინაიდან ორ ხმოვანს შორის მოხვედრილი ს, ზ ხდება ფრანგულ და ლათინურ ენებში. რაც შეეხება დასასრულს "ჯინია" ეს ტიპიური ინგლისური წაკითხვაა, მაშინ თუ ასეა ჯინეკოლოგია უნდა იყოს და თუ გინეკოლოგიაა ტერმინი, მაშინ ეს ტერმინიც თავსებადი უნდა იყოს გინეკოლოგიასთან.

ქართულენოვან წყაროებში კი ძველბერძენ დრამატურგზე, ევრიპიდეზე წერია, რომ იგი "მიზოგინი", ანუ ქალთმოძულე იყო... ყველა ეს ფაქტი იძლევა იმის მტკიცების საშუალებას, რომ "მისოჯინია" ქართულში არასწორია.--linguistus 20:25, 12 მაისი 2006 (UTC)პასუხი

გეთანხმებით, უცხო სიტყვათა ლექსიკონშიც ასეა. მაშ, გადამისამართებას გავუკეთებ. გმადლობთ შენიშვნისთვის. Alsandro 20:50, 12 მაისი 2006 (UTC)პასუხი
გვერდ „მიზოგინია“-ზე დაბრუნება.