გამარჯვების გზით (გაზეთი)
„გამარჯვების გზით“ — ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური პერიოდული გამოცემა, რომელიც საბჭოთა პერიოდში ხაშურის რაიონში 1953 წლიდან 1962 წლამდე გამოდიოდა. მისი რედაქტორი აკაკი ლომიძე იყო. გაზეთი კვირაში სამჯერ გამოდიოდა. მას საქართველოს კომპარტიის ხაშურის რაიკომისა და ხაშურის რაიონის მშრომელთა დეპუტატების საბჭოს ორგანო გამოსცემდა.
1962 წლიდან ხაშურის პერიოდულ გამოცემას „გამარჯვების გზით“ „გამარჯვება“ ეწოდა და ამ სახელწოდებით გამოდიოდა 1962—1990 წლებში.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება