განათლება მონღოლეთში
განათლება მონღოლეთში - განათლების სისტემა მონღოლეთში. ისევე როგორც ბევრ პოსტ-სოციალისტურ ქვეყანაში, მონღოლეთის სასკოლო სისტემა ათწლიანიდან თორმეტწლიანი განათლებისკენ გადაინაცვლა, მათგან საცალდებულო ცხრაა. 2008 წელს ოფიციალური სასკოლო ასაკი 6-მდე შემცირდა. სასწავლო წელი იწყება 1 სექტემბერს. მოქმედებს საჯარო და კერძო სკოლები, საჯარო სკოლებს ხშირად ახლავთ პანსიონი ბავშვებისთვის ქვეყნის გარეუბნებიდან, დიდ ქალაქებში მოქმედებს კერძო სკოლები ფოკუსით ინგლისურის, რუსულის, თურქულის, ჩინურის და გერმანულის სწავლებაზე.
მონღოლეთის განათლების ტრადიციული სისტემა დაფუძნებული იყო რელიგიაზე და ეზოთერიზმზე, კომუნისტური რეჟიმის დაწესების შემდეგ XX საუკუნეში მან კოლოსალური ცვლილებები განიცადა. ჩატარდა რეფორმები, რომელთა შედეგად აღიკვეთა რელიგიაზე დამყარებული განათლება. ახალი სისტემა ეფუძვნებოდა განათლების საბჭოთა სისტემას და ხელს მნიშვნელოვნად უწყობდა სწავლის ხელმისაწვდომობას მონღოლეთის მოქალაქეებისთვის. ცვლილებებს შორის იყო ტრადიციული მონღოლური დამწერლობიდან გადასვლა კირილიცას ანბანზე. უფასო დაწყებითი სკოლის დაწესებამ ხელი შეუწყო.წერა-კითხვის ცოდნის დონის ამაღლებას. 1990-იან წლებში დემოკრატიისა და თავისუფალ ბაზარზე გადასვლამ უარყოფითი გავლენა იქონია მონღოლეთის განათლებაზე, თუმცა ეს შეფერხებები უმეტესად დაძლეული იქნა ეკონომიკის განვითარების შედეგად. ამოქმედდა არაფორმალური დისტანციური სწავლების პროგრამები, რომლებსაც აფინანსებს მთავრობა უცხოურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად. დღეს მონღოლეთში განათლებას ზედამხედველობას უწევს განათლების, კულტურისა და მეცნიერების სამინისტრო.
ისტორია
რედაქტირებაXX საუკუნემდე
რედაქტირებამონღოლეთში განათლებას ტრადიციულად აკონტროლებდნენ ბუდისტი მონასტრები და მხოლოდ ბერებით შემოიფარგლებოდა. ტიბეტური ენა სწავლების, კანონიკური და ლიტურგიკული ენა იყო. უმაღლესი დონის განათლება დიდ მონასტრებშიიყო ხელმისაწვდომი. ოფიციალური წოდებების მისაღები სწავლება მრავალ წელს გრძელდებოსა. გარდა მედიცინისა, რომლის შესწავლა მცენარეების და ფარმაცევტიკის შესწავლას მოიცავდა, უმაღლესი განათლება რელიგიური, ეზოთერული და არაამქვეყნიური იყო. მონასტრებში ისწავლებოდა ოთხი მიმართულება: ფილოსოფია და ბუდისტური დოქტრინა; მედიცინა; მათემატიკა, ასტროლოგია და მკითხაობა და დემონოლოგია და დემონების განდევნა. XX საუკუნის დასაწყისში ოფიციალურმა პირებმა და შეძლებულმა.ოჯახებმა კერძო მასწავლებლების აყვანა დაიწყეს, მთავრობის მუშაკებისთვის დაიწყო ბუღალტერიის და ჩანაწერთა წარმოების სწავლება. მონღოლეთის ოფიციალური წყაროები, რომლებიც წინა რევოლუციურ პერიოდის მთლიან ჩამორჩენილობას ასახავდნენ - წიგნიერების დონე უდავოდ დაბალი იყო, მაგრამ წყაროები ამას ხშირად აზვიადებენ.
XX საუკუნეში
რედაქტირებაXX საუკუნეში პირველად გაჩნდა საჯარო სკოლები რუსი მასწავლებლებით, ისწავლებოდა მათ შორის რუსული ენა. მონასტრებს კონკურენციის გასაძლევად მოუწიათ მონღოლურენოვანი სკოლების გახსნა, სადაც მოსწავლეებს არ უწევდათ ბერად აღკვეცა. 1930-იან წლებში მონასტრების აღკვეთის შედეგად ასეთი სკოლები დაიხურა. მომდევნო ათწლეულებში საბჭოთა გავლენის შედეგად გავრცელდა სკოლები და გაიზარდა წერა-კითხვის ცოდნის დონე. წერა-კითხვის უნივერსალური ცოდნა მიღწეული იყო 1960-იან წლებში. დღეს მონღოლეთის წერა-კითხვის ცოდნის დონე საკმაოდ მაღალია - 98% [1](შედარებისთვის, მეზობელი უფრო განვითარებული ჩინეთის მონაცემია 91%).
პრობლემები
რედაქტირებამონღოლეთში დიდ პრობლემად რჩება სიღარიბე. ბევრ ბავშვს სკოლაში სწავლის მაგივრად მწყემსად მუშაობა უწევს, ოჯახები კი განათლების მიღებაში იაზრს ვერ ხედავენ, რადგან მათ შვილებს მაინც მწყემსობს მოუწევთ. განსაკუთრებულად ეს პრობლემა 1990-იან წლებში გავრცელდა ეკონომიკის დასუსტებისას, მომუშავე ბავშვების პროცენტმა 15%-საც მიაღწია. დღეს პროცენტი საგრძნობლად დაცემულია. [2] დაარქივებული 2020-08-28 საიტზე Wayback Machine.
წყაროები
რედაქტირება- http://www.vsointernational.org/Images/mongolian-education-sector_tcm76-32635.pdf
- https://web.archive.org/web/20080917201408/http://www.wes.org/ewenr/03july/Practical.htm
- http://web.worldbank.org/WBSITE/EXTERNAL/COUNTRIES/EASTASIAPACIFICEXT/MONGOLIAEXTN/0,,contentMDK:21016292~menuPK:327739~pagePK:1497618~piPK:217854~theSitePK:327708,00.html დაარქივებული 2009-08-02 საიტზე Wayback Machine.
- http://www.mongoliacenter.org/docs/library/information.needs.mongolia.pdf დაარქივებული 2011-09-30 საიტზე Wayback Machine.
- http://pdc.ceu.hu/archive/00002501/01/DropOut_eng.pdf დაარქივებული 2020-08-28 საიტზე Wayback Machine.