განხილვა:კენ ლივინგსტონი
გიორგი ამ შემთხვევაში უკვე ვეღარ დაგეთანხმები. ლივინგსტონის გვარის მატარებელი 38472934729 პიროვნება არსებობდა კენ ლივინგსტონამდე და ყველა მათგანის გვარს ლივინგსტონად წერდნენ. ეს იგივეა, რაც რომ ახლანდელი ლონდონების გვარები ლანდანებად წავიკითხოთ და ვაშინგტონებისა კი უოშინგტონებად. ტრადიციას ვერ შეცვლი! --linguistus 14:54, 25 მაისი 2006 (UTC)
ჰაი. ოკ, შეგიძლია არ დამეტანხმო.... მეც ვიცი რომ არსებობს "ტრადიცია" ლივინგსტონის. დაწყებული ნიაგარას აღმომჩენიდან დამთავრებული რავიცი ვითი. მაგრამ ახლა დაგისვამ კითხვას. ოლივერ სტოუნი რატომ არაა ოლივერ სტონი? ანუ რატომ ვწერთ გვარს Stone-ს "სტოუნად და გვარს Livingstone-ს "ლივინგსტონად"? თუ შეგიძლია ახსნა ენის თარგმმინს რა პრინციპი მოქმედებს ერთ შემთხვევაში და რა მეორე შემტხვევაში? ველი პასუხს გიორგი მარუაშვილი 15:07, 25 მაისი 2006 (UTC)
მსგავსი პრობლემატიკა პირადად მე დიდი ხანია მაწუხებს ჩემს საქმიანობაში და ამ კითხვაზე პასუხის გაცემას დიდი ხანი მოვანდომე. ჩემი არგუმენტები შემდეგია, როდესაც ვარკვევთ უცხო ენაზე დაწერილი საკუთარი სახელი როგორ უნდა გადმოვიდეს ქართულში უნდა გავითვალისწინოთ: 1) ქართული ენის თავისებურებანი, ენის შინაგანი ლოგიკა. მაგალითად ის გარემოება რომ ორი თანხმოვანის მოხვედრისას ერთი რბილდება, ეს ენის თავისებურებაა (ტაქსი, ჯექსონი, სპექტაკლი და ა.შ.). ქართული ითხოვს რომ ფრანგულენოვან "სპეკტაკლ"–ში, კ გახდეს ქ. მე ასეთი თავისებურებები ბევრია, ყველა აქ არ ჩამოვწერ, საჭირო არ არის. 2) უნდა გავითვალისწინოთ ტრადიცია, რითაც ვიხელმძღვანელე მე არტურ რემბოს სახელის დაწერილობის დადგენისას. მიუხედავად იმისა, რომ წესების თანახმად ართიურ უნდა იყოს, (ბერთიეს მსგავსად) აქ ის გარემოება რომ უკვე ასი წელიწადია ეს პოეტი ქართულენოვან წყაროებში არტურ რემბოდ მოიხსენიება უფრო წონადი და გასათვალისწინებელია, ვიდრე პირობითად აღებული წესი. 3) თუ საქმე გვაქვს ენაში ჯერ–ჯერობით უცნობ ახალ სახელთან, ვთქვათ ინგლისის რომელიმე ქალაქი უინგფილდი, ან რამე მსგავსი (არ ვიცი ასეთი ქალაქი არსებობს თუ არა, ისე დავწერე), მაშინ მხოლოდ და მხოლოდ შემუშავებულ წესებს უნდა დავემორჩილოთ.
რაც შეეხება სტოუნის და ლივინგსტონის დაპირისპირებას, მე მგონი პასუხი ამას უკვე გავეცი, დევიდ ლივინგსტონის გვარი დიდი ხნის წინ შემოვიდა ქართულენოვან სივრცეში, ისევე როგორც ისააკ ნიუტონის სახელი და გვარი. ახლა რომ შემოსულიყო ეს სახელი ან გვარი, მაშინ, მართალი ხარ, ლივინგსტოუნი და აიზეკ ნიუტონი იქნებოდა (იგივე კითხვის დასმა შემიძლია თუ ნიუტონი ისააკია, აიზეკ აზიმოვი რაღატომ არის აიზეკი, სახელები ხომ იდენტურად იწერება?)
მე რატომღაც მგონია, რომ ტრადიციის შეცვლა შეუძლებელია, ეს ქაოსური მოვლენაა, თანაც თუ საქმე არაფრისმთქმელ დეტალებზე თუ ასოებზე გვაქვს, ამაზე დავა უადგილოა ჩემი აზრით, უბრალოდ რაიმე სისტემა თუ არ შევიმუშავეთ სტატიების წერისას მაშინ მივიღებთ უსისტემო მასას სტატიებისას, სადაც გიორგი მარუაშვილთან კენ ლივინგსტოუნი გვექნება და ვახო ელერდაშვილთან კი დევიდ ლივინგსტონი, ორივე გვარი ხომ იდენტურია, არა?! დენზელ ვაშინგტონის სტატიის დაწერა მინდა, როგორ დავწერო მისი გვარი "უოშინგტონი", ასე? აირევა ყველაფერი. გვარი ვაშინგტონი უკვე დამკვიდრებულია ქართულენოვან გარემოში, სტოუნი გვარი კი არ იყო როგორც ჩანს და სტოუნ–ად დამკვიდრდა – ჩემი აზრი ასეთია.
კიდევ ერთი შეკითხვა, თუ შეგიძლია მითხარი როგორ არის ქართულად Единорог (Unicorn)? მე მაგალითად ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს, მარტორქა–ს კანდიდატურა კი უკვე დაკავებულია:)--linguistus 16:56, 25 მაისი 2006 (UTC)
გაკეთდა კენ ლივინგსტოუნი → კენ ლივინგსტონი. (ქსე-ში (ტ. VI, გვ. 226) დეივიდ ლივინგსტონი — ინგლისელი მკვლევარი.) - Island 03:10, 6 აგვისტო 2008 (UTC)