განათლება კამბოჯაში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განათლება კამბოჯაში - განათლების სისტემა კამბოჯაში. კამბოჯაში განათლებას აკონტროლებს განათლების სამინისტრო და განათლების დეპარტამენტი პროვინციულ დონეზე. კამბოჯას კონსტიტუციის მიხედვით სახელმწიფო ვალდებულია დაიცვას მოქალაქეთა ხარისხიანი განათლების მიღების და შემდგომში საკუთარი თავის რჩენის უფლება [1]დაარქივებული 2012-05-02 საიტზე Wayback Machine. , სისტემა უნდა იქმნებოდეს "თანამედროვე პედაგოგიკის პრინციპების შესაბამისად, მათ შორის ტექნოლოგიების და უცხო ენების სწავლებით", აგრეთვე სახელმწიფო აკონტროლებს საჯარო და კერძო სკოლებს. კამბოჯის საგანმანათლებლო სისტემა მოიცავს სკოლამდელ, დაწყებით, ზოგად საშუალო, უმაღლეს და არაფორმალურ განათლებას. განათლება მოიცავს ასევე სპორტს, ინფორმაციულ ტექნოლოგიებს, კვლევის წარმოებას და ტექნიკურ განათლებას. USAID– ის მონაცემებით, 2011 წელს სკოლაში ჩარიცხულების პროცენტმა 96% –ს მიაღწია, 2000-იან წლებში სკოლაში ჩარიცხვის პროცენტი გაიზარდა.

XX საუკუნემდე კამბოჯაში ტრადიციულ განათლებას ტაძრები უზრუნველყოფდნენ, ხოლო ბერები და მღვდლები ("ფიკკუ") მასწავლებლები იყვნენ. მოსწავლეები თითქმის მთლიანად ბიჭები იყვნენ და განათლება შემოიფარგლებოდა ბუდისტური ლოცვების დაზეპირებით.

განათლების განვითარება

რედაქტირება

საფრანგეთის პროტექტორატის პერიოდში ტრადიციულ სისტემასთან ერთად, საფრანგეთის მოდელზე დაფუძნებული საგანმანათლებლო სისტემა გაჩნდა. თავდაპირველად, საფრანგეთმა უგულებელყო განათლება კამბოჯაში. 1936 წელს დაწყებით სკოლაში მხოლოდ 50 000 – დან 600 000 ბავშვი ჩაირიცხა. დამოუკიდებლობის მიღების ერთი წლის შემდეგ, სკოლებში ჩარიცხულ მოსწავლეთა რიცხვი სწრაფად გაიზარდა. განათლების ფრანგული მოდელის სისტემა დაყოფილი იყო დაწყებით, საშუალო, მაღალ და სპეციალიზებულ საფეხურებად. საჯარო განათლება ექვემდებარებოდა განათლების სამინისტროს იურისდიქციას, რომელიც სრულ კონტროლს ახორციელებდა სისტემაზე; ის ადგენდა პროგრამენს, ასაქმებდა მასწავლებლებს, უზრუნველყოფდა სკოლების მომარაგებას და შემოწმებას, თოთოეულ პროვინციაში ინიშნებოდა ინსპექტორი. სასწავლო გეგმაში შედიოდა არითმეტიკა, ისტორია, ეთიკა, სამოქალაქო განათლება, ხაზვა, გეოგრაფია, ჰიგიენა, ენა და მეცნიერება. გარდა ამისა, სასწავლო გეგმაში შედიოდა ფიზიკური აღზრდა და მუშაობა. მეორე წელს იწყებოდა ფრანგული ენის სწავლება. პირველ წელს სწავლების ენა ქმერული იყო, შემდგომში მას ფრანგული ანაცვლებდა. 1960-იანი წლების დასაწყისისთვის დაწყებით განათლებაში უფრო ფართოდ გამოიყენებოდა ქმერული. თითოეულ სოფელს ემსახურებოდა ერთი დაწყებითი სკოლა. ზოგ პროვინციაში იყო უნივერსიტეტიც, 1970 წლისთვის კამბოჯას უნივერსიტეტებში 9,000 სტუდენტი იყო. ყველაზე დიდ, პნომპენის უნივერსიტეტი იყო, მას თითქმის 4,570 კაცი და 730-ზე მეტი ქალი სტუდენტი ჰყავდა.

წითელი ქმერების რეჟიმი

რედაქტირება

წითელი ქმერების კომუნისრურმა რეჟიმმა განათლების განვითარება მნიშვნელოვნად შეაფერხა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ორი ათწლეულის განმავლობაში წერა-კითხვის გავრცელების და განათლების სისტემატიზაციის პროცესში დიდი წინსვლა თითქმის გაუქმდა. სკოლები დაიხურა. განათლებული ადამიანები და მასწავლებლები მუდმივი ეჭვის ქვეშ იყვნენ ან სიკვდილით ისჯებოდნენ. 1970-იანი წლების დასაწყისში კამბოჯაში 20 000-ზე მეტი მასწავლებელი ცხოვრობდა; 10 წლის შემდეგ მათგან 5000 დარჩა. საბჭოთა წყაროების ცნობით სიკვდილით დაისაჯა მასწავლებელთა 90%. რეჟიმის ძალაუფლების დაკარგვის შემდეგ ზიანის აღდგენას დიდი დრო დასჭირდა, მის შედეგად კამბოჯელების მთელი თაობა წერა-კითხვის უცოდინარი დარჩა [2]. ამის შემდეგ დაწესდა დასავლური სტილის სისტემა, რომელიც დღესაც მუშაობს.

წყაროები

რედაქტირება
  1. http://lcweb2.loc.gov/frd/cs/khtoc.html
  2. http://www.constitution.org/cons/cambodia.htmდაარქივებული 2012-05-02 საიტზე Wayback Machine.
  3. http://www.moeys.gov.kh/en/emis.html დაარქივებული 2020-02-20 საიტზე Wayback Machine.
  4. http://unesdoc.unesco.org/images/0023/002335/233558E.pdf
  5. http://unesdoc.unesco.org/images/0023/002354/235406e.pdf