განხილვა:ვილი ბრანდტი

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
სტატია „ვილი ბრანდტი“ შეიქმნა ან გაუმჯობესდა
კავკასიური სახლისა და სურამის ვიკი-კლუბის
თანამშრომლობის ფარგლებში.


ეს კაცი ბრანდტი უნდა იყოს ქართულად, ჩემი აზრით... ყველა ტოპონიმი სადაც ეს კომბინაცია "დტ" ფიგურირებს "დტ"–თი მთავრდება ქართულ წყაროებში. (ინგოლშტადტი მაგალითად)

არაა მართალი.... ეგ ქართული წყაროები "ცოტა" გადასახედია. გერმანულ ენაში "დტ" კომბინაცია გამოითქმის როგორც "ტ". ასეა მაგალითად გვარის "შმიტი"-ს შემთხვევაშიც - Schmidt, Schmit, Schmitt - ყველა შმიტია და არა შმიდტი და ა.შ. ამიტომაც უნდა იყოს ინგოლშტატი და არა ინგოლშტადტი. იგივე ხდება "ტც" კომბინაციის დროსაც. ითქმის მხოლოდ "ც". მაგ: შტირლიცი - Schtierlitz, დიონიცი - Dönitz და ა.შ. ამგვარი "პრობლმების" გადაჭრის საუკეთესო გზად რედირექტირების მეთოდი მიმაჩნია და მოდი მას მივმართოთ. გიორგი მარუაშვილი

გიორგი, ერთი რამე მინდა ძალიან, ძალიან გთხოვო, რასაკვირველია თუ არ დაიზარებ. ამჟამად საქართველოში ხარ და გაქვს საშუალება ნახო როგორც წიგნები ასევე ჰკითხო სპეციალისტებს. რაც ზემოთ დაწერე ნამდვილად ვერ დაგეთანხმები. ხანდახან ასეთი შთაბეჭდილება მრჩება, შენ თვლი, რომ ყველაფერში მართალი ხარ. Zangala 09:30, 25 მაისი 2006 (UTC)პასუხი

ჯერ კდევ გერმანიაში ვარ, სამწუხაროდ.... გიორგი მარუაშვილი 09:34, 25 მაისი 2006 (UTC)პასუხი

ბრანდტი ვილი - უცხოური პირთა სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი გვ. 67, თბ., 1989;

იგივე ლექსიკონი, გვ. 376 შმიდტი ადოლფ, შმიდტი ვილჰელმ, შმიდტი იოჰანეს, შმიდტი ჰელმუტ, მაგრამ შმიტი (Schmitt ) ჰარისონ. --ცანგალა () 18:29, 17 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

გვერდ „ვილი ბრანდტი“-ზე დაბრუნება.