გამოკრებილი სამოციქულო (A-4)

გამოკრებილი სამოციქულო (A-4)XVI საუკუნის ქართული ხელნაწერი წიგნი, გადაწერილია საუკუნის პირველ მეოთხედში. გადამწერი უცნობია, მომგებელი უცნობია.

საწერ მასალად გამოყენებულია ქაღალდი, შეიცავს 186 ფურცელს; ფურცლის ზომებია 19X13 სანტიმეტრი. ყდა მუყაოსია (ახლად გაკეთებული). ტექსტი შესრულებულია ნუსხური დამწერლობით, შავი და სინგური მელნით.

გამოკრებილი სამოციქულო (A-4) ინახებოდა ყოფილი საეკლესიო მუზეუმის ხელნაწერთა კოლექციაში, დღეს კი დაცულია საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის A ფონდში.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, ტ. I1, თბილისი, 1974, გვ. 21