განხილვა:ილორის ეკლესია
გამარჯობა. ოსმალებმა ილორის ეკლესია დაწვეს ოდიშზე ლაშქრობის დროს, რომელიც იყო სადამსჯელო ხასიათის და მოეწყო იმის გამო, რომ ოდიშმა არ მიიღო ოსმალეთის მიერ ორგანიზებულ ლაშქრობაში ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთში მცხოვრები მთიელების დამორჩილებისთვის. ოდიშზე ლაშქრობაში მონაწილეობა იმერეთის სამეფოც, რის გამოც სამეგრელოს მთავარმა ოტია დადაიანმა შურისსაძიებლად გამართა ჩიხორის ბრძოლა იმერეთის მეფე ალექსანდრე V-ის ტახტიდან ჩამოგდების მიზნით, რომელშიც დამარცხდა. ამ ბრძოლას ისტორიკოსები 1732/1734 წლებით ათარიღებენ, თქვენ სტატიაში კი მითითებულია, რომ ილორის ეკლესია ოსმალებმა 1736 წელს დაწვეს. რადგანაც ჯერ ილორის ეკლესია დაწვეს, შემდეგ კი მოხდა ჩიხორის ბრძოლა, ეს თარიღები ერთმანეთს არ შეესაბამება. თუ შეიძლება მომაწოდოთ წყარო სადაც წერია თუ როდის დაწვეს ილორის ეკლესია.- ArsenalAtletico2017 განხილვაწვლილი 17:26, 18 აგვისტო 2018 (UTC)