განხილვა:მაკედონია (რომის პროვინცია)

ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა SHOTHA თემაში {{მაკედონიის თემები}}
ეს სტატია შექმნილია „მაკედონიის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

{{მაკედონიის თემები}}

რედაქტირება

ამ თარგის ამ სტატიაში არსებობას ვეწინააღმდეგები, ვინაიდან რომის მაკედონია არაფრით (არც კულტურით, არც ძირითადად მდებარეობით) არ უკავშირდება რესპუბლიკა მაკედონიას. მხოლოდ მცირე ნაწილი თანამედროვე მაკედონიისა არის რომის მაკედონიასთან თანამკვეთი. ეს თარგია თვითონ შესაცვლელი — უნდა მოიცავდეს რესპუბლიკა მაკედონიასთან დაკავშირებულ თემებს და არა ბერძნულ მაკედონიასთან დაკავშირებულს, რომელიც არაა კავშირში რესპუბლიკასთან. Deu. 12:39, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სტატია მუშავდება, რა თქმა უნდა, მაგრამ იმედია დამუშავება ისე არ წავა, რომ ყველაფერი წარმოჩინდეს, როგორც ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონიის ისტორია. ეს სტატია უფრო საბერძნეთის ისტორიაა, ვიდრე ამ სახელმწიფოსი. ეს იმედია აისახება სტატიაში. Deu. 12:41, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მაკედონიის ისტორიის ნაწილი არ არის ეს პროვინცია?--შოთა [UT] 12:50, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მაკედონია, როგორც გეოგრაფიული და კულტურული რეგიონი, ძირითადად საბერძნეთშია დღეს. მაკედონიის რესპუბლიკას მხოლოდ მცირე ნაწილი ეკუთვნის ისტორიული მაკედონიისა. ეს იგივეა, აზერბაიჯანმა რომ კახეთი დაირქვას: ამ შემთხვევაში კახეთის სამეფო იქნება საქართველოს ისტორიის ნაწილი და არა აზერბაიჯანისა, მიუხედავად მისი სახელწოდებისა და მცირე მიწებისა, რომელიც ოდესღაც კახეთის სამეფოს ეკუთვნოდა. Deu. 12:54, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გასაგებია, ამოვიღებ თარგს  --შოთა [UT] 12:57, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
არის ვარიანტი, რომ საბერძნეთის თარგი ჩასვა პირველ ადგილას, მეორეზე მაკედონიის; ასევე კატეგორიაც. მაინც რაღაც ნაწილი არის ისტორიული მაკედონიისა თანამედროვე მაკედონიაში. Deu. 13:11, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

არ არის ცუდი აზრი, მაგრამ თარგი:საბერძნეთის თემები არ გვაქვს--შოთა [UT] 13:20, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

მაშინ ჯობია ამოვშალოთ, არაფერი დაშავდება. Deu. 13:39, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

ჯერ თარგი:რომის პროვინციები რომ ჩავსვა და შემდეგ თარგი:მაკედონიის თემები?  --შოთა [UT] 13:43, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი

სულ ამოიღე ეს მაკედონიის თემები. თუ საბერძნეთზეც არ იქნება გამახვილებული ყურადღება, მარტო მაკედონიის დატოვება იქნება ნეიტრალურობის პრინციპის დარღვევა. Deu. 15:39, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
  გაკეთდა საბერძნეთის თარგი ორივე ჩაისვა სტატიაში  --შოთა [UT] 16:02, 16 იანვარი 2014 (UTC)პასუხი
გვერდ „მაკედონია (რომის პროვინცია)“-ზე დაბრუნება.