განხილვა:თურქული ენები

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Mikheil88

თარგმნისას პრობლემები შემექმნა ზოგერთი ენის სახელთან დაკავშირებით. „ქაშგა(ი)ური“ (ან კაშგა(ი)ური ?) ენა გადასამოწმებელია. გარდა ამისა, დასადგენია ფორმების „არღუ“ (ან იქნებ „არგუ“?) და „ბულგარულ–თურქული“ (ასევე მოიხსენიებენ „პროტო-ბულგარული“, ან „ყივჩაღურ-თურქული“) მართებულობა. --pirtskhalava 06:50, 7 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

ქსე (ტ. V, გვ. 27) ასე წერს: „წინარე თურქულიდან მომდინარეობს 2 შტო: საერთო თურქული და ბულგარული. ბულგარულისაა: ჩუვაშური და აწ მკვდარი — ვოლგისა და დუნაისპირეთის ბულგარული, ხაზარული.“ კიდევ, ქსე-ს მიხედვით „ყივჩაური“-ა. - Island 08:58, 8 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი
ქსე-ში (ტ. 5, გვ. 207) ირანის მოსახლეობის შესახებ სტატიაში წერია „ყაშხაელები“. - Island 09:04, 8 აგვისტო 2008 (UTC)პასუხი

თემურ, ამ შემთხვევაშიც არ ხართ მართალი. სწორია "თურქული ენები" (ინგ. Turkic languages; რუს. Тюркские языки) და არა "თურქმანული ენები". გადატანა არ უნდა გაგეკეთებინათ. აი, ამიტომ არის საჭირო წყარო. სად ნახეთ ასეთი ცნება – "თურქმანული ენები"? რომელ წყაროში? გადმოიტანეთ უკან, დაუბრუნეთ სწორი სახელი. პატივისცემით --Zolokin განხილვაწვლილი 15:16, 8 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

ქსე-ში (ტ. V, გვ. 27) „თურქული ენები“. - Island (გ) 02:44, 9 აგვისტო 2010 (UTC)პასუხი

2008 წელს გამოცემულ წიგნში „ახლო აღმოსავლეთი - სივრცე, ხალხი და პოლიტიკა" რევაზ გაჩეჩილაძე ამ ენებს თიურქულ ენებს უწოდებს. --მიხეილ () 22:40, 8 ივნისი 2011 (UTC)პასუხი

ქართულ ენაზე თუ არსებობს რაიმე სერიოზული, ან ნაკლებად სერიოზული სახელმძღვანელო, გთხოვთ სტატიის ბოლოს თავში "ლიტერატურა" მიუთითოთ.

გვერდ „თურქული ენები“-ზე დაბრუნება.