განხილვა:Земфира (ალბომი)

ბოლო კომენტარი: 17 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

ამას "ზემფირა (ალბომი)" რომ ერქვას რა დაშავდება? - ალ-ო / 06:41, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

უბრალოდ სტილის ამბავის, დანარჩენი ალბომები რუსული სახელწოდებით იქნება და მარტო ერთი ხო არ იქნება ქართულად? გიგა 07:55, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

მემგონი კაი იქნება, რომ გაკეთდეს მრავალმნიშვნელოვანი ზემფირა, და მიეთითოს ამ ალბომზე ბმული და თვით მომღერალზე.ზაური () , 14:04, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

უკვე ყოფილა ეგეთი რაღაც
ეგ იმ შემთხვევაში თუ თარგმნა ან გაქართულება ძნელია, აქ კი საკმაოდ ადვილია. ჩემთვის წარმოუდგენელია ამგვარი სათუარით სტატიის მოძიება (რუსულად ვერ ვბეჭდავ). - ალ-ო / 16:46, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

en:Zemfira, en:Forgive Me My Love - თარგმანებია გაკეთებული ე. ი. რუსულად არ არის. ჩვენ ადრე შევთანხმდით, რომ ქართული ვიკიპედია იყოს რაც შეიძლება ქართულენოვანი. მხოლოდ იმ სტატიებს ვტოვებდით, რომლის თარგმნას ვერ ვახერხებდით (კომოპიუტერული პროგრამები, ალბომები, ზოგზე ვერ ვთანხმდებოდით თარგმანზე და ა. შ.). ჩემი აზრით არ არის სასურველი ყველა ენაზე იყოს. გთხოვთ მანახოთ მაგალითი, თუ რომელ ვიკიპედიაში არის ქართული შრიფტით სათაური? მე პირადად მომხრე ვარ ქართული ვიკიპედია იყოს მაქსიმალურად ქართულენოვანი. შეიძლება ვცდები. ალბათ მომავალში ვიხილავთ სტატიებს სხვაენოვანი სათაურებით (არაბული, თურქული, იაპონური, ივრითი, ჩინური, ჩეხური და ა. შ.). --ცანგალა () 17:38, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

პრინციპში, რუსული სათაურების გადათარგმნა ან ქართული ასოებით დაწერა კიდევ მოსულა, თუმცა ყოველთვის მომხრე ვიყავი რომ ინგლისური ჯგუფის სახელწოდებები მკაცრად ინგლისურად ყოფილიყო ყველგან :) ინგლისური ალბომების სათაურების თარგმნა ცოტა რთული იქნება, განსაკუთრებით პოპ მუსიკის შემთხვევაში. მაგ.: "ქალიშვილივით" მადონას მეორე ალბომია, ან "პარატარავ, კიდევ ერთხელ" ბრიტნი სპირსის სადებიუტო სიმღერაა, რომელიც იმავე სახელწოდების ალბომში შედის :)) რუსულის თარგმნა ალბათ იმიტომაა უფრო მარტივი, რომ დაახლოებით მსგავსი შინაარსის სიმღერები გვაქვს და მეტად მისაღებია :) --გიგა 18:26, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

P.S. სულ მაინტერესებდა იაპონელებს რომ თავისი დამწერლობით უწერიათ (ნუ, მართალია, მგონი, არატრადიციულით), როგორ გადმოაქვთ ჯგუფების სახელწოდებები და ალბომების ლათინური და/ან რუსული დასახელებები. Island დამეხმარე :) --გიგა 18:34, 10 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

იაპონიაში ძალიან დიდი ხანია ამერიკული კულტურა მასიურად შემოდის და იაპონურ ენაში უამრავია ინგლისურიდან ნასესხები სიტყვბი, რომლების გარეშე ახლა ვერც საუბრობენ ნორმალურად. ამის გამო რაღაცნაირად მყარად ჩამოყალიბებულია, თუ როგორ უნდა იწერებოდეს ინგლისური სიტყვები იაპონური ანბანით. სახელმწიფო ორგანოს მიერ დადგენილი ოფიციალური სტანდარტიც არსებობს, რომელსაც იცავს მასმედია (და პრინციპში აქედან იციან ნორმა). ამიტომ რამე ინგლისური სიტყვა ასე უნდა დაიწეროს თუ ისე, ასეთი დავა ნაკლებად ხდება. ხოლო, ალბომებს რაც შეეხება, მაგალითად, მადონას ალბომები იაპონიაში როცა იყიდება, ზედ იაპონური ანბანითაც აწერია სახელი და ეს არის იაპონიაში იმ ალბომის ოფიციალური სახელწოდება. როგორც გადავხედე, იაპონურ ვიკიპედიაში შეთანხმებაა, რომ ალბომების სახელები ძირითადად იაპონური ანბანით უნდა იწერებოდეს. - Island 04:35, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

გაიხარე Island, ეს მინდა მეც, რომ ვიკიპედიაში იყოს დაცული ქართული სალიტერატურო ენის ნორმები, რომელსაც ადგენს ენის სამმართველოსთან არსებული ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისია. ამ პრობლემის გადაწყვეტაში დიდი იმედი მაქვს ვიკიპედიის მომხმარებლის მომხმარებელი:Ljova, რომელიც ამ კომისიის წევრია. ჩვენ, სადაც გვექნება პრობლემა და თუ ვერ შევთახმდებით მივუთითოთ კატეგორია:ქართული სალიტერატურო ენის ნორმების პრობლემები, ხოლო მომხმარებელი:Ljova დაგვეხმარება ამ კომისიის საშუალებით მათ გადაჭრაში. იმედია ამაზე იგი(მომხმარებელი:Ljova) უარს არ გვეტყვის. ხოლო მომავალში ვისურვებდი, რომ ჩვენ კი არ ვწეროთ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული სტატიების მიხედვით, რომელსაც დამკვიდრებულს ვეძახით, არამედ მათ წერონ ვიკიპედიიდან ქართული სალიტერატურო ენის ნორმებით მიღებულს ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის მიერ.--ცანგალა () 10:00, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

მაგრამ, სამწუხაროდ, ენის კომისია ვერ დაადგენს ამა თუ იმ ალბომის საქართველოსთვის მისაღებ დასახელებას :) ერთადერთი ალბათ უნდა თქვან - უნდა ითარგმნებოდეს სიმღერის, ალბომის, ჯგუფის დასახელება, ტრანსლიტერაციით გადმოდიოდეს ანუ ქართული ასოებით (მაგ.: ჰეავენ იზ ე ფლეის ონ ერზ :)) თუ უცვლელი რჩებოდეს :) --გიგა 10:47, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

თარგმანი არც მიგულისხმია. მაგ. Backstreet Boys - ბექსთრით ბოიზი უნდა დაიწეროს ქართულად თუ ბექსტრით ბოიზი ე. ი. მართლწერა. ეს საკითხი გავა კომისიაზე იხ. განხილვა:ბექსთრით ბოიზი. --ცანგალა () 11:00, 11 ოქტომბერი 2007 (UTC)პასუხი

გვერდ „Земфира (ალბომი)“-ზე დაბრუნება.