განხილვა:ვიკრუტასები

ბოლო კომენტარი: 13 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Gaeser

ინფოდაფაში, როგორც წესი, როლები არ იწერება. ანუ პერსონაჟების სახელები. ამ ინფორმაციისათვის სტატიის სექცია არსებობს. იგივე ეხება მუსიკასაც - სიმღერების დასაკონკრეტებლად არსებობს ძირითადი სტატიის სექცია. — BH განხილვაწვლილი 20:31, 23 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

ტიზერი გასაგებია და კარგია, მაგრამ (უბრალოდ მაინტერესებს, ვინაიდან კინოზე ხომ სხვა სტატიებიც გვაქვს):

- რატომ არის ჩასმული სტრიმინგის სახით? - ორიგინალური წყარო? გამოყენების უფლება? - ბმულები ხომ არსებობს, მანდ არ ვწერთ ხოლმე ასეთ რაღაცეებს? ანუ ვთქვათ, ბმულს ტიზერზე, ტრეილერზე და ა.შ. ?

BH განხილვაწვლილი 15:27, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი

რავიცი, მართალი გითხრა არა მგონია ტიზერის გამოყენება პრობლემა იყოს - იმიტომ, რომ ავტორები თვითნ არ უშვებენ მას ყველასთვის სანახავად? თუ თვლი რომ ზედმეტია, არაა პრობლემა, ფილმებში ჩემზე უკეთ ერკვევი :)--იორგი 15:31, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
წაშლა-მიშლა-მოშლა ნამდვილად არ მინდა, სამართლებლივი საფუძველი მაინტერესებდა, ასე ვთქვათ. ისე პირველად ვნახე ტიზერი ვიკიპედიის სტატიაში, თუმცა ogv-ები მინახავს ბევრჯერ. — BH განხილვაწვლილი 15:35, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
მე ასე ვფიქრობ - რა არის ტიზერი? იგლისური tease - გაღიზიანება. კინოს შემთხვევაში წახალისება კინოში წასასვლელად. ტიზერს თვითონ მწარმოებელი ხომ აკეთებს? და თვითნვე არ უშვებს ინტერნეტში? ანუ ტიზერი ერთგვარი რეკლამაა ფილმის, ხოლო თუ მას თვითონვე ფილმის შემქმნელი უშვებს ინტერნეტში, ესე იგი სურს, რომ ის რაც შეიძლება ფართოდ გამოიყენონ. ვცდები?--იორგი 15:39, 26 თებერვალი 2011 (UTC)პასუხი
გვერდ „ვიკრუტასები“-ზე დაბრუნება.