განხილვა:არაბული დამწერლობა

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Dato deutschland

მინდა პატარა შესწორებები შევიტანო. პირველ რიგში, ﻕ ეს არის "კ" და არა "ყ", მეორე არაბულ ენაში არის ე.წ. "რბილი ზ", "მაგარი ზ" და უბრალოდ "ზ", ალბათ ცუდი არ იქნება თუ მივუთითებთ :) შემდეგ, არსებობს "სახეცვლილი თანხმოვნები", რომლებიც საკმაოდ ხშირად იხმარება თანამედროვე არაბულში, მათი დამატებაც საჭიროა და ბოლოს, არაბულში გარდა თანხმოვანებისა, არის ხმოვანის აღმნიშნელი "არტიკლები" და ე.წ. "სუქუნები", მათი მითითებაც ცუდი არ იქნება. :) -- მერო     07:18, 30 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ბოდიშს ვიხდი, "არტიკლები" მითითებული ყოფილა, მაგრამ თუ რა ბგერას გადმოცემენ არაა დაკონკრეტებული :) -- მერო     07:21, 30 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი
ბატონო მერო, საგულისხმოა, რომ სრულიად ვეთანხმები თქვენს მოსაზრებას. მაგრამ კარგი იქნება თუ ზუსტი ქართული ტრანსკრიფცია იქნება მითითებული; რამეთუ ჩემი დეარგ-დუე სინამდვილეში ჯერეგ დუ აღმოჩნდა ირლანდიულად :) ის ბოლო სიტყვაც ჯერ არ დამიზუსტებია :) მოკლედ, რისი თქმა მინდა... თუ იხელმძღვანელებ არაბულის რაიმე ქართული სახელმძღვანელოთი კარგი იქნება, გადმოქართულება "на лету"-ც მისაღებია, მარა მაშინ სადმე უნდა მიუთითო, რომ ზოგიერთი რაღაც რაშიც დარწმუნებული არ ხარ დასაზუსტებულია. უი, არაბული იცი? :P --გიგა პასუხი 07:31, 30 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი
ბატონო გიგა, არაბულს ადრე ვსწავლობდი, რა თქმა უნდა ბევრი რამ დამავიწყდა, მაგრამ ელემეტარული სიტყვები, და ანბანი ასე თუ ისე მახსოვს :) მაგალითს მოვიყვან: არაბულ სახელმძღვანელოში ეწერა "ცალკე მდგომი, მარცხნივ გადაბმული, ორმხრივ გადაბმული და მარჯვნივ გადამბული" (ანბანის თავისებურებაზე მაქვს საუბარი), თუმცა აქ მე შენიშვნა არ გამიკეთებია, რადგან სტატიაში როგორც წერია ისიც სწორეა (აზრი არ იკარგება). მაგრამ როცა ასო "კ"_ს "ყ"_ს უწოდებ (ﻕ), ეგ უკვე დიდი შეცდომაა. ასევე წერია ხმოვნების და სხვა აღმნიშვნელები: ფათა, კარშა, დამმა, სუკუნ (სწორეა სუქუნ), შადდა." მაგრამ ვინც არ იცის ვერ მიხვდება, რომელი რა ხმოვანს გადმოსცემს. ფათა – ა, კარშა – ი, დამმა – უ, სუქუნ – "მუნჯი" (ბგერას არ გადმოსცემს). და რაც შეეხება "ზ"–ს, აქ ცოტა მეხსიერება მღალატობს, ზუსტად არ მახსოვს რომელია "რბილი" და რომელი "მაგარი". ამიტომ ვარაუდზე ვერ დავწერ :)-- მერო     09:01, 30 ნოემბერი 2007 (UTC)პასუხი

ასოების სახელწოდებები გადმოვწერე ქსე-დან ("არაბული დამწერლობა"). ქსე-ში მარტო ასოების სახელწოდებებია და ტრანსკრიპცია (ეს "მნიშვნელობა" არ უნდა იყოს) არ არის მოცემული. რაც შეეხება ﻕ-ს, ქსე-ს მიხედვით მისი სახელწოდება არის "კაჶ". ეს ცოტა არ იყოს გამიკვირდა. მეც აქ "ყ"-ს ველოდებოდი, რადგან, ჯერ ერთი, პირში წარმოთქმის ადგილის მიხედვით ﻕ უფრო ახლოა ყ-სთან, ვიდრე კ-სთან; მეორე, ქართულში არაბულიდან ნასესხებ სიტყვებში ﻕ-ს ადგილას ჩვეულებრივ "ყ" არის, მაგ., "ყაიდა", "ყალიბი", "მუყაითი", "ყასაბი", "ყურანი" და ა.შ. ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ასოს "ყ"-თი გადმოწერასაც გარკვეული საფუძველი აქვს. მაგრამ რახან ქსე "კაჶ"-ს წერს, ტრანსკრიპციაც ალბათ "კ" იქნება. იქნებ სხვა წყაროებშიც გადაამოწმოთ. "ზ"-სთან დაკავშირებით, ძალიან დარწმუნებული კი არა ვარ ამ შემთხვევაში კონკრეტულად რას ეძახიან რბილსა და მაგარს, მაგრამ ალბათ მაგარი თანხმოვნებია ეს ოთხი ﺹ, ﺽ, ﻁ, ﻅ (ფონეტიკაში ამათ ფარინგალიზებულს უწოდებენ). ხმოვნების შესახებაც თუ ინფორმაცია ჩაემატება, კარგი იქნება. ქსე წერს "სუქუნს" და არა "სუკუნს". - Island 04:06, 1 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

მადლობა გამოხმაურებისთვის :) მე სამწუხაროდ ქსე ჯერ არ მაქვს, თორე დამოუკიდებლადაც შევამოწმებდი. სხვა სახელმძღვანელოც თან არ მაქვს, რომ გადავამოწმო. მაგრამ დარწუმებული ვარ რომ "ﻕ" არის "კ", (რაცას ქსე–ც ადასტურებს). რაც შეეხევა იმ სიტყვებს, მე არაფერი მსმენია, მარტო შემიძლია ვივარაუდო რომ ისინი ასო "ﻉ" (ყაინ)_ით იწერება. :) და "ზ"–სთან დაკავშირებით სწორე ხარ, მეც ასე მახსოვდა, (თუმცა გასარკვევია "რბილი" რომელია) :) -- მერო     14:11, 1 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი


გამარჯობათ ხალხო. ეს სტატია მე დავიწყე. ჩემი დაწერილია ის ”სუკუნიც”. ჩემთვის არაბული ანბანი არავის უსწავლებია, მეთვითონ ვისწავლე, ამიტომ მგონი მეპატიება ”სუკუნი” და ”ﻕ” :)). ამიტომ დაწერეთ სუქუნ Dato deutschland 14:07, 9 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

რატომ შეერთდა სტატია არაბული ანბანი და არაბული დამწერლობა? de:Arabisches Alphabet de:Arabische Schrift გთხოვთ ენის სპეციალისტებმა გადაწყვიტეთ.ცანგალა () 18:55, 24 თებერვალი 2008 (UTC)პასუხი


არაბული ანბანი უნდა შეერწყას ამ სტატიას :) ქართულ ვიკიში რატომღაც ანბანის მაგივრად დამწერლობას ვიყენებთ :) --გიგა პასუხი 14:57, 9 დეკემბერი 2007 (UTC)პასუხი

ალიფი „ა“ არ არის და ყაინი (რომელსაც დაჟინებით ʻაჲნ–ით მოიხსენიებთ) ხმოვანი არაა! (ნუ რომ ქართული შესაბამისი „ყ“ არის, ეგ უკვე ნათქვამი მაქვს) წყარო? 126-ე სკოლის ბიბლიოთეკას ჩავაბარე :P -- მერო     17:49, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

window-shi diakritikul nishnebs ver vxedav. mat magivarad suratebi rom aitvirtos ar jobia? - ალ-ო     @ 18:19, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
კი უკეთესი იქნება:) რაც შეეხება ალიფს და ყაინს, ალიფი არის ხმოვანი (ზოგადად) და შეიძლება ა-ც იყოს, ო-ც და უ-ც. ყაინი კი ქართულად არის აინი. ხოლო თვითონ არაბულ ენაში იკითხება, როგორც (მეგრული ასო) (წყარო: IPA). DatoDeutschlandAntwort 18:46, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი


– ალიფი არაბულში თანხმოვანია. არაბები ხმოვნებს ძალიან იშვიათად წერენ; მხოლოდ ყურანს და დაწყებითი კლასების წიგნებს.--pirtskhalava 19:08, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ვეთანხმები. უფრო ზუსტად ალიფი „მუნჯია“, მას თავისი ბგერა არ გააჩნია. ის იხმარება სიტყვის დასაწყისში, თუ ის ხმოვნით იწყება, ანდა როგორც „ა“ ხმოვნის გამაგრძელებელი (როგორც ვავ-ი აგრძელებს უ-ს, და იოტა — ი-ს) -- მერო     19:15, 18 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
მართალია, არაბულში ხმოვნები საერთოდ არც არსებობს. მაგრამ დიაკრიტიკული ნიშნებისა და ალიფის საშუალებით შეიძლება ჩაიწეროს ხმოვანიც. მაგალითად: آ - ა, اِ - ე, اَ - ა, اُ - ო. მგონი ასეა :). დიაკრიტიკული ნიშნები მომწონს, მაგრამ როგორ იკითხება არ მივუწეროთ? :). DatoDeutschlandAntwort 07:09, 19 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
„ე“ და „ო“-ს მაგივრად „ი“ და „უ“ , დანარჩენი სწორია :) -- მერო     07:44, 19 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
მგონი ცუდი წყარო არაა: Short vowels და ეს წინაზე, ხმოვნის გაგრძელებასთან დაკავშირებით რაც ვთქვი Long vowels -- მერო     07:52, 19 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
ჰო, ეგ ყველაფერი ქართულად რომ ვთარგმნოთ ცუდი არ იქნება.... DatoDeutschlandAntwort 08:07, 19 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

ز – ამის სახელია ზაინ და არა ზაი

ذ - ეს დ–ს უფრო ჩამოჰგავს ვიდრე ზ–ს

ჰო – სამი ჰურუფსგარეთა ნიშანი აკლია – ء ჰამზა, ى ალიფ მაყსურა და ة— თა მარბუტა — — Sayfulhaqq განხილვაწვლილი 06:09, 25 აპრილი 2010 (UTC)პასუხი

ზაინის შემთხვევაში მართალი ხართ, ჩავასწოროთ. რაც შეეხება ذ ასოს, ესაა დ–სა და ზ–ს შორის გარდამავალი ბგერის აღმნიშვნელი ნიშანი. ქართულად ტრანსკრიბირებისას იგი გადმოდის როგორც ზ. ასევე აზერბაიჯანული ანბანის არაბულ ვარიანტში ამ ასოს ლათინური z შეესაბამება: آذربایجان – Azərbaycan. რაც შეეხება ჰამზას, ალიფ მაყსურასა და თა მარბუტას (ასევე მადდა და ლამ–ალიფი), ისინი არაბულ ანბანში არ არიან შეყვანილი, როგორც ასოები. ცალკე არიან, დიაკრიტიკული ნიშნების მსგავსად. ალბათ კარგი იქნება თუ მათ შესახებ ცალკე ქვეთავი გაკეთდება. — დათო პასუხი 09:02, 25 აპრილი 2010 (UTC)პასუხი
გვერდ „არაბული დამწერლობა“-ზე დაბრუნება.