განხილვა:ბაშკირეთი

ბოლო კომენტარი: 15 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
ეს სტატია გაუმჯობესდა პროექტ „რუსეთის ვიკიპროექტის“ ფარგლებში.

ხომ არ ჯობია ძირითადი სტატია როგორც სხვა ენებშია ბაშკორთოსტანი იყოს? სიმართლე გითხრათ ქართულად ოფიციალურად ამჟამად რომელი იხმარება არ ვიცი. იხილეთ აგრეთვე თარგი:თურქულენოვანი რეგიონები--ცანგალა () 13:25, 1 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

მაშინ ყველა -სტანი ქვეყანაც უნდა შევცვალოთ? მე მგონი ჯობია ქართული ვერსია დავტოვოთ. ა.

შენი პასუხი ვერ გავიგე. მე ვგულისხმობდი როგორც ინგლისურშია გადამისამართება ბაშკირეთიდან ბაშკორთოსტანზე ასე გაკეთებულიყო ქართულშიც. იმედია, რომ ქართულადაც იგივე იქნება როგორც სხვა ენებშიც. --ცანგალა () 18:04, 1 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

ინგლისელებს ბაშკირია აქვთ გადატანილი ბაშკორთოსტანზე. ჩვენთან სხვა შემთხვევაა: ინგლისელებს არა აქვთ საკუთარი ვერსია ამ ქვეყნების, ჩვენ კი გვაქვს. ა.

არ მეჩხუბო, მაგრამ ინგლისელებს არა აქვთ საკუთარი ვერსია ამ ქვეყნების, ჩვენ კი გვაქვს - ვერ გავიგე. 1991 წლიდან ჰქვია ბაშკორთოსტანი (ძირითადი) და ან ბაშკირეთი, მანამდე ბაშკირეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, ბაშკირეთი (ბაშკორთოსტანი)ru:Башкирская АССР, en:Bashkir Autonomous Soviet Socialist Republic. --ცანგალა () 22:48, 1 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

ქვეყნის სახელების ვერსიები მქონდა მხედველობაში. სხვების აზრსაც დაველოდოთ. ა.

მეგობრებო, ”ბაშქორთ”-ბაშკირების საკუთარი სახელია, შესაბამისად, ისინი თავიანთ ქვეყანას ”ბაშქორთოსტანს” ეძახიან. ხოლო ჩვენ თუ მათ ”ბაშკირებს” ვეძახით, მგონი, ჯობია, ”ბაშქორთოსტანის” მაგივრად ”ბაშკირეთი” ვიხმაროთ, თან მითუმეტეს, რომ ტრადიციულად, ამ სუბიექტს ”ბაშკირეთს” ვუწოდებთ... Fernando magellan 18:23, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

ru:Башкортостан და ru:Башкирская АССР ამით რისი თქმა მსურს. ე. ი. ქართულად სსრკ-ის დროს ბაშკირეთის ასსრ (ბაშკირეთი). ამჟამად კვლავ ბაშკირეთი დარჩა თუ როგორც რუსულში ქართულად ბაშკორთოსტანი ჰქვია?--ცანგალა () 19:35, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი

მე ზევით ის მქონდა მხედველობაში, რომ ბაშქორთოსტანზე თუ გადავიტანეთ, ამ ლოგიკით, ყაზახსტანიც და ყველა სხვა სტანიც ამ ფორმით უნდა დავწეროთ. - ალ-ო     @ 19:54, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
ააა, გავიგე. ბაშკირეთი და ყაზახეთი.--ცანგალა () 20:39, 4 მაისი 2009 (UTC)პასუხი
გვერდ „ბაშკირეთი“-ზე დაბრუნება.