განხილვა:იქედნე

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Misho თემაში სურათის შესახებ

სურათის შესახებ რედაქტირება

სურათი არ ვარგა იმიტომ, რომ არ ჩანს გველის სრული შეფერილობა. შავი იქედნეს მუცლის შეფერილობა ”კვასკვასა” წითელია, რის გამოც ეს გველი ძალზედ ადვილი შესაცნობია. სხეულის ზედა ნაწილი მკვეთრი შავია, მუცელი მკვეთრი წითელი. ხომ არ შეგვეცვალა სურათი? --Misho 05:20, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

აქ არის ვიკისაწყობის სურათები, თავად აარჩიე: commons:Category:Pseudechis porphyriacus. - ალ-ო      @ 05:22, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
ჩემი ახალი სტატია იქს-ადამიანების წევრთა ჩამონათვალი არ მოგეწონა? აქვე უნდა აღვნიშნო, რომ უმჯობესია გველების ლათინურ სახელწოდებებზე გავაკეთოთ აქცენტი, როდესაც ამა-თუ იმ სახეობაზე გვინდა დაწერა. ვინაიდან მსოფლიოში გველების იმდენი სახეობა და მათი იმდენი განსხვავებული სახელი არსებობს, რომ ვერ აუვალთ, სულ ავირევით   ხომ მეთანხმები?--Misho 05:30, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
ახლა ვნახე. რამდენი გიმუშავია, ძალიან კარგია! :) ისე კომიქსებიდან ქვეწარმავლებზე გადახვედი? :)) ამ თემაზე ჯობია ცანგალას მიმართო - ის ამოწმებს ლათინურ სახელებს ენციკლოპედიაში. ჰო კიდევ, აქ ლათინური სახელებიდან ქართულზე გადამისამართებებს ვაკეთებთ. ისე შტორმის პუნქტუაციების გასწორებას მორჩი? - ალ-ო      @ 05:36, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
კარგი, მივმართავ ცანგალას. არა, ქვეწარმავლებზე, კონკრეტულად კი გველებზე ქართულად ნათარგმნი უამრავი მზა ინფორმაცია მაქვს. ერთი სიტყვით რაღაც მიზეზის გამო 3 თუ 4 წლის წინ დავიწყე გველების შესწავლა და მცოდნე ჰერპერტოლოგის დონემდე ავაღწიე  . თუმცა ეს 1 წელია მაგ საქმეს ასე თუ ისე ჩამოვცილდი და ცოტა არ იყოს მეზარება სტატიების წერა. იმედია, მალე დავიწყებ ვიკიპედიის ”მომარაგებას”   --Misho 05:42, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი
ისე შენ სულ მეზარება მეზარებას იძახი და მერე ერთბაშად მოაყრი ხოლმე რაღაცეებს :)) შრომამ შექმნა ადამიანი, ხო გახსოვს, თუ ვერ მოუსწარი დიდ მომავალს რომ ვაშენებდით? :) მოკლედ, არ დაიზარო და ის ერთი სტატია გავიტანოთ მთავარ გვერდზე ხარისხიანად. აბა ჰე! :) ა.

ა :) შტორმზე იძახი. მივხედავ მაგ საქმეს. ცოტაღა დამრჩა და ენციკლოპედიურადაც გავმართავ :) --Misho 05:53, 3 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

შესავალში წითელი ბმულებია როა, ისინი უნდა გაალურჯო, თორე ისე კენჭს არ უყრიან. :) ა.
გვერდ „იქედნე“-ზე დაბრუნება.