გავაზის კვირაცხოვლის ეკლესია

გავაზის კვირაცხოვლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზში. აგებულია შუა საუკუნეებში.

ეკლესია სოფლის ჩრდილო-დასავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ჭურთულას ხეობაში მდებარეობს. ძეგლი ადგილობრივი წარმოშობის ქვითაა ნაგები. კედლები შემორჩენილია 1,5 -2 მეტრის სიმაღლეზე. აღმოსავლეთით აქვს სწორკუთხა საკურთხევალი. შესასვლელი სამხრეთ კედელშია მოთავსებული.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. IV, თბ., 2008, გვ., 33