განხილვა:მასა

ბოლო კომენტარი: 18 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Pieta

მასა, როგორც ფიზიკური სიდიდე, არ გამოიყენება მხოლოდ კლასიკურ მექანიკაში, ამიტომ თხოვნა მექნება ნუ შეგაქვთ ეს სტატია ამ კატეგორიაში Pieta 19:57, 23 მაისი 2006 (UTC)პასუხი

სამკუთხედი მხოლოდ მათემატიკაში არ გამოიყენება, და ამავე ლოგიკით ვერცერთ კატეგორიაში შევიყვანთ. "მასა" კლასიკური მექანიკის მნიშვნელოვანი, თუ არა ძირითადი ცნებაა და ის ამ კატეგორიაში უნდა შევიდეს (თუ სხვაგანაც "გამოიყენება" იქაც). კიდევ, სანამ რაღაც კონტროვერსიულ (საკამათო) თემას შენებურად ჩაასწორებდე ჯერ განხილვის გვერდზე შეიტანე და ნახე სხვა ამ თემაზე რას ფიქრობს, უნილატერულად ამგვარი ცვლილებების შეტანა არ შეგიძლია. Alsandro 21:22, 23 მაისი 2006 (UTC)პასუხი
PS: ფრანგულ და ინგლისურ ვერსიებში ამ თემაზე გაცილებით მეტმა რედაქტორმა მიიღო მონაწილეობა და უმრავლესობამ (ყველამ თუ არა) ჩათვალა საჭიროდ ამ კატეგორიაში მასის მოთავსება, შესაბამისად ისინიც უნდა დაარწმუნო, რომ ეს საჭირო არ არის. ა.

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ "უნილატერული" რომელი ქართული სიტყვაა?:) ერთპიროვნული ჰქვია მაგას ალსანდრო, ნუ აბინძურებ ენას!--linguistus 16:01, 24 მაისი 2006 (UTC)პასუხი

კერძოდ ამ თემაზეც ხომ არ დაგვარიგებდი შენებურად? Alsandro 16:59, 24 მაისი 2006 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. პირველ რიგში "იაზვობას" (წყლულობას თუ გნებავთ) მოვეშვათ, ყველასადმი მექნება თხოვნა. ჩვენ აქ "საქმის საკეთებლად" შემოვდივართ, თუ ერთმანეთის გასაკრიტიკებლად?! რაც შეეხება სტატიას, ცუდი მაგალითი იყო სამკუთხედთან დაკავშირებით, რადგან თქვენვე აღნიშნეთ, რომ სამკუთხედი გამოიყენება მათემატიკაში და არა კონკრეტულად მათემატიკის რომელიმე დარგში, მაგალითად გეომეტრიაში. ანუ მათემატიკა და მექანიკა სხვადასხვა "დონის" კატეგორიებია. რაც შეეხება ამ სტატიის შეყვანას კლასიკური მექანიკის კატეგორიაში, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს. უბრალოდ ვერ გამიგია რატომ ენიჭება პრიორიტეტი კლასიკურ მექანიკას? იგივე უფლება აქვს ამ შემთხვევაში თერმოდინამიკას, ატომურ ფიზიკას, ბირთვულ ფიზიკას, თეორიულ მექანიკას, რელატივისტურ კვანტურ მექანიკას, არარელატივისტურ მექანიკას და ა.შ. მაშინ ყველა ეს კატეგორიაც უნდა ჩავსვათ. ვინაიდან ეს და კიდევ მრავალი ცნება გამოიყენება ფიზიკის მრავალ დარგში, ჩემი აზრით სამართლიანი იქნება, თუ შეიქმნება (არ ვიცი შეიძლება უკვე არსებობს კიდეც) კატეგორია "ფიზიკური ცნებები" ან რაიმე მსგავსი, სადაც შევა მასაც, მუხტიც, სიჩქარეც, წონაც, სიბლანტეც და ა.შ. Pieta 23:17, 24 მაისი 2006 (UTC)პასუხი

და კიდევ ერთი შეკითვა მაქვს. თუ ზოგიერთებს აქვს უფლება ყველგვარი კოლექტირუი განხილვის გარეშე ჩაამატოს კატეგორია, რატომ არ მაქვს მე ერთპიროვნულად გადავწყვიტო მისი წაშლა? (მითუმეტეს, როდესაც გარკვეულწილად კომპეტენტური ვარ ამ სფეროში) Pieta 23:31, 24 მაისი 2006 (UTC)პასუხი

დარიგება არ იყო, მოწოდება იყო. ჯანსაღი კრიტიკა კი მე მგონი მისაღები უნდა იყოს?--linguistus 00:06, 25 მაისი 2006 (UTC)პასუხი

ჯანსაღი კრიტიკის მაგას არაფერი ეტყობოდა. რაც შეეხება კატეგორიას, როცა უკვე ჩამატებულია და მისი წაშლა გინდა, ეს განხილვის საგანია. მითუმეტეს თუ სხვაენოვან სტატიებშიც ასეა. სამწყოხაროდ ის განმარტება რაც შენ თავიდან მოიყვანე წაშლისთვის საკმარისი არგუმენტი არ იყო. ვერც ის მტკიცება გამოდგება, რომ ინგლისურ და ფრანგულ ენოვანი სტატიები არ მოგწონს, იქ ამ თემაზე გაცილებით მეტმა რედაქტორმა მიიღო მონაწილეობა და ვერ ჩავთვლით რომ ყველა დილეტანტი იყო. წესისამებრ, თუ რაიმე უკვე დაწერილზე (ორთოებსა და ლინგვისტურ გამართვას არ ეხება) რაღაც საკამათო ჩნდება, ჯერ განხილვაში უნდა დაფიქსირდეს და კენჭისყრას დაველოდოთ. უახლოეს მომავალში ცალკე კენჭისყრის გვერდიც გვექნება და გადაწყვეტილებების მიღება ალბათ უფრო გაგვიადვილდება, მანამდე კი ძალიან დიდი თხოვნა იქნება, რომ ერთმანეთის ნერვებზე არ ვითამაშოთ "ერთპიროვნული" გადაწყვეტილებებით და ნიშნის მოგეგებით. Alsandro 07:20, 25 მაისი 2006 (UTC)პასუხი

გამარჯობათ. კი ბატონო, მე არაფერი საწინააღმდეგო არ მაქვს და როგორც უმრავლესობა გადაწყვეტს ისე მოვიქცეთ. მე არგუმენტები მოვიყვანე და ვთვლი, რომ ან საერთოდ უნდა წაიშალოს კატეგორია "მექანიკა", ან უნდა დაემატოს იგივე უფლებების მქონე კატეგორიები: თერმოდინამიკა, ატომური ფიზიკა, ბირთვული ფიზიკა, თეორიული მექანიკა, რელატივისტური კვანტური მექანიკა და ღმერთმა იცის კიდევ რამდენი რამ. P.S. ინგლისელებს და ფრანგებს ჩემი სასწავლებელი არაფერი სჭირთ:) მაგრამ ამ შემთხვევაში მე 100%–ით დარწმუნებული ვარ, რომ ვერცერთი ინგლისელი და ვერცერთი ფრანგი, ვერ გაგცემთ ლოგიკურად დასაბუთებულ და ამომწურავ პასუხს, თუ რატომ უნდა იყოს კატეგორია მექანიკა და არა დავუშათ მყარი სხეულის ფიზიკა. ველი გამოხმაურებას სხვებისგანაც. ვუყაროთ კენჭი! Linguistus თქვენც გაქვთ ფიზიკური განთლება მიღებული, გამოხატეთ თქვენი აზრი გეთაყვა Pieta 17:40, 25 მაისი 2006 (UTC)პასუხი

გვერდ „მასა“-ზე დაბრუნება.