განხილვა:აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)

ბოლო კომენტარი: 7 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Avelum თემაში „თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე“

ამის სახელი სწორია? აჰმედ ხომ არ უნდა იყოს? როგორც აჰმედ-ფაშა (ჯაყელი). —დათო 12:35, 1 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

ჰო, ალბათ უფრო აჰმედია თუმცა წყაროში აჰმეთი წერია. გადამაქვს, ოკ? --Kober 13:50, 1 ნოემბერი 2008 (UTC)პასუხი

„თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე“

რედაქტირება

აჰმედ მელაშვილმა იმ დონის ქართული არ იცოდა, რომ ეთარგმნა ქართველი კლასიკოსი მწერლები. თუ თარგმნა, რომელი კლასიკოსები არიან ეგენი? საქართველოს ისტორიისა და კულტურის შესახებ სტატიები სად გამოექვეყნა? თუ სტატიებით წიგნი „გურჯისტანი" იგილისხმაბა, ისიც რამდენიმე მწერლის სტატიების კრებულია:

https://tetripiala.files.wordpress.com/2016/08/gc3bcrcc3bcstan.pdf

არც მას „თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძეს“ ეძახდნენ. თურქეთში მცხოვრებმა ქართველებმა მაშინ საიდან იცოდნენ ილია ჭავჭავაძე?! მელაშვილზე გიორგი კალანდიას გადაცემაზე თვითონ ლია ჩლაიძე იხსენებს, რომ მას ერთხელ ხუმრობით უთხრა შენ თურქეთის ქართველების ილია ჭავჭავაძე ხარო. ეგ ყველაფერი გამოგონლია... ამის მიზეზი ფრიდონ ხალვაშის „ომრში" ღიად ჩანს -გვ. 184-191; 206-209.

ჟურნალ "ჩვენებური" 1972 წელს კი არა 1977 წელს გამოვიდა სტოკჰოლმში...

და საიდან ვიცით, რომ „რუხი მგლებმა“ მოკლეს? --Avelum განხილვაწვლილი 18:55, 21 დეკემბერი 2016 (UTC)პასუხი

გვერდ „აჰმედ ოზქანი (მელაშვილი)“-ზე დაბრუნება.