გამოყვანილიქართული აბორიგენული წითელყურძნიანი საღვინე ვაზის ჯიში რაჭა-ლეჩხუმიდან.

გამოყვანილი არც წარსულში ყოფილა დიდად გავრცელებული და ამჯერადაც ერთეული ვაზებია რაჭა-ლეჩხუმის ზონაში.

ბოტანიკური აღწერა

რედაქტირება

ზრდასრული ფოთოლი საშუალო ზომისაა, ოდნავ ოვალური, თითქმის კვერცხისებური, სამ, იშვიათად ხუთნაკვთიანი. ფოთლის ქვედა მხარეს აქვს საკმაოდ ხშირი აბლაბუდისებრი შებუსვა. ყვავილი ორსქესიანია. მტევანი მცირე ზომისაა, ცილინდრული ფორმის, თხელი ან საშუალო სიკუმსის. მარცვალი საშუალო ზომისაა, მრგვალი, შავი ფერის. კანი თხელი და მკვრივია, ცვილისებრი ფიფქით უხვად დაფარული. რბილობი წვნიანია, წვენი შეუფერავი^ სუსტად გამოხატული ჯიშური არომატით. გამოყვანილი საშუალო ზრდისაა. სავეგეტაციო პერიოდის ხანგრძლივობა კვირტის გაშლიდან სრულ სიმწიფემდე 120 დღიდან 150 დღემდე მერყეობს. მტევნის წონა 125 გრამია, საჰექტარო მოსავლიანობა — 6.2-10.0 ტონა. ყურძნის სრული სიმწიფის პერიოდში მისი შაქრიანობა აღწევს 20-21 %-ს, ხოლო მჟავიანობა — 8-10 გ/ლ-ს.

მიიღება სუფრის წითელი მშრალი ღვინო.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • უჯმაჯურიძე ლ., კაკაბაძე გ., მამასახლიშვილი ლ., „ქართული ვაზის ჯიშები“, თბ., 2018, გვ. 91-92