განხილვა:ეგვიპტის პირამიდები

ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

ერთი რამ მაინტერესებს: თეიმურაზმა გიზე შეცვალა გიზათი. ახლა კი ვიღაც ანონიმურმა გიზა გაზით. ქართულად რომელია სწორი? მე ვიცი რომ გიზეა სწორი. —დათო 12:33, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

მე ვიცი, რომ გიზა ქვია ქალაქს, შესაბამისად, გიზა-ს პირამიდები --გიგა პასუხი 12:36, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

თანამედროვე ქალაქს ჰქვია ელ-გიზა. ამის მიხედვით ელ-გიზას პირამიდები გამოდის. ადრე რა ერქვა ქალაქს როცა პირამიდები აშენდა? ან სულაც ქსე რას გვეუბნება? —დათო 12:41, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
ელ-გიზა ქვია, თუ ნარგიზა, მე გეუბნები რატომაა გიზას პირამიდები სწორი ფორმა, იმიტომ რომ მდებარეობენ ქალაქ გიზასთან — en:Giza, ru:Гиза, ელ-გიზას გარკვევა თუ არ დაგეზარა, ესენი რატომ არ ნახე--გიგა პასუხი 12:45, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
უი, უკაცრავად, თქვენს მეორე მშობლიურზე - de:Gizeh გიზე ყოფილა, ამან შეგიყვანათ შეცდომაში. მომიტევეთ:) --გიგა პასუხი 12:46, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
ვერ გავიგე რას ნიშნავს ეს თავაზიანი კილო... არც „ჩემს მეორე მშობლიურ“ ენას შევუცდენივარ და არც ის მაინტერესებს მაგ ენებზე გიზა ჰქვია თუ გიზო. სადაც კი ამ ქალაქზე რამე წამიკითხავს ან მისწავლია, ყველგან გიზე წერია. და მაინტერესებს რომელია ქართულად მართებული ფორმა ქსე-ს მიხედვით. —დათო 13:11, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
თავაზიანი კილო იმას ნიშნავს, რომ შენვე აღიარებ რომ (ელ)-გიზა ქვია და მერე გიკვირს - ვახ, საიდან მოვიდაო სახელი გიზას პირამიდებიო --გიგა პასუხი 13:27, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
არა, მანდ ის ვთქვი, რომ ალ თავსართი აქვს, მაგრამ ბოლოში როგორ ბოლოვდება არ ვიცი. არც მიკვირს, რადგან ეს მეორე ფორმაც გამიგონია. —დათო 13:30, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
ეხლა კიდე ალ გაჩნდა, წეღან ელ იყო :) --გიგა პასუხი 13:31, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი
უჶ, მგონი ყველაფერი ავურდავურიე. მოკლედ, მანდ მე ის ვთქვი, რომ ახლა რა ჰქვია ქალაქს იმას აზრი არ აქვს თქო. ახლა ჰქვია ან ელ-გიზე ან ელ-გიზა ან ალ-გიზა. მაგრამ პირამიდებს ის სახელი ერქმევა, რაც ქალაქს ადრე ერქვა, მშენებლობისას. მე ორივე ვარიანტი გაგონილი მაქვს, გიზაც და გიზეც, მაგრამ ეს მეორე უფრო ხშირად მხვდებოდა ხოლმე. და საერთოდაც ქსე-ს (ცანგალას) დავუცადოთ. —დათო 13:40, 24 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

გიზა, ელ-გიზა, გიზეჰი, ქალაქი ... ტ. 3, გვ. 153, თბ., 1978. სტატია პირამიდის შესახებ არ არის, მაგრამ ... სტატიაში ეგვიპტე (ძველი) - ქსე, ტ. 4, გვ. 7 თბ., 1979 ვკითხულობთ მისმა შთამომავლებმა - ხეოფსმა, ხეფრენმა და მიკერინმა ააგეს სამი ცნობილი პირამიდა გიზაში (კაიროს მახლობლად)... ამ სტატიას ახლავს ილუსტრაცია გვ. 32, სადაც წერია გიზეს პირამიდები... ასე რომ მეორე „მშობლიური ენაც“ გვადგება ვიღიმი. დაბნევას ადგილი რომ არ ჰქონდეს გიზას პირამიდები.--ცანგალა () 18:55, 26 ოქტომბერი 2008 (UTC)პასუხი

გვერდ „ეგვიპტის პირამიდები“-ზე დაბრუნება.