განხილვა:ასგარდი (ვარსკვლავთკარიბჭე)
ბოლო კომენტარი: 16 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა წკაპო
ქართულად მართებულია აზგარდი - ქსე, ტ. 1, გვ. 185, თბ., 1975. სკანდინავიურ მითოლოგიაში უზენაესი ღმერთების - აზების ადგილსამყოფელი. ვერ ვხვდები რატომ არის სათაური ვარსკვლავთკარიბჭე: ასგარდი და არა ასგარდი (ვარსკვლავთკარიბჭე). ამ შემთხვევაში გასარკვევია გასარკვევია ს თუ ზ? მაგ. ამაღლება (ვარსკვლავთკარიბჭე) --ცანგალა (გ) 15:53, 3 სექტემბერი 2008 (UTC)
- საკმაოდ მართებული შენიშვნაა, მეც საკმაოდ ბევრი ვიფიქრე ამაზე და ასგარდზე შევაჩერე ჩემი არჩევნი, რამეთუ ასე უფრო ვარ შეჩვეული (ფრანგულის გავლენით), თუ მართლაც ასგრადია ქსე-ს თანახმად, საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, შევცვალოთ. რაც შეეხება ფრჩხილებსა და ორწერტილს, მართალი გითხრათ, არ ვიცი, რომელი უფრო ვიკიურია, მე ფრჩხილებს უფრო მივანიჭებდი უპირატესობას, მაგრამ ვიკიში, რამდენადაც დავუკვირდი ვიკის ენის სინტაქსს, მსგავს გამყოფად უფრო ორწერტილი გამოიყენება, ამიტომ ვიყენებ ორწერტილებს. თუ ფრჩხილები სჯობია, იყოს ფრჩხილები. რამე რობოტი არ არის რომ გადაუაროს სტატიებს და ჩაასწოროს? --წკაპო 16:52, 3 სექტემბერი 2008 (UTC)