განხილვა:თბილისის დრო

ბოლო კომენტარი: 17 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

ისევ GMT+4 ვართ? :) დროს რომ აღარ წევენ, მაინც ეგრე გამოდის? --გიგა 21:25, 26 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

MSK (UTC+3), ზაფხული MSD (UTC+4) - ჩემი შემოტანილი ინფორმაცია ძალზე მოძველებულია, მაგრამ მე მაინც დავწერე იმ იმედით, რომ ვინმე სპეციალისტი გამოჩნდება და შეცვლის. მაგ. დეკრეტული დრო - ეს სსრკ-ში არსებობდა. მაგრამ მისი არსებობის შესახებ - მაინც უნდა დაიწეროს მომავალში.--ცანგალა () 21:50, 26 ივლისი 2007 (UTC)პასუხი

ეს სტატია გაუგებარია და მონაცემებიც არასწორია. დროის ზონა „თბილისის დრო“ როგორც ასეთი 1880 წლიდან 1991 წლამდე არსებობდა, თანაც ამ პერიოდში როგორც ხშირად იცვლებოდა დროის სარტყელის აბრევიატურა, გრინვიჩის დროსთან წინსწრება, დეკრეტულ პერიოდის არსებობა, არარსებობა, დაწყების და დასრულების დრო და ა.შ.

სტატიის მიხედვით მკითხველს ალბათ შთაბეჭდილება დარჩება, რომ ამჟამად არსებობს დროის ზონა „თბილისის დრო“, რომელიც მოქმედებს საქართველოში და ეს ზონა წარმოადგენს GMT+3-ის დეკრეტული დროს. რეალურად, 1991 წლიდან არსებობს საქართველოს დროის ზონა, რომლის აბრევიატურაც არის GET (არადეკრეტულ პერიოდში) და GEST (დეკრეტულ პერიოდში). ამ დროის ზონის გრინვიჩის დროსთან წინსწრება, დეკრეტის არსებობა და პერიოდი ძალიან ბევრჯერ შეიცვალა (2004 წელს სამჯერ). გრინვიჩის დროსთან წინსწრება შეიცვალა როგორც 2004 წელს, ასევე 2005 წელს :) მნიშვნელოვანია ბოლო ორი ცვლილება: 2004 წლის 31 ოქტომბერს დაუქმდა დეკრეტული დრო და GEST (რომელიც იყო გრინვიჩი+4) შეიცვალა GET-ით (ანუ გრინვიჩი+3). ამ ცვლილებით საქართველოში დეკრეტული დრო გაუქმდა და ამჟამადაც გაუქმებულია. 2005 წლის 27 მარტს კი GET-ის გრინვიჩთან წინსწრება ისევ შეიცვალა და GET გახდა გრინვიჩი+3.

თუ ავტორი წინააღმდეგი არ იქნება, სტატიას დავარედაქტირებ შესაბამისად. ალბათ კარგი იქნება ახალი სტატიის დამატება GET დროის ზონის, ანუ საქართველოს დროს სტატიის შექმნაც. --Aiet 13:45, 4 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

მოხარული იქნება ქართული ვიკიპედია ამ სტატიის განვრცობით.--ცანგალა () 11:26, 5 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი
გვერდ „თბილისის დრო“-ზე დაბრუნება.