განხილვა:ანდრია კოლმოგოროვი

ბოლო კომენტარი: 18 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro თემაში სახელი

სახელი

რედაქტირება

ანდრია თუ ანდრეი? ქართულად მართებულია ანდრია.Zangala 15:16, 9 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ასე თუ გაგრძელდა მაშინ ჯორჯ ვაშინგტონის ნაცვლად გიორგი ვაშინგტონი უნდა ვწეროთ. ზოგ შემთხვევაში სახელის ფორმა იმდენად არის დამკვიდრებული, არა მგონია ტარკოვსკი ან რუბლიოვი ვინმემ ანდრია–დ აღიქვას, მოცემულ ვარიანტში რედირექტი გავაკეთოთ და პრობლემა მოიხსნება. ანდრია მოციქულის არგუმენტი აბსოლუტურად დაუსაბუთებელია, აქ შედარება არ გამოვა, ვაშლის მსხალთან შედარება არ შეიძლება. ჯუზეპე მაშინ იოსები უნდა იყოს და ა.შ. მე იმის თქმა მსურს, რომ თუ რომელიმე კონკრეტული სახელი დაფიქსირებულია უკვე ენაში, მაშინ ეს შევინარჩუნოთ, ხელოვნურად კი ნუ მივიღებთ გვარ–სახელების ეკლექტურ ფორმებს, აქ შეიძლება ჩემსავე თავს ვეწინააღმდეგები (პეტრე პიოტრ–ის ნაცვლად), თუმცა მგონია რომ თუკი სახელი უკვე დამკვიდრებულია ქართული ფორმით, მხოლოდ ამ შემთხვევაში უნდა ვწეროთ ამ ფორმით, თუ არადა უნდა გადმოვიტანოთ იმ წესების თანახმად რომელიც არსებობს.--linguistus 15:54, 9 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

მეც იგივე აზრზე ვარ, უბრალოდ ზოგჯერ ცოტა არ იყოს ბუნდოვანია რა არის დამკვიდრებული და რა არა, ორივე ფორმას გადამისამართება მაინც რომ ჰქონდეს სასურველია. Alsandro 16:03, 9 ივნისი 2006 (UTC)პასუხი


ქართული საბჭოთა ენციკლოპედია ტ. 5, გვ. 584 - ამით იმის თქმა მინდა, რომ ეს პიროვნება (კოლმოგოროვი) უკვე დამკვიდრებულია ქართულ ენაში, როგორც ანდრია. ხოლო რაც შეეხება ანდრია მოციქულს, ყველა წმინდანების სახელი ყოველთვის ითარგმნება (ანდრია, ნიკოლოზი, პეტრე) და რადგანაც ტარკოვსკი, ანდრეი - ზე წყარო არ მქონდა ამიტომ მოვიყვანე ანდრეი მოციქული მაგალითად. სახაროვი, ანდრია - იგივე ენციკლოპედია ტ. 9 , გვ. 241. მე თანახმა ვარ გაკეთდეს რედირექტი ოღონდ მთავარი სტატიები იყოს ანდრია და არა ანდრეი. რუბლიოვი, ანდრეი რატომ არ არის ? ქართულ ენაში დამკვიდრებულია ანდრია.Zangala 16:12, 9 ივნისი 2006 (UTC)

გვერდ „ანდრია კოლმოგოროვი“-ზე დაბრუნება.