განხილვა:თილისმა

ბოლო კომენტარი: 1 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა გიო ოქრო თემაში თილისმა vs ამულეტი

ჯვარი თილისმა და მაგიური ნივთია? პრინციპში, ზოგისთვის ალბათ ასეა. --Zolokin განხილვაწვლილი 10:49, 12 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

პრინციპში, თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე, გულზე საკიდი ჯვარი შესაძლოა თილისმის ერთგვარ სახედ ჩაითვალოს. — D.DEU. პასუხი 13:41, 12 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
არა, ქრისტიანული თვალთახედვიდან გამომდინარე ჯვარი არ არის მაგიური ნივთი, ისევე როგორც ქვა, რკინა, ხის ჯოხი და ა. შ. მათ ვინც ჯვარს მიიჩნევს მაგიურ ნივთად, ქრისტიანები ცრუმორწმუნედ განიხილავს. — Zolokin განხილვაწვლილი 14:34, 12 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
ჰო, მართალი ხარ... არ ვიცი, ამოვიღოთ? თუ გავმართოთ? ცოტა ძნელია ენციკლოპედიურობის დაცვა, როცა რელიგიასთან მივდივართ. — D.DEU. პასუხი 14:36, 12 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი
აღნიშნული კია, რომ ქრისტიანთა გარკვეული ნაწილიო... მართლაც გაუთვითცნობიერებული ქრისტიანი შესაძლოა ჯვარს მაგიური ნივთად აღიქვამდეს. ეს შეიძლება აღინიშნოს, მაგრამ ისიც უნდა იყოს ნათქვამი, რომ ქრისტიანული სწავლებით ჯვარი არ არის მაგიური ნივთი. იქნებ რომელიმე ავტორიტეტულ (არასაბჭოთა) ენციკლოპედიაში, სასურველია მართლმადიდებლურში (თუმცა კათოლიკურიც შეიძლება) ინახოს და მისი განმარტება გადმოვიდეს.--Zolokin განხილვაწვლილი 14:46, 12 ნოემბერი 2010 (UTC)პასუხი

თილისმა vs ამულეტი რედაქტირება

თილისმა და ამულეტი ასე პირდაპირ ერთი და იგივე არ არის. განმარტებითი ლექსიკონის თანახმად, ამულეტს ევალებოდა ავი თვალისგან და სხვა საფრთხეებისგან დაცვა. თილისმას უფრო მეტი დატვირთვა ჰქონა (ბედნიერების, სიყვარულის მოტანა და სხვ.). ამიტომ, ცალ-ცალკეა დასაწერი სტატიებო ორივეზე. ეს სტატია კი გადასაწერია და მხოლოდ ერთ-ერთზე უნდა დარჩეს. გიო ოქრო 16:39, 6 მარტი 2023 (UTC)პასუხი

გვერდ „თილისმა“-ზე დაბრუნება.