ჯეიმზ განდოლფინი

(გადამისამართდა გვერდიდან განდოლფინი, ჯეიმზ)

ჯეიმზ განდოლფინი (ინგლ. James R. Gandolfini; დ. 18 სექტემბერი, 1961, ვესტვუდი, ნიუ-ჯერსი — გ. 19 ივნისი, 2013, რომი, იტალია) — ამერიკელი კინოსა და თეატრის მსახიობი. ყველაზე უკეთ ცნობილია მაფიის ბოსისა და ოჯახის უფროსის ტონი სოპრანოს როლით HBO-ს მრავალგზის დაჯილდოებულ ტელესერიალში „სოპრანოს კლანი“ (The Sopranos), რომლის დებიუტი 1999 წელს შედგა. სოპრანოს კლანში მთავარი როლისთვის სამი ემით დაჯილდოვდა საუკეთესო შესრულებისთვის.

ჯეიმზ განდოლფინი

განდოლფინი 2010 წელს
დაბადების სახელი რიჩარდ დეილ ჯენკინსი
დაბადების თარიღი 18 სექტემბერი 1961
ვესვუდი, აშშ
გარდაცვალების თარიღი 19 ივნისი, 2013 (51 წლის)
რომი, იტალია
საქმიანობა მსახიობი
აქტიური 1987–2013

ბიოგრაფია

რედაქტირება

დაიბადა ვესტვუდში, ნიუ-ჯერსის შტატში, სწავლობდა პარკ-რიჯის საშუალო სკოლაში. კომუნიკაციების დარგით ბაკალავრის ხარისხი აქვს რატგერსის უნივერსიტეტიდან.

იტალიელი ემიგრანტების შთამომავალი, ჯეიმზ განდოლფინი პირველად გადასაღებ მოედანზე მეგობარს გაჰყვა გულშემატკივრობის გასაწევად. მას შემდეგ ისეთ ფილმებში მიიღო მონაწილეობა, როგორიცაა „8მმ“, „მექსიკელი“, „ბოლო ციხესიმაგრე“, „ადამიანი, რომელიც არ არსებობდა“ და მცირე, თუმცა თვალშისაცემი როლით მწვავე თრილერში „ნამდვილი რომანი“.

გარდაიცვალა 2013 წლის 19 ივნისს, იტალიის დედაქალაქ რომში.

ფილმოგრაფია

რედაქტირება
წელი ქართულად მშობლიური სახელწოდება როლი
1995 დაიჭირე ჯუჯა Get Shorty დათვი
1997 ის ისე საყვარელია She's So Lovely კიფერი
1997 12 განრისხებული მამაკაცი 12 Angry Men მსაჯული N6
1999 8 მმ 8mm ედი პული
1999–2007 სოპრანოს კლანი The Sopranos ტონი სოპრანო
2001 მექსიკელი The Mexican უინსტონ ბოლდრი
2001 ადამიანი, რომელიც არ არსებობდა The Man Who Wasn’t There დიდი დეივი
2001 ბოლო ციხესიმაგრე The Last Castle პოლკოვნიკი უინტერი
2006 მეფის მთელი მხედრიონი All the King's Men ქონდარა დაფი
2009 იქ, სადაც ველური არსებები ცხოვრობენ Where the Wild Things Are კეროლი
2012 მთავარი სამიზნე Zero Dark Thirty ცსს-ს შეფი
2012 მოკალი მშვიდად Killing Them Softly მიკი
2013 წვეთი The Drop მარვი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება