განხილვა:ვებგვერდი
(გადამისამართდა გვერდიდან განხილვა:ვებ-გვერდი)
ბოლო კომენტარი: 10 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა ITshnik თემაში არასწორი სახელწოდება
[1], რადგანაც ქართულში აგრეთვე საიტიც (დეფისითაც იხმარება) უნდა გაკეთდეს გადამისამართება.--ცანგალა (გ) 17:53, 21 დეკემბერი 2007 (UTC)
Untitled
რედაქტირება- როგორც მითითებულ გვერდზე წერია, სათაურზე "საიტი" (დეფისით) ხომ არ გადავიტანოთ? ვებსაიტი-ც. - Island 11:55, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
- (მომხრე)-- მერო 14:57, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
- (მომხრე) --გიგა პასუხი 15:04, 22 დეკემბერი 2007 (UTC)
არასწორი სახელწოდება
რედაქტირებასახელწოდება არასწორია, რადგან „ვებგვერდი“ ერთად იწერება. ამასთან დაკავიშირებით ფორუმშიც იყო მსჯელობა და საკითხი არასწორად გადაწყდა. იხილეთ ელექტრონული ორთოგრაფიული ლექსიკონი, რომელიც დაფუძნებულია თოფურია-გიგინეიშვილის „ქართული ენის ორთოგრაფიულ ლექსიკონზე“, „ქართული ენის განმარტებით ლექსიკონსა“, „თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის ნორმებზე“, მოქმედი ორთოგრაფიული წესების გათვალისწინებით.Nodar Kherkheulidze განხილვა 10:25, 5 ნოემბერი 2013 (UTC)
- ქალ-ვაჟი, დედ-მამა, ცოლ-ქმარი - ეს სიტყვები ყველა ორ-ორი დამოუკიდებელი სიტყვაა. თუ ვებ- სიტყვის თავსართია მაშინ ერთად და თუ დამოუკიდებელი სიტყვაა მაშინ დეფისით.--ცანგალა (გ) 12:10, 5 ნოემბერი 2013 (UTC)
- საინტერესოა ინტერნეტ გვერდი თუ ინტერნეტ-გვერდი?--ცანგალა (გ) 14:36, 5 ნოემბერი 2013 (UTC)
- კი, დედ-მამა და და-ძმა დეფისით იწერება, რადგან ორი დამოუკიდებელი ქართული წარმოშობის სიტყვაა და დეფისი „და“ კავშირის ფუნქციას ასრულებს, თუმცა ვინაიდან „ვებგვერდი“ (და მისთანანი, მაგალითად, ვიდეოგაკვეთილი) უცხოურიდან ნაწარმოები სიტყვაა, ასეთი წესია, რომ ერთად უნდა დაიწეროს. მეც „ვებ-გვერდს“ ვიყენებდი ხოლმე ადრე, მაგრამ ფილოლოგმა არასწორიაო. ორთგრაფიულ ლექსიკონშიც რომ გადავამოწმე, ერთად წერია. Nodar Kherkheulidze განხილვა 16:30, 5 ნოემბერი 2013 (UTC)
- A web page (or webpage) ინგლ. ვიკიში წერია პირველ რიგში ორ სიტყვად A web page. ეს ორი სიტყვა, როდესაც ერთ კონტექსტში უნდა იხმარებოდეს ქართულში ვხმარობთ დეფისს. მაგ. ნიუ-იორკი ინგლ. New York. დეფისი — პატარა ხაზი (–), რომელიც იხმარება სიტყვათა შესაერთებლად (მაგ. დედ-მამა, ქართლ-კახეთი). სიტყვის გადასატანად და სხვა. („ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონი“ ერთტომეული გვ. 212). სამწუხაროდ Nodar Kherkheulidzeის მიერ მითითებულ ლექსიკონში არ წერია ვებ-მასტერის შესახებ.-ცანგალა (გ) 19:41, 5 ნოემბერი 2013 (UTC)
- „ვებმასტერიც“ ზუსტად იმავე პრინციპით დაიწერება, როგორითაც „ვებგვერდი“, ერთი წესი ვრცელდება მაგ სიტყვებზე. Nodar Kherkheulidze განხილვა 12:15, 6 ნოემბერი 2013 (UTC)
- ცანგალა ეგ მაგალითები არაფერს ნიშნავს. დედ-მამაში დეფისი იმიტომ გამოიყენება, რომ და კავშირის შემცვლელია, ნიუ-იორკი კი საკუთარი სახელია. ამ შემთხვევაში(web page) პირველი სიტყვა (web) ახასიათებს, განსაზღვრავს მეორეს (page). ისევე, როგორც მაგალითად TV Series. ითარგმნება ტელესერიალი და არა ტელე-სერიალი. nplg-ზე Civil ენციკლოპედიურ ლექსიკონშიც ვებგვერდი წერია [2]--Tornike 20:28, 19 ნოემბერი 2013 (UTC)
გადატანილია წყაროზე დაყრდნობით.— G.G. 08:32, 29 მარტი 2014 (UTC)