გამპოლა (ტამილ. கம்பளை) — ქალაქი კანდის ოლქში, შრი-ლანკის ცენტრალურ პროვინციაში. გამპოლას ქალაქის საკრებულო მართავს. XIV საუკუნეში პარაკრამაბაჰუ V–ს მეფობის დროს ის კუნძულის დედაქალაქს წარმოადგნდა. გამპოლას ბოლო მეფე იყო ბჰუვანაიკაბაჰუ V (1406). შემდეგ დედაქალაქი გადაიტანეს შრი-ჯაიავარდენეპურა-კოტეში. გამპოლაში მდებარეობს მსოფლიოში ყველაზე გრძელი მძინარე ბუდას ქანდაკება.

ქალაქი
გამპოლა
ტამილ. கம்பளை

სარკინიგზო ხაზი გამპოლაში
ქვეყანა შრი-ლანკის დროშა შრი-ლანკა
პროვინცია ცენტრალური პროვინცია
ოლქი კანდის ოლქი
კოორდინატები 7°09′53″ ჩ. გ. 80°34′36″ ა. გ. / 7.16472° ჩ. გ. 80.57667° ა. გ. / 7.16472; 80.57667
მმართველი საკრებულო
ცენტრის სიმაღლე 490 მეტრი
მოსახლეობა 27,660 კაცი (2011)
სასაათო სარტყელი UTC+5:30
Sri Lanka location map.svg
Sri Lanka location map.svg

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება