განხილვა:ისრაელი

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaeser თემაში გეოგრაფია
ეს სტატია გაუმჯობესებულია პროექტი „ისრაელის კვირეულის“ ფარგლებში.

რას ერჩის სტალკერი დემოგრაფიას?--რუსუდან ცისკრელი () 16:39, 17 მარტი 2008 (UTC)პასუხი

  • ინგლისურ და რუსულ ვიკიპედიებში ისრაელის ტერიტორიულ დაყოფაში წერია მგ.Иерусалимский округ (მგ.en:Haifa District). შეკითხვის არსია სიტყვა ”округ(District)”-ის თარგმნა. ცანგალას წინასწარი გამოძიებით აღმოჩნდა, რომ ქსეს სტატიაში ნახსენებია სიტყვა ”რაიონი”

თან დავრთე ცანგალას პასუხი ამავე შკითხვაზე ჩემი განხილვის გვერდიდან

Иерусалимский округ - მე ვერაფერი ვერ ვნახე, მაგრამ ერთი რამ აღმოვაჩინე, რაც ალბათ დასაზუსტებელია. ქსე-ში სტატიაში ისრაელი წერია: ისრაელი იყოფა 6 რაიონად. (ქსე, ტ. 5, გვ. 235, თბ., 1980) აქედან გამომდინარე ისმის კითხვა ოლქი თუ რაიონი? округ, რომ ოლქია ამაში გეთანხმები. გერმ. Bezirk - არის область и район. ე.ი. ქართული რაიონიც მართლებული გამოდის. ცუდი არ იქნება, თუ სხვა მომხმარებლებიც ჩაერთვება დისკუსიაში.-ცანგალა () 13:52, 7 იანვარი 2009 (UTC)

ისტორიის გვერდი რომ არ მენახა, ცოტა დავიბნეოდი... ცანგალას ხელმოწერით სხვისი პასუხი... გიორგი, ხელმოწერა ნუ გავიწყდება!, მერამდენედ უნდა გთხოვო... :). ისე კი, რაიონიც ალბათ სწორი იქნება, თუმცა მე უფრო ოლქი მიმაჩნია სწორად. округ-ის პირდაპირი თარგმანი. —დათო 16:07, 7 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

კი, მეც უფრო ოლქი მომწონს. მაგრამ უნდა გადავწყვითოთ, ზუსტად რა იქნება.--გიორგი 18:33, 7 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

თანაც ოლქი უფრო ქართულია.--გიორგი 18:38, 7 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

რას ნიშნავს უფრო ქართულია? ოლქი და რაიონი ორივე ქართულია. რომელია ამ შემთხვევაში მართებული - ეს უკვე სხვა საკითხია.--ცანგალა () 22:05, 7 იანვარი 2009 (UTC)პასუხი

გეოგრაფია

რედაქტირება
    • ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია ისრაელმა 1967 წელს აიღო და1981 წლიდან იქ მხოლოდ ისრაელის კანონია ძალაში; სირია ამ ტერიტორიის დაბრუნებას მოითხოვს და მისი საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.**

აუცილებელია აქ აღინიშნიშნოს,რომ ისრაელს მეზობელი ქვეყნის მიწები,გოლანის მაღლობები ანექსირებული აქვს. გაეროს რეზოლუცია Nr. 497 ამას ადასტურებს კიდეც.

--Georgier 00:37, 1 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი


გაგიმარჯოს. გეთანხმები,გეოგრაფიაში არაფერი ესაქმება იმ ტექსტს,მაგრამ როცა წერთ,რომ გოლანის მაღლობების სტატუსი გაურკვეველია,იქვე უნდა აღვნიშნოთ ის მიწები აგრესორ ისრაელის მიერაა ანექსირებული.გაერო მათ სირიის ნაწილად მიიჩნევს და ებრაელებს მოუწოდებს ეს ტერიტორიები დატოვონ. ინგლისურ ვიკიპედიაშიც აღნიშნულია "" In 1981 the area was annexed by Israel, a move not recognized and condemned internationally[5] and called "inadmissible" by the UN Security Council.[6] There is an ongoing Syrian demand for the land to be returned, and the UN as recently as 2006 adopted a resolution calling upon Israel to end its occupation of the Golan and declaring all the legislative and administrative measures taken by Israel in the Golan null and void.[7]"" --Georgier 11:32, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

ეს რომ ჩაიწეროს მოწინააღმდეგე არ ვარ, მაგრამ წინა ვარინტის ჩაწერაზე უარზე ვარ. სიტყვა აგრესორი არანეიტრალურია, თანაც თვითონ ებრაელები თავს აგრესორებად არ თვლიან. [1] ორი ვარიანტი. მე მაქსიმალურად შევარბილე, რათა ნეიტრალურები ვიყოთ. --გიორგი 11:37, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

1. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,ებრაელები უწოდებენ თუ არა საკუთარ თავს აგრესორებს...რუსებიც ასე იქცევიან. 2. ქვეყანა,რომელსაც მეზობელი ქვეყნის მიწები აქვს ანექსირებული,ის პირდაპირ აგრესორია. 3.მითუმეტეს,როცა ამას გაეროს რეზოლუციებიც ამტკიცებს.ინგლისურ ვიკიპედიაშიც გარკვეულად წერია. --Georgier 11:41, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

1.თქვენს მიერ შემოტანილ ნაწყვეტში სიტყვა აგრესორი ვერაფრად ვერ ვიპოვე.
 2. გაეროს რეზოლუციაზე ჩემ ვარიანტში წერია.
 3. ამერიკაცაა მაშინ აგრესორი, რომ სუვერენული სახელმწიფოს, ერაყის, ტერიტორია მიითვისა?

--გიორგი 11:50, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

მგონი,ეს "ისრაელს ანექსირებული აქვს მეზობელი ქვეყნის მიწები,გაერო სთხოვს ებრაელებს დატოვონ სირიის ტერიტორიები"",მიუთითებს იმაყე რომ ისრაელი აგრესორია. ა.შ.შ–ს არ აქვს ერაზის მიწები ანექსირებული,იქ ერაყელები არიან მთავრობაში. --Georgier 11:56, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

და ვინმე აამბობს რომ აგრესორი არ არის? თვითონ სიტყვის მოწინააღმდეგე ვარ. მომხმარებელმა უნდა თვითონ გაიგოს, არის ეს ქვეყანა აგრსორია, თუ არა. ისე, ჩემი ტექსტი რით არ მოგწონთ?--გიორგი 11:59, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

რომელი სიტზვის მოწინააღმდეგე ხარ? აგრესორის? კი,მაგრამ სხვა სიტყვა არ შეესაბამება ქვეყანას,რომელიც სამხედრო ძალით ითვისებს მეზობელი სახელმწიფოს მიწებს. მომხმარებელმა ის უნდა წაიკითხოს,რაც სიმართლეა. ტექსტზე კი შევთანხმდეთ. ჩრდილოეთში, ისრაელსა და სირიას შორის, გოლანის მაღლობები მდებარეობს. ეს ტერიტორია 1967 წლიდან ისრაელის მიერაა ანექსირებული,გაერო ამ ტერიტორიას კვლავინდებურად სირიის ნაწილად განიხილავს და ისრაელს მის დატოვებას სთხოვს.გოლანის მაღლობების საბოლოო სტატუსი ჯერ კიდევ გაურკვეველია.

ასე იყოს,თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნება. სიტყვა აგრესორიც არ ფიგურირებს. --Georgier 12:09, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

  (მომხრე) იყო ესე.-გიორგი 12:10, 2 თებერვალი 2009 (UTC)პასუხი

გვერდ „ისრაელი“-ზე დაბრუნება.