გალერგავდანის ეკლესია
გალერგავდანის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ონის მუნიციპალიტეტის სოფელ გულიანთის მიდამოებში, ტყეში. აგებულია განვითარებულ შუა საუკუნეებში.
ძეგლი სოფელ გულიანთიდან 2-3 კმ-ზე ჩრდილოეთით, ტყიან ბორცვზე მდებარეობს. ეკლესია აუფეთქებიათ და ამჟამად დაფარულია ხშირი მცენარეულობით. აზომვა არ ხერხდება. გადარჩენილია რამდენიმე ქვა რელიეფური ორნამენტით.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004