განხილვა:ბაბარი: ფილმი
ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala
ორი წერტილის შემდეგ გამოტოვება უნდა – ბრუტ (გ) 11:01, 14 მარტი 2010 (UTC)
სწორია, გამომრჩა. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 11:25, 14 მარტი 2010 (UTC)
- ქართულში ისევე როგორც იტალიურში ფილში ფრჩხილებში ხომ არ ჩაისვას? ე. ი. ბაბარი (ფილმი)?— ცანგალა (გ) 11:57, 14 მარტი 2010 (UTC)
- და რად გვინდა იტალიური მოდელად? ინგლისურად ხომ ჰქვია Babar: The Movie? — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 12:47, 14 მარტი 2010 (UTC)
- ფილმი ოფიციალურ სახელწოდებაში შედის :) – ბრუტ (გ) 12:58, 14 მარტი 2010 (UTC)
- მაგიტომ დავტოვე ეგრე. თორემ ეგრე The Simpsons Movie-ც არსებობს. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 13:09, 14 მარტი 2010 (UTC)
- - ეს მხოლოდ კანადური ფილმი არ არის, არამედ კანადურ-ფრანგული ფილმია (ყოველშემთხვევაში მე ასე წავიკითხე) ფრანგულად კი fr:Le Triomphe de Babar ასე არის აღნიშნული. ცანგალა (გ) 13:27, 14 მარტი 2010 (UTC)
სიმართლე გითხრა, ორიგინალური სახელი მაინც არ არის მითითებული (თუკი ასეთი არის). ანიმეს სტატიებს მაგალითად, ფრჩხილებში უწერია იაპონური სახელები და მათი თარგმანი ინგლისურად). რა თქმა უნდა, ის რომ კანადურია, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ორიგინალურია, მაგრამ ინგლისურში (მაგალითად) მეორე სახელი არ არის მითითებული. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 13:38, 14 მარტი 2010 (UTC)
- film made by Canada's Nelvana Limited and France's Ellipse Programme - კანადურ-ფრანგული ფილმია. რაც შეეხება სათაურის ორ წერტილს, არ ვდავობ, მაგრამ საინტერესოა ქართული სალიტერატურო ენა რას მოითხოვს. რატომღაც ფრჩხილები მგონია, რომ მართებულია. კანადა როგორც ინგლ.-ფრანგულენოვანი ქვეყანა შეიძლება ფრანგული სათაურიც ჩავთვალოთ ორიგინალად და გვექნება ბაბარის ტრიუმფი (ეს რასაკვირველია ხუმრობით).— ცანგალა (გ) 13:52, 14 მარტი 2010 (UTC)
- დავუშვათ, ინგლისურენოვანი სახელი სწორია - ანუ სიტყვა ორი წერტილი ’ფილმი’. რა უფლება გვაქვს მისი გადაკეთების? ან რა კავშირშია სალიტერატურო ნორმები, როდესაც ფილმს (თუნდაც ინგლისურად) პირდაპირ ეწოდება - Babar: The Movie. ბაბარი: ფილმი. და არა Babar (The Movie)? — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 13:58, 14 მარტი 2010 (UTC)
- საერთაშორისო ენებს თუ გადახედავ მხოლოდ ინგლ. და ესპანური ემთხვევა. დანარჩენები სულ სხვაგვარად არის. პორტუგალიურს - დეფისი უწერიათ. მე იმის თქმა მსურს და კითხვა ვსვამ, თუ რამდენად მისაღებია ქართულში ორი წერტილი. მერე რა რომ ორიგინალში წერია - მთავარი ის არის ხოლმე ქართული სალიტერატურო ენის ნორმა რას მოითხოვს : (ორ წერტილს) , () ფრჩხილებს, — დეფისს თუ საერთოდ სხვა სათაურს როგორც ფრანგულშია. უფლება გვაქვს ორიგინალი შევცვალოთ, მაგრამ უფლება არ გვაქვს ქართული სალიტერატურო ენის ნორმები შეცვლალოთ ორიგინალის გამო. ყველა ენას ეს პრინციპი აქვს. ამიტომ არის, რომ ფრჩხილებში ყოველთვის წერენ ორიგინალის სათაურს და მის გამოთქმას. ცანგალა (გ) 14:10, 14 მარტი 2010 (UTC)
- ხომ არსებობს ცნობილი თამაში Populous: The Beginning - ესეც მისი სახელი. და კიდევ არა ერთი მაგალითია. ყველგან ფრჩხილებში გავიტანოთ სახელი?— ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 14:13, 14 მარტი 2010 (UTC)
- მე მხოლოდ ვიკითხე. ნახე ზევით როგორ დავწერე ხომ არ ჩაისვას, რადგან დარწმუნებული არ ვარ. რაც შეეხება Populous: The Beginning - ეს ხომ ორიგინალ ენაზეა და არა ქართულად. აი როდესაც თარგმანი გვექნება დისკუსიაც მაშინ წამოიჭრება.— ცანგალა (გ) 14:54, 14 მარტი 2010 (UTC)
- და რა მნიშვნელობაა, იქნება თუ არ იქნება? მე ვსაუბრობ პრინციპის შესახებ - რომელი უნდა იქნას გამოყენებული. შესაძლოა, საერთოდ ფრანგული სათაური გამოვიყენოთ, თუკი დამტკიცდება, რომ პირველად ფრანგულ ენაზე გავიდა. — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 14:56, 14 მარტი 2010 (UTC)
- კანადური ანიმაციური ფილმი - ეს კი ნამდვილად უნდა შეიცვალოს და ჩაიწეროს კანადურ-ფრანგული. რაც შეეხება ფრჩხილებს დაველოთ სხვების აზრსაც.— ცანგალა (გ) 14:59, 14 მარტი 2010 (UTC)