გალჰეპიგენი[1] (ნორვ. Galdhøpiggen) — სკანდინავიის მთების, ნორვეგიისა და საერთოდ, სკანდინავიის ნახევარკუნძულის უმაღლესი წერტილი. მოქცეულია იუტუნჰეიმენის ქედის ფარგლებში. სიმაღლე 2469 მ.[2] აგებულია გაბროთი. გეოლოგიური თვალსაზრისით მიეკუთვნება კალედონიურ დანაოჭებას. დაფარულია მცირე მყინვარებითა და მარადი თოვლით. გალჰეპიგენი ტურიზმის ობიექტია. მწვერვალზე პატარა ქოხია აშენებული, სადაც ზაფხულში იყიდება უალკაჰოლო სასმელები, შოკოლადის ბატონები, ღია ბარათები და სხვა. გალჰეპიგენზე პირველი ასვლა განხორციელდა 1850 წელს.

გალჰეპიგენი
გალჰეპიგენი
გალჰეპიგენი
კოორდინატები: 61°38′12″ ჩ. გ. 8°18′54″ ა. გ. / 61.63667° ჩ. გ. 8.31500° ა. გ. / 61.63667; 8.31500
ქვეყანა ნორვეგიის დროშა ნორვეგია
სიმაღლე 2469 
ქედი იუტუნჰეიმენი
პირველი ასვლა 1850
უმარტივესი მარშრუტი ფეხით მოგზაურობა
გალჰეპიგენი — ნორვეგია
გალჰეპიგენი