განხილვა:ვაშინგტონ პოსტი (გაზეთი)
ra umsgavsobaa es? ramdenjer unda vikamatot imaze, rom ganxilvashi daiceros gadatanis cinadadeba? cota tvini gaandzriet roca saidangac ragacas amoikitxavt. qartulad "i" daboloeba aucilebelia. daabrunet cina versiaze. - ალ-ო გ / წ 15:18, 8 ივნისი 2007 (UTC)
შეურაცხყოფის ღირსი არ ვარ. გაზეთის სახელწოდება "ი" დაბოლოების გარეშეა. ცანგალა (გ) 19:49, 8 ივნისი 2007 (UTC)
- კი, ძალიან მკვახე იყო, ბოდიშს ვიხდი. მაგრამ ტვინის განძრევა მაინც საჭიროა, რაცა ბრმად საიდანღაც რაღაცას გადაიწერ. შენი ლოგიკით უნდა მიჰყვე და გადააკეთო ბითლზი, პინკ ფლოიდი, ნიუ-იორკ ტაიმსი, ნიუ-იორკერი, შპიგელი, მონდი, დიფ ფარფლი, ლედ ზეპელინი, დორსი და კიდევ რასაც იპოვი უცხო სახელებით. შეცდომის დაშვება არაა პრობლემა, მისი არდანახვაა პრობლემა. - ალ-ო გ / წ 20:11, 8 ივნისი 2007 (UTC)
ტვინის განძრევის შედეგია. მართალია ქსე-ში ვნახე (ტ. 4 გვ. 330), მაგრამ ბრმად არ გამიკეთებია. ჯერ ერთი ""-ში ჩავსვი, მეორე მე რომ მკითხო გაზეთის სათაური "The...", ხოლო ზე (მართალია განსაზღვრული არტიკლია) სულ არ წერია. თუ არსებობს გაზეთი იქნება "ზე ბითლზ" და არა ბითლზი. "ნიუ-იორკ დეილი ნიუზ" - ასე წერია ქსე-ში ტ. 7 გვ. 446, "ნიუ-იორკ ტაიმზ" იქვე, გვ. 447. ხოლო განხილვის გვერდზე იმიტომ არ დავწერე, არ მეგონა, თუ ასეთ შეურაცხყოფას დავიმსახურებდი. ჩამოყალიბებულ წესს ვეცდები თბილისს შევეკითხო.--ცანგალა (გ) 21:01, 8 ივნისი 2007 (UTC)
- დამსახურებულად. ამ აბსურდს ჯობია გაიკითხ-გამოიკითხო, ოღონდ ვინმე ისეთი ნახე ვინც ტვინს სისტემატურად ანძრევს. აშკარაა, რომ ამ უმეცრებამ ძალიან გამაღიზიანა. - ალ-ო გ / წ 21:21, 8 ივნისი 2007 (UTC)
შენც გაიკითხ-გამოიკითხე, სანამ ვინმეს შეურაცხყოფას მიაყენებ. ქსე კი ქართველი მეცნიერებების მიერ არის შექმნილი. --ცანგალა (გ) 21:52, 8 ივნისი 2007 (UTC)
- ძალიან სამწუხარო ვითარებაა. შენი თვითნებობის გამო ნერვების მოშლას ამჯერად თავს მოვარიდებ და აქ აღარ შემოვალ. - ალ-ო გ / წ 17:56, 9 ივნისი 2007 (UTC)
- დაძაბული ვითარების განმუხტვის მიზნით სტატია დავაბრუნე უკან. გთხოვთ ყველამ მიიღეთ მონაწილეობა, თუ რომელი ფორმა არის ქართულად მართებული:ვაშინგტონ პოსტი თუ "ვაშინგტონ პოსტ" --ცანგალა (გ) 19:15, 14 ივნისი 2007 (UTC)