განხილვა:დაკარგული თხზულებების წიგნი
სათაურის ცვლილება
რედაქტირება@Lado85 გამარჯობა, ყოველგვარი განმარტების გარეშე შეუცვალეთ ამ სტატიას სახელი და იქნებ განმარტოთ, რა მიზეზით? ~ბ.ბ.~ (მომწერეთ აქ!) 05:42, 12 თებერვალი 2024 (UTC)
@Beqabai: მომხმარებელმა იგივე გააკეთ დაკარგული თხზულებების წიგნის შემთხვევაში. თუკი Unfinished Tales სამყაროს გარეთა ავტორის მიერ დაუსრულებელია და კიდევ შეიძლება მივიღოთ, Book of Lost tales, როგორც ვხვდები, სამყაროს შიდა ნაამბობებს/მონათხრობს ეხება და თუკი ასეა, იქნებ, თხზულება სულაც არ არის? გარდა ამისა, დასახელების სწორი თარგმანი რომ არის (როგორც რეზიუმეში წერია), რა პრინციპით არის სწორი თარგმანი, ესეც უნდა ვიცოდეთ. ოფიციალურად ამ ორიდან არც ერთია გამოცემული ქართულად. --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 06:47, 12 თებერვალი 2024 (UTC)
- Tale ზუსტად რო თხზულებაა. ყოველ შემთხვევაში მოთხრობა არ არი. მოთხრობა არის short story. Lado85 (განხილვა/წვლილი) 09:00, 12 თებერვალი 2024 (UTC)
@Lado85: მსგავსი რაღაცის გადატანისას აუცილებელია არა მხოლოდ საკუთარი მეხსიერებით ან თარჯიმნის მიერ ამოგდებული თარგმანით ხელმძღვანელობა, არამედ კონტექსტის გათვალისწინებაც. თხზულებებზე უკეთესი არ შეიძლება, რამე იყოს?
- https://www.bcdictionary.ge/translate/en?word=tale - Tale არის მოთხრობა, ამბავი, ნაამბობი, ზღაპარი
- https://ka.glosbe.com/en/ka/tale - Tale-ის 3 სხვადასხვა ვარიანტი
- https://translate.ge -ზე - Tale არის ზღაპარი, მოთხრობა
გუგლს განგებ არ ვიყენებ.
ამასთან ერთად - Tale თუ თხზულებაა, Work რაღა არის? ისიც ხომ თხზულებაა. ან - Work თუ ნამუშევარია და ამასთან - თხზულებაც, ესე იგი, გამოდის, რომ კონტექსტიდან გამომდინარე, ვირჩევთ, ნამუშევარს დავწერთ, ნაშრომს თუ თხზულებას. კიდევ ერთხელ - რატომ არის გადატანილი ის სტატიაც (დაკარგული თხზულებების წიგნი) და ესეც განხილვის გარეშე? როდესაც აშკარა შეცდომაა - გადაგვაქვს. როდესაც არა - განვიხილავთ. სტატიის სახელწოდებაში რომ იყოს "სპაიდერმენი", ალბათ, შეიძლება განხილვის გარეშე "ადამიან-ობობაზე" გადატანა, ვინაიდან ყველგან ვიკიპედიაში ამას ვიყენებთ. რატომ არის ტოლკინის შემთხვევაში Tale, როდესაც უამრავ რამე ნიშნავს - თქმულებასაც, ამბავსაც, მონათხრობსაც, ნაამბობსაც და ა.შ.? --L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 09:15, 12 თებერვალი 2024 (UTC)
- რავიცი აბა, რათომღაც თხზულებები ან თქმულებები უფრო სწორად მიმაჩნია ამ შემთხვევაში, მოთხრობები რაღაც ვერ ჯდება აზრობრივად. დააბრუნეთ თუ გინდა.
- და შუახმელეთის ისტორიის შემთხვევეში შუახმელეთი მატიანე უფრო სწორი ხომ არ იქნებოდა? https://www.facebook.com/Palitra.L.Publishing/posts/pfbid037bsBp1rFEkDZr3ALUasyHf6XJVzbtqHUvbfXbuGPjhxRtnjj8wmzzu6YSnBu74ppl - აგერ ტოლკინის ოფ. გამომცემელი მატიანეთი მოიხსენიებს, და უფრო სწორიცაა მგონი ქართულად მატიანე. Lado85 (განხილვა/წვლილი) 13:13, 12 თებერვალი 2024 (UTC)
@Lado85: გომართელზეა, ალბათ, საუბარი, მთარგმნელზე. პირველ რიგში, თუ არ გამოიცემა ამ სახელწოდებით ეს ციკლი ქართულად, მსგავს რამეს ვერ მოვუფიქრებთ. მატიანე ზუსტად არის Annals (უხერხული სიტყვაა ცოტა, მაგრამ ეს არის). Annals გამოიყენება თავად შუახმელეთის ისტორიის ტომეულების სხვადასხვა თავის სათაურად და სწორედ "მატიანეს" აღნიშნავს. როგორც თარჯიმანი გვეუბნება, მეორე მნიშვნელობა აქვს ქრონიკები, მაგრამ მსგავს სათაურებს ვერ დავარქმევთ - მკითხველისთვისაც არის დამაბნეველი.
გიორგი, როგორც ვხვდები, "მატიანეთი" გადმოსცემს ციკლის მის მიერ აღქმას. დაახლოებით იგივე იქნება, რომ დავწერო "შუახმელეთის ციკლი", "შუახმელეთის ქრონიკები" და ასე შემდეგ. ამ ტომეულებს HISTORY OF MIDDLE-EARTH ჰქვია და არა STORIES OF MIDDLE-EARTH, შესაბამისად, "მატიანე" აქ ზედმეტი ჩანს.
თხზულებებს რომ დავუბრუნდეთ - თქმულებები და ნაამბობი უფრო სწორად გადმოსცემს იმას, თუ რა არის Book of Lost Tales. მწერალს კი არ დაეკარგა, არამედ მთხრობელებს დაეკარგათ (წიგნის შინაარსი ისედაც არის აღწერილი სტატიაში და ჩანს, რომ ეს ხალხის ნაამბობია და მწერალი, ასე ვთქვათ, შუამავლის როლს თამაშობს - როგორც ბეჭდების და სხვა წიგნების შემთხვევაშიც).
ბოლოს - ჯერჯერობით, სანამ ოფიციალური თარგმანები ოდესმე გამოიცემა, ბუნებრივია, რთულია რამის თქმა, მაგრამ როგორც Unfinished tales-ის, ისევე History-ს შემთხვევაში რთულია რამის თქმა. ერთ წიგნში მთლიანად არის სხვა ფორმით გადმოცემული ჰურინის შვილის ამბავი, History-ს დიდ ნაწილს კი შეადგენს ბეჭდების და სილმარილიონის ფრიად განსხვავებული, სამუშაო ვარიანტები და, ბუნებრივია, ეს ნიშნავს, რომ მთარგმნელს მოუწევს უკვე ნათარგმნი წიგნების მეორედ თარგმნა, რაც კონკრეტულად მისთვის იქნება მეტად შრომატევადი პროცესი. შესაძლოა, მომგებიანი, შესაძლოა - არა. როგორც ვნახე, იგივე რუსეთშიც კი ეს მასალები მცირე ტირაჟით არის დაბეჭდილი და თანაც - ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, რამდენიმეწლიანი შუალედებით. სხვათა შორის, რუსულად თხზულებებს წიგნს Предания ჰქვია. სწორედ რომ „თქმულებები“. ოღონდ ეს არაფერს ნიშნავს, რა თქმა უნდა.--L H R B S20 (განხილვა/წვლილი) 14:16, 12 თებერვალი 2024 (UTC)