განხილვა:ალბერტ აინშტაინი

ბოლო კომენტარი: 18 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Alsandro
სტატია „ალბერტ აინშტაინი“ გაუმჯობესდა პროექტ
„ნობელის პრემია ვიკიპედიაში“ ფარგლებში.

უნდა ვიხმაროთ ქვანტი, ქავნტური ფიზიკა და არა კვანტი, კვანტური თეორია და ა.შ. ქართულს აქვს შესაძლებლობა ბგერა ”ქ”-ს გამოთქმის, რაც არ გააჩნია მაგ. რუსულს. შედარებისთვის: ჩვენ ვწერთ ”აინშტაინი”, ”ფროიდი”; რუსები წერენ ”ეინშტეინი”, ”ფრეიდი” ... Dobo 15:24, 20 აპრილი 2006 (UTC)პასუხი


არ გედავები - მაგრამ როგორც ვიცი საქართველოში ჯერ კიდევ (შეიძლება უკვე გადაწყდა) დავა არის (რომ იყო ვიცი) თვით მეცნიერებს შორის, თუ რომელი დამკვიდრდეს ძველი "ქ" თუ ახალი "კ". ყოველგვარ ცვლილებას ამტკიცებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ენათმეცნიერების ინსტიტუტი ქართული ენის სალიტერატურო ნორმების მიხედვით. Zangala 15:35, 20 აპრილი 2006 (UTC)პასუხი

რამდენად მართებულია - "ებრაელი ფიზიკოსი-თეორეტიკოსი" Zangala 11:34, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ებრაელია დედითაც და მამითაც და აბა სხვა ვინ უნდა იყოს? Alsandro 12:19, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ის თავის ებრაელობას დიდ ყურადღებას არ აქცევდა, როგორც ნორბერტ ვინერი და კიდევ ბევრი სხვა. შესაბამისად არ წერენ ხოლმე ნორბერტ ვინერზე და აინშტაინზე "ებრაელი", არამედ "ებრაული წარმოშობის"... თუმცა ესეც ზედმეტია ჩემი აზრით.--linguistus 12:23, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

გეთანხმები - ებრაელი რომ არის ეს მთელმა მსოფლიომ იცის, მაგრამ ებრაელი ფიზიკოსი - ეს არ გამიგია. ან საერთოდ ამოვიღოთ - ან ებრაული წარმოშობის უნდა იყოს.--Zangala 12:26, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

მე იმის თქმა მსურს, რომ მთელი ცხოვრება აინშტაინი კოსმოპოლიტიზმის მომხრე იყო და "ებრაელის" ან "მოქალაქის" მითითება, ამ შემთხვევაში შეურაცხმყოფელი იქნებოდა მისთვის, თუმცა ის მკვდარია და ზუსტად ვერ დავადგენთ:), მარა ერთი რამ ფაქტია ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ ვიკი–ში, The Columbia Encyclopedia-ში, ქართულ საბჭოთა ენციკლოპედიაში და სხვაგან დამეზარა ძებნა "ებრაელი" არ წერია. წერია "ფიზიკოს–თეორეტიკოსი" და მორჩა. ჩემი აზრით ამოსაღებია.--linguistus 12:27, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

ამოვიღოთ. Zangala 12:29, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

კი ბატონო, მაგრამ სულით და გულით ებრაელი იყო, დიდი მომხრე ებრაული სახელმწიფოს (ისრაელის) შექმნის და მგონი პირველ პრეზიდენტად უნდა აერჩიათ. ამოიღეთ, მაგრამ ეროვნულ კუთვნილებას ხომ ვერ წავართმევთ? Alsandro 12:37, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი

როგორც ინგ. სტატიაში წერია მეორე მრეზიდენტობა შესთავაზეს, მაგრამ უარი თქვა ხალხის მართვის ნიჭი არ მაქვსო (თუმცა სხვა წყაროებიდან სხვაგვარად მახსოვდა). ებრაული წარმოშობის იმიტომ წერია, რომ ნატურალიზებული ამერიკის მოქალაქე იყო და იქ არდაბადებულ მოქალაქეებს ყველას ასე იხსენიებენ... (იგივე ითქმის ალბათ პოლონელი წარმოშობის ხალხზე საქართველოში, რამდენიმე სტატია მაქვს დაწერილი ადრე)... Alsandro 12:48, 14 ივნისი 2006 (UTC)პასუხი
გვერდ „ალბერტ აინშტაინი“-ზე დაბრუნება.