განხილვა:მანანა ნოზაძე

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro

თვალსაჩინო რა უბედურებაა? დანტეზეც კი აღარ წერენ დიდი იტალიელი პოეტი. მოკლედ, ამ ეპითეთებით შემკობა სტატიებშიც კი მიზანშეუწონელია, არამცთუ საენციკლოპედიო ტექსტში. საბჭოთა ქართველების სენია ეს :) --გიგა (პასუხი) 22:31, 8 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

P.S. მისი თვალსაჩინოება სტატიის ტექსტში უნდა გამოჩდნეს და მკითხველმა თავად დაასკვნას როგორი იყო. --გიგა (პასუხი) 22:37, 8 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ნამდვილად გეთანხმები - საბჭოთა სენია, მაგრამ სამწუხაროდ თვით ავტორი ამ სენს ვერ გრძნობს.--ცანგალა () 22:45, 8 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ეს კიდევ არაფერი. დედმამიშვილობას რომ აღნიშნავენ ეს არ მოგწონთ? --Pirtskhalava 23:25, 4 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

დედ-მამიშვილ-ბიძაშვილ-დეიდაშვილობის მიწერა მიღებულია, თუ ისინიც ენციკლოპედიური მნიშვნელობის პიროვნებები არიან. - ალ-ო     @ 00:18, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ეს ძალიან ცუდი რამეების გამოძახილია. ამდენად ვეღარ გეთანხმები. --Pirtskhalava 00:40, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ჩემი აზრი არაა, ინგლისურ ვიკიპედიაში ბიოგრაფიების უმეტესობაში მხვდება. ა.

კონტინენტურ ევროპაში მსგავს რამეზე გაზის გასმა ცუდ ტონად მიიჩნევა. სულ ერთია, საკუთარ თავზე ლაპარაკობ თუ სხვის დედმამიშვილობაზე. --Pirtskhalava 01:27, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

კონტინენტურ ამერიკაში უფრო პრაგმატულად უდგებიან ამ თემას - თუ ბიძაშვილ-მამიდაშვილობა რამეში გამოადგებათ, ყველგან გამოიყენებენ. ცუდი ტონი ლუზერობაა. :) არ ვხუმრობ. ა.

პრაგმატიზმი არ აქ აკლიათ, მაგრამ ბოლო წინადადებაში რა მითხარი ვერ მივხვდი. აქ დედმამიშვილობაზე ხაზის გასმა ცუდი ტონი იმიტომაა, რომ შეიძლება დაეჭვდნენ მთქმელის პიროვნულ თვითფასეულობაში, ანუ დაეჭვდნენ მის უნარში უამყავარჯნოდ მიაღწიოს რამეს. ხომ დამეთანხმები, რომ ბევრისთვის ეს ყავარჯენია. --Pirtskhalava 12:43, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ოკ, დიდაქტიკურში გადავიჭერით. ა.

მე არსად გადავჭრილვარ. --Pirtskhalava 15:42, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი

ნუ, ის რაც შენ ამის წინ დაწერე, ორივეს კარგად გვესმის და ამიტომ არის დიდაქტიკური. მე სხვა რამ ვიგულისხმე, მაგრამ ამას აზრი უკვე არ აქვს. განხილვის თემას რომ დავუბრუნდეთ, დედ-მამიშვილობის აღნიშვნა მეც მიღებულად მიმაჩნია იმ ნიშნით, რაც ზემოთ დავწერე (და ამას ყავარჯენთან კავშირი არ აქვს). - ალ-ო     @ 16:29, 5 დეკემბერი 2008 (UTC)პასუხი
გვერდ „მანანა ნოზაძე“-ზე დაბრუნება.