განათლება ავღანეთში

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

განათლება ავღანეთში განათლება ავღანეთში მიმდინარეობს K-12 და უმაღლესი განათლებით, რომელსაც დიდწილად ზედამხედველობს ქაბულში მდებარე განათლებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო. ავღანეთი ქვეყნის მასშტაბით აღდგენის პროცესს გადის და, მიუხედავად იმისა, რომ ჩამორჩენილია, ქვეყნის მასშტაბით იქმნება ინსტიტუტები. 2013 წლისთვის ავღანეთში 10,5 მილიონი სტუდენტი სწავლობდა, როცა ქვეყნის მოსახლეობა 27,5 მილიონი ადამიანია.

ავღანეთში ერთ-ერთი უძველესი სკოლაა ქაბულში ჰაბიბიის საშუალო სკოლა, რომელიც ერის ელიტარული კლასის მოსწავლეებისათვის 1903 წელს არის აშენებული მეფე ჰაბიბულჰან ხანის მიერ. 1920-იან წლებში ქაბულში გერმანიის მიერ დაფინანსებული ამანის საშუალო სკოლა გაიხსნა და დაახლოებით ათი წლის შემდეგ დაიწყო ლიცეუმები, საბაზო სკოლები. 1932 წელს დაარსდა ქაბულის უნივერსიტეტი.

 
ავღანელი სკოლის მოსწავლე გოგონები 2002
 
საბავშვო ბაღი (2004)

განათლება გაუმჯობესდა 1933-1973 წლებში მოჰამედ ზაჰირ შაჰის მმართველობის დროს,[1] დაწყებითი სკოლები ხელმისაწვდომი იყო დაახლოებით ნახევარი მოსახლეობისთვის, რომლებიც იყო 12 წლამდე ასაკის. მთავრობამ გააფართოვა საბაზო სკოლის სისტემა და დააარსა ქაბულის უნივერსიტეტი.

ავღანეთის დემოკრატიული რესპუბლიკის დროს, განათლების სისტემის რეფორმა გაატარა ავღანეთის სახალხო დემოკრატიული პარტიის მთავრობამ. განათლების მიღების შესაძლებლობა ხაზგასმით გამოიხატა ორივე სქესისთვის და შეიქმნა პროგრამები ცოდნის გასაფართოვებლად [2]. 1978 წლისთვის ქაბულში სამედიცინო უნივერსიტეტის 40 % და პედაგოგთა 60 % შეადგენდა ქალებს; 440 000 მდედრობითი სტუდენტი ჩაირიცხა საგანმანათლებლო დაწესებულებაში და 80 000-ზე მეტი გაერთიანდა წიგნიერების პროგრამებში.[3]

გაუმჯობესების მიუხედავად მოსახლეობის დიდი ნაწილი მაინც უწიგნური იყო [1].

1979 წელს, საბჭოთა კავშირის ავღანეთში შემოჭრისთანავე, ომებმა პრაქტიკულად გაანადგურა ქვეყნის განათლების სისტემა. ომის დროს პედაგოგების ძირითადი ნაწილი გაიქცა მეზობელ ქვეყნებში. 90-იანი წლების შუა რიცხვებში 650 სკოლა დაანგრიეს და გაანადგურეს.

1996 წელს თალიბანმა გაამკაცრა ქალთათვის განათლების მიღება და ავღანეთის მედრესე გახდა დაწყებითი და საბაზო განათლების ძირითადი კერა. დაახლოებით 1,2 მილიონი სტუდენტი ჩაირიცხა თალიბების მმართველობის პერიოდში და მათ შორის მხოლოდ 50 000-მდე იყო გოგონა.

2001 წლის ბოლოს თალიბების დამხობის შემდეგ, განათლების სისტემის აღსადგენად მნიშვნელოვანი საერთაშორისო დახმარება მიიღო ჰარდი კარზაის ადმინისტრაციამ. 2003 წლის ბოლოსთვის დაახლოებით 7000 სკოლა ამოქმედდა 32 პროვინციაში, სადაც 27 000 პედაგოგი 4,2 მილიონ ბავშვს ასწავლიდა (მათ შორის იყო 1,2 მილიონი გოგონა). ამ რაოდენობაში დაახლოებით 3,9 მილიონი იყო დაწყებითი სკოლების მოსწავლე. გამოკითხულ მამაკაცთა 57 % და ქალთა 86 % ასახელებდა ძირითადი ეკონომიკური ზიანის მიზეზად განათლებული და გამოცდილი კადრების ნაკლებობას. 2002 წელს, როდესაც ქაბულის უნივერსიტეტმა მუშაობა განაახლა, უმაღლესი განათლებისთვის ჩარიცხული 24 000 კაცი და ქალი.

 
ტიპური საკლასო ოთახი

2006 წლისთვის, 4 მილიონზე მეტი მამრობითი და მდედრობითი სქესის სტუდენტი ჩაირიცხა ავღანეთის სკოლებში. ამავდროულად მიმდინარეობდა ზრუნვა სკოლის კეთილმოწყობაზე. დაწესებულებები გარემონტდა ან შეკეთდა. ყოველწლიურად უფრო მეტი თანამედროვე ტიპის სკოლები აშენდა. 2006 წელს ქაბულში დაარსდა ავღანეთის ამერიკული უნივერსიტეტი (AUAF). სხვა უნივერსიტეტები გარემონტდა ან გადაკეთდა, როგორიცაა კანდაჰარის უნივერსიტეტი სამხრეთით, ნანგარჰარ უნივერსიტეტი და ხოსტის უნივერსიტეტში აღმოსავლეთით, ჰერატის უნივერსიტეტი დასავლეთში და ბალყარეთის უნივერსიტეტში ჩრდილოეთით. მიუხედავად ამ მიღწევებისა, ავღანეთის განათლებაში კვლავ მნიშვნელოვანი დაბრკოლებები იყო, რომელთაგან ბევრი დაფინანსების ნაკლებობით აიხსნება. განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სასწავლო პროგრამების და სასკოლო პროგრამების დაგეგმვა რთულია, რადგან განათლების ბიუჯეტის მნიშვნელოვანი ოდენობა გარე დონორებისგან მოდის. ეს კი ართულებს წლიური ბიუჯეტის პროგნოზირებას.

ადამიანური განვითარების ინდექსის თანახმად, 2011 წელს ავღანეთი მსოფლიოს 15 ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნად დასახელდა.

2009 და 2010 წლებში, 5000 ერთი ლეპტოპი თითო ბავშვს ჩატარდა კანადჰარში ანონიმური ფონდის დაფინანსებით.[4]

2011 წლის ივნისში ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალურმა პირებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას განათლების მინისტრთან ერთად, რათა ხელი შეუწყონ აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ავღანეთის განათლების სამინისტროს პირდაპირი ფინანსური მხარდაჭერის შესაძლებლობისთვის.

2013 წლის მაისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ 16 500 სკოლა ავღანეთში 10,5 მილიონი მოსწავლით იყო დატვირთული. განათლების მინისტრმა ვარდაკმა განაცხადა, რომ 3 მილიონი ბავშვი განათლების გარეშე დარჩა და 3 მილიარდ დოლარს ითხოვდა, რათა მომდევნო ორი წლის განმავლობაში 8000 დამატებითი სკოლა აეშენებინათ.[5]

ავღანეთის მაგალითი განათლებაში კვლავ დიდი გამოწვევაა. სამ-ნახევარი მილიონი ბავშვი და მათ შორის 75 % გოგონა ჯერ კიდევ სკოლის გარეშეა. სიღარიბე, კვალიფიციური ქალი მასწავლებლების ნაკლებობა სასკოლო სკოლებში (რაც, განსაკუთრებით, გოგონების განათლებას უკავშირდება) და დაბალი ხარისხის სკოლის მოწყობა დაკავშირებილია სკოლებში დაბალ რეგისტრაციასთან. გარდა ამისა, სკოლების თითქმის ნახევარს არ აქვს შენობა-ნაგებობა და აღწურვილობა.

2015 წელს ქაბულის უნივერსიტეტში დაიწყო პირველი გენდერული სამაგისტრო კურსი ავღანეთში და ქალთა განათლება დაიწყო.

  1. 1.0 1.1 Afghanistan country profile. Library of Congress Federal Research Division (May 2006). This article incorporates text from this source, which is in the public domain.
  2. WOMEN IN AFGHANISTAN: Pawns in men's power struggles
  3. Racist Scapegoating of Muslim Women – Down with Quebec's Niqab Ban!, Spartacist Canada, Summer 2010, No. 165
  4. Interview with Carol Ruth Silver (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-09. ციტირების თარიღი: 2018-11-30.
  5. Wardak seeks $3b in aid for school buildings. Pajhwok Afghan News (May 18, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 დეკემბერი 2013. ციტირების თარიღი: 19 May 2013.